სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

სსიპ საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრი

თარიღი: 2011 სექტემბერი 22

დირექტორი - გიორგი ასათიანი

მის: საქართველო, თბილისი, თიანეთის გზატკეცილი #25
ტელ:
(+995 32)  2 68 79 30
ვებ-გვერდი: www.olympiccentre.ge
ელ.ფოსტა: oc@olympiccentre.ge


ზოგადი  დებულებანი

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრი (შემდგომში - ცენტრი) წარმოადგენს "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონითა და საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულებით შექმნილ დაწესებულებას

2. ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ", "სპორტის შესახებ" საქართველოს კანონებით, სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.

3. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი და შტამპი საკუთარი დასახელებით, საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშები, იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი ატრიბუტიკა და სხვა რეკვიზიტები.

4. ცენტრი საკუთარი სახელით განახორციელებს თავის უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ ან მოპასუხედ.

5. ცენტრის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, თიანეთის გზატკეცილი № 25.

6. ცენტრი შექმნილია განუსაზღვრელი ვადით.

მიმაგრებული დოკუმენტები :
საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის დებულება.doc