სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი

თარიღი: 2011 სექტემბერი 22

მის: საქართველო, თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, ჩოლოყაშვილის გამზ. 9
ვებ-გვერდი: http://www.fondi.gov.ge/
ელ.ფოსტა: a.bakanidze@fondi.gov.ge

Facebook: www.facebook.com/fondi.ge
სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორი
- ირაკლი ჟორჟოლიანი

ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის საქმიანობა, მიზნები და პრიორიტეტები

ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის საქმიანობა, მიზნები და პრიორიტეტები ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორი ირაკლი ჟორჟოლიანი. საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ)  "ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი"   2000 წელს შეიქმნა. ფონდის მიზანი ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მხარდაჭერა, ახალგაზრდული ინიციატივების წახალისება, მათ მიერ დაგეგმილი პროექტების დაფინანსება,  ღონისძიებების ორგანიზება და განხორციელებაა.

ფონდის საქმიანობა სახელმწიფოს ახალგაზრდული პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია. საქართველოს პარლამენტის მიერ 1999 წელს მიღებული კანონის "ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ" საფუძველზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში ბავშვებისა და ახალგაზრდების თვითრეალიზაცია და მათი უფლებების დაცვა სახელმწიფოს პრიორიტეტად იქცა. აღნიშნული კანონი ხელს უწყობს ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების ეკონომიკური და ორგანიზაციული პირობების გაუმჯობესებას, მათი საქმიანობის სტიმულირებასა და გარანტიების სამართლებრივ უზრუნველყოფას.

დაარსების დღიდან ფონდი საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის, ხოლო მოგვიანებით 2010 წლამდე კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო. 2010 წლის ზაფხულიდან, ფონდზე ადმინისტრაციულ კონტროლს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ახორციელებს.

ფონდი უზრუნველყოფს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სათათბიროს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების გათვალისწინებით შექმნილი პროექტების დაფინანსებას.  ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ახალგაზრდა ორგანიზაციების ჩამოყალიბებას და მათ რეგიონულ განვითარებას. ფონდი  თანამშრომლობს გამოცდილ და საიმედო პარტნიორებთან. ამასთან, ფონდი მუდამ ისწრაფვის ახალი კავშირების დამყარების, მნიშვნელოვანი და საინტერესო ინიციატივების მხარდაჭერისაკენ.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის 2013 წლის სამოქმედო სტრატეგია ფონდის მიზნებიდან და საქმიანობიდან გამომდინარეობს.

ფონდის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობა ორიენტირებული უნდა იყოს ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობისკენ. მძიმე სოციალურ - ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით, ბევრი ბავშვი და ახალგაზრდა საჭიროებს როგორც ფინანსურ, ასევე ფიზიკურ და მორალურ მხარდაჭერას. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ფონდის ფუნქციის გააზრება, რომელიც გულისხმობს არამარტო პროექტების გამტარიანობას, არამედ იდეების გენერირებას და  საკუთარი ინიციატივების ხელშეწყობას. შესაბამისად, 2013 წელს  ფონდს შემდეგი სამოქმედო გეგმა აქვს დასახული:

  • 2013 წლის პრიორიტეტების შესაბამისად ფონდი დააფინანსებს სხვადასხვა ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციას;
  • ამავდროულად, თავადაც იზრუნებს გრანტების მოძიების უზრუნველყოფის და საერთაშორისო სამსახურის გაძლიერებაზე;
  • დაამყარებს მჭიდრო თანამშრომლობას სხვადასხვა ფონდთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციასთან;
  • შეიმუშავებს თანამშრომლობის ფორმატს ცალკეულ ფონდებსა და ბიზნეს - წრეებთან, რაც უზრუნველყოფს დამატებითი სახსრების მოძიებას;
  • სამინისტროსთან ერთად იზრუნებს ქვეყანაში სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დამკვიდრების საკითხზე;

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სათათბიროს 2013 წლის 18 თებერვლის დადგენილებით, მიმდინარე წელს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის" უმთავრესი პრიორიტეტები განისაზღვრა.

                               2013 წლის პროგრამული პრიორიტეტებია

1. ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამა;
განსაკუთრებული საჭიროების მქონე  ჯგუფების ხელშეწყობა
(იძულებით გადაადგილებული პირები, მზრუნველობამოკლებული და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები)
მაღალმთიან და კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ახალგაზრდული აქტივობების წახალისება

                                     ახალგაზრდული მედიის განვითარება

(ახალგაზრდული პრობლემების გაშუქება, უახლესი მედია ვებ-ტექნოლოგიებისა და სოციალური ქსელების დანერგვა და მათი საშუალებით ახალგაზრდობის გააქტიურება);
ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა; (მულტიკულტურული დიალოგი, ბილინგვური სწავლების ხელშეწყობა და ქართული ენის პოპულარიზაცია და სხვა)
საჯარო სკოლების თვითმმართველობების განვითარების პოპულარიზაცია ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება

2. გარემოს დაცვის, ეკოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამა;
არაფორმალური განათლების დანერგვა, ეკოლოგიური უნარ-ჩვევების ამაღლება, პრაქტიკული ღონისძიებების საშუალებით მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ეკოტურიზმის ხელშეწყობა
ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია
სპორტული ღონისძიებების, აქტივობების წახალისება

3. კულტურულ- საგანმანათლებლო და აკადემიური მხარდაჭერის პროგრამა
(უპირატესობა მიენიჭება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებს)
კულტურულ - საგანმანათლებლო ღონისძიებების უზრუნველყოფა
ახალგაზრდა მეცნიერთა და შემოქმედთა გამოვლენა, მხარდაჭერა და წახალისება
სამეცნიერო კონფერენციების, ფორუმების ორგანიზება

4. საერთაშორისო ურთიერთობების მხარდაჭერის პროგრამა;
საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება
(ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები, სამხრეთ კავკასია, ევროატლანტიკური ალიანსი); 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: www.fondi.ge