სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი

თარიღი: 2011 სექტემბერი 22

მის: საქართველო, თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 76
ტელ: +995 32 2 30 02 03
ელ.ფოსტა: Contact@cync.ge
Facebook:
www.facebook.com/cync.ge

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის" უფროსი - გიგა გაბელაია
ელ.ფოსტა: ggabelaia@cync.ge

სახელმწიფოს ახალგაზრდული პოლიტიკის რეალიზაციის მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, 2007 წელს შეიქმნა სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი".

2010 წლის მეორე ნახევარში  „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი" დაექვემდებარა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს. მნიშვნელოვნად გაიზარდა ცენტრის ბიუჯეტი, რომელმაც ხელი შეუწყო  გრძელვადიანი პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებას.

2016 წელს ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები ასე განისაზღვრა:

 

ა) სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შესაბამისად საქართველოს ახალგაზრდობის ინტელექტუალური, პიროვნული, პროფესიული და ფიზიკური პოტენციალის გამოვლენის, ფორმირებისა და განვითარებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა;

ბ) ბავშვებთან და ახალგაზრდობასთან დაკავშირებულ საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობა;

გ) ბავშვებსა და ახალგაზრდებში პატრიოტული ღირებულებების გაღრმავება, გარემოს დაცვის, სამოქალაქო ფასეულობების, არაფორმალური განათლების პოპულარიზაცია;

დ) ბავშვებისა და ახალგაზრდობის პრობლემების გადაჭრისათვის განკუთვნილი სახელმწიფო მიზნობრივი და საპრეზიდენტო პროგრამების პროექტების მომზადება და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;

ე) განსაკუთრებული საჭიროების მქონე ჯგუფებზე (იძულებით გადაადგილებული პირები, ლტოლვილები, მზრუნველობა მოკლებული ბავშვები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და სხვ.) ზრუნვის ხელშეწყობა;

ვ) განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვებისა და ახალგაზრდების შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენისა და განვითარების ხელშეწყობა;

ზ) საინიციატივო ჯგუფებისათვის ახალგაზრდული ღონისძიებების განხორციელებაში დახმარების აღმოჩენა, მოზარდთა ინტერესების შესაბამისად კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრების, პროფილური კლუბებისა და სტუდიების შექმნის ხელშეწყობა;

თ) ბავშვებისა და ახალგაზრდობისათვის თავისუფალი დროის ორგანიზება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობა;

ი) ბავშვთა და ახალგაზრდულ კავშირებს შორის ურთიერთობის განვითარების ხელშეწყობა და ამ მიზნით აკადემიური, შემეცნებითი, კულტურული, გასართობი და სხვა ღონისძიებათა ორგანიზება, ბავშვთა და ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობათა განვითარების ხელშეწყობა;

კ) ბავშვებისა და ახალგაზრდობის შემეცნებით-შემოქმედებითი და დასვენება-გაჯანსაღების ეროვნული და საერთაშორისო პროგრამების განხორციელება (მათ შორის ბანაკების მოწყობა), ბავშვთა და ახალგაზრდული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა;

ლ) ახალგაზრდებში აქტიური მოქალაქეობის, სოლიდარობის, ტოლერანტობისა და ევროპული თანამშრომლობის პოპულარიზაცია;

 www.cync.ge