19 ივნის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ლევან ყიფიანი, მოადგილე რატი ბრეგაძესთან ერთად ოფიციალური ვიზიტით უკრაინის დედაქალაქ კიევში გაემგზავრა. მინისტრი კიევში უკრაინის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მოწვევით იმყოფება.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქართული სპორტის ამაგდარის, ძიუდოში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკის, ღირსების მედლისა და ორდენის კავალერის, პროფესორ გურამ რატიშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს განსვენებულის ოჯახს.
17 ივნისს, მთავრობის მიერ დაწყებული პროექტის - „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისათვის" - ფარგლებში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. ლევან ყიფიანმა 7 თვის მანძილზე სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებს.
17 ივნისს, 12:00 საათზე მთავრობის მიერ დაწყებული პროექტის - „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისათვის" - ფარგლებში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი მედიის წარმომადგენლებს შეხვდება. ლევან ყიფიანი 7 თვის მანძილზე სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარადგენს და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებს.
საქართველის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის და ჰერეთის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოება ქურმუხელის ორგანიზებით თბილისში გაიმართა ტურნირი მინი ფეხბურთში ისტორიული დიასპორების წარმომადგენლებს შორის.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კონსტანტინე სურგულაძე ოთხდღიანი ვიზიტით საბერძნეთში, კერძოდ ათენში და თესალონიკში იმყოფებიან. ვიზიტის მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებთან ურთიერთობების განვითარება, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზება და კულტურულ-შემოქმედებით საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობა.