სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    01 02 03 04 05
06 07 08 09 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ივნისი 12
12 ივნისს, ახალი თბილისის ტერიტორიაზე მდებარე ტანვარჯიშის დარბაზში გაიმართა ფარიკაობის ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი.   
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ივნისი 09
9 ივნისს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ სამინისტროში უმასპინძლეს  - ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტს ზაზა მჭედლიძეს, გენერალურ მდივანს დავით სახვაძეს, ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის გენერალურ მდივანს მაქს გიოტერს და კონფედერაციის წარმომადგენელს ევგენი ცუხლოს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ივნისი 08
8 ივნისს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად სპორტკომპლექს „არენა 1"-ში ბავშვების ცურვის გაკვეთილს დაესწრო და სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა ცურვის მწვრთნელს - ბელა სამარღანიშვილს.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ივნისი 07
7 ივნისს, სამინისტროს მშვიდობის კორპუსიის დელეგაცია ესტუმრა, რომელსაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე და საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი მანანა ქავთარაძე შეხვდნენ.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ივნისი 01
1 ივნისს, 35-ე საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ასევე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე დაესწრნენ.   
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 მაისი 29
29 მაისს, სპორტკომპლექს "ოლიმპიკში" , წყალბურთელთა ახალი გუნდის თბილისის "დინამოს" პრეზენტაცია გაიმართა. თბილისის "დინამო" ქართულ წყალბურთს 22 წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. "დინამო" პირველ მატჩს დღესვე, საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით გამართავს.   
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 მაისი 27
26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისში რუსთველის გამზირზე სხვადასხვა საზეიმო ღონისძიება გაიმართა. მინისტრმა სპორტული და ახალგაზრდული თემატიკის ლოკაციები დაათვალიერა და სხვადასხვა სპორტული ფედერაციის მიერ მოწყობილ საჩვენებელ ტურნირებს დაესწრო.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 მაისი 25
25 მაისს, ახალ თბილისში მდებარე ფრენბურთის დარბაზის წინ (ამერიკის საელჩოს მიმდებარედ) სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი ლოდია შეხვდნენ ბულგარეთის ჩემპიონატის პირველი ეტაპის გამარჯვებულ ავტომრბოლებს - სანდრო ლომაძეს და მევლუდ მელაძეს.   
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 მაისი 25
2018 წელს საქართველო მნიშვნელოვან ღონისძიებას - ეპასის (EPAS - Enlarged Partial Agreement on Sport - გაფართოებული წილობრივი შეთანხმება სპორტის სფეროში) მე-15 საიუბილეო მინისტერიალს უმასპინძლებს!
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 მაისი 24
24 მაისს სპორტკომპლექსში „ახალი თბილისი",  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს იდეითა და მხარდაჭერით განხორციელებული და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებით მომზადებული ქართული სპორტის სტატისტიკის ვებ-პორტალის - www.sportstat.gov.ge  პრეზენტაცია გაიმართა.