პროფესიონალი ქართველი მოკრივე - ავთანდილ ხურციძე საერთაშორისო კრივის ორგანიზაცია IBO-ს ვერსიით, საშუალო წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონის ქამრის მოსაპოვებელ ორთაბრძოლას 13 მარტს თბილისის „სპორტის სასახლეში" გამართავს. ხურციძე პოლონელ მარიუშ სენდროვსკის შეებრძოლება. ორთაბრძოლების წინა დღეს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მოკრივეთა ოფიციალური აწონვა გაიმართა.