სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       
10
17
23 24
26 27 28 29 30  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2010 სექტემბერი 20
20 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდა ძიუდოისტთა ნაკრები ბულგარეთის ქალაქ სამოკოვიდან დაბრუნდა, სადაც ევროპის ჩემპიონატზე 2 ოქროს და ერთი ვერცხლი მედალი მოიპოვა. თბილისში დაბრუნების შემდეგ ძიუდოისტა ნაკრებმა და ნაკრების მწვრთნელებმა აეროპორტიდან პირდაპირ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ლადო ვარძელაშვილთან შესახვედრად გადაინაცვლეს.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2010 სექტემბერი 18
2010-2011 სასწავლო წლიდან სკოლებში ფიზკულტურის გაკვეთილები სპორტის გაკვეთილებმა ჩაანაცვლა. სპორტის გაკვეთილების უფრო  ხარისხიანად დანერგვის მიზნით,  საქართველის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ძალისხმევით შეიქმნა "გზამკვლევების კრებული სპორტის სახეობებში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის".   
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2010 სექტემბერი 06
ჩინეთის ქალაქ შანხაიში დასრულებულ მსოფლიოს თასის მე-4 ეტაპზე მშვილდოსნობაში საქართველოს ქალთა ნაკრებმა მე-4 ადგილი დაიკავა. შანხაიდან დაბრუნების შემდეგ, 6 სექტემბერს ქართველი მშვილდოსნებს ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ნამგალაური სამინისტროში შეხვდა წარმატება მიულოცა. 
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2010 სექტემბერი 06
6 სექტემბერს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ლადო ვარძელაშვილი ისანი-სამგორის რაიონის გამგებელ თემურ გრიგალაშვილთან ერთად 5 დეკემბრის ქუჩაზე მდებარე საცურაო აუზ "ოლიმპიკს" ეწვია, და სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვების პირველ ვარჯიშს დაესწრო. აუზზე პატარების უფასოდ სიარული საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით გადაწყდა.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2010 სექტემბერი 05
6 სექტემბერს 11:00 საათზე საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ლადო ვარძელაშვილი 5 დეკემბრის ქუჩაზე მდებარე საცურაო აუზ "ოლიმპიკს" ისანი-სამგორის რაიონის სოციალურად დაუცველ ბავშვებთან ერთად ეწვევა. მინისტრის გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველ პატარებს აუზზე ცურვისა და დასვენების საშულება მიეცამთ.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2010 ივლისი 27
27 ივლისს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ და  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა  ქალთა და არასრულწლოვანთა დაწესებულებაში მყოფ არასრულწლოვან ბრალდებულებს სპორტული ინვენტარი  გადასცეს.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2010 ივლისი 25
24 ივლისს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი დუშეთს ესტუმრნენ და ოლიმპიურ ბაზაზე მყოფ თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს შეხვდნენ. ზაზა თურმანიძისა და ბეგი დარჩიას გუნდები 6-12 სექტემბერს, მოსკოვი ჩასატარებელი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადებიან.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2010 ივლისი 20
ერთ-ერთ ქართულ ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის - დილარ ხაბულიანის მხრიდან პოსტის დატოვების შესახებ, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე - დავით ნამგალაური გამოეხმაურა. ნამგალაურის განცხადებით, ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატამდე რაიმე სახის ცვლილება ძიუდოს ფედერაციაში მოსალოდნელი არაა.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2010 ივლისი 18
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ლადო ვარძელაშვილი ანაკლიის პატრიოტთა ბანაკში იმყოფება. მინისტრი რამდენიმე მოადგილესთან ერთად ანაკლიაში 17 ივლისს ჩავიდა, სადაც ქართველ პატრიოტებთან ერთად ბელარუსი და სომეხი ახალგაზრდებიც ისვენებენ. ვარძელა შვილი 17 ივლისს ბელარუსი ახალგაზრდების კონცერტს დაესწრო, 18 ივლისს კი მინისტრმა ანაკლიის ბანაკის სტუდენტებთან ერთად ბათუმი მოინახულა. 
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2010 ივლისი 16
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი 17 ივლისს გეზს აჭარის რეგიონისაკენ აიღებს. ვარძელაშვილი შაბათ-კვირას ანაკლიის პატრიოტულ ბანაკს მოინახულებს და 2 დღეს ბანაკის ახალგაზრდებთან ერთად გაატარებს. მინისტრი პატრიოტულ ბანაკში სხვადასხვა ღონისძიებში მიიღებს მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში ვარძელაშვილი პატრიოტებთან ერთდ განახლებულ ბათუმს დაათვალიერებს.