სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       
10
17
23 24
25 26 27 28 29 30  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2010 ივნისი 19
18 და 19 ივნისს სერვერზე მიმდინარე ტექნიკური მიზეზების გამო, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ვებ-საიტი დროებით გათიშული იყო ქსელიდან. ამ ეტაპზე, უკვე ყველანაირი ხარვეზი მოგვარებულია და საიტი განაგრძობს მუშაობას ჩვეულ რეჟიმში. ვებ-გვერდის ადმინისტრაცია ბოდიშს გიხდით ამ მცირე ტექნიკური შეფერხებისათვის.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2010 მაისი 19
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ვებ-საიტზე მიმდინარე აპრილის თვის საუკეთესო სპორტსმენის გამოკითხვის ინტერაქტივში ყველაზე მეტი ხმა ძიუდოისტთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა - ვარლამ ლიპარტელიანმა მოაგროვა. 20 წლის ლიპარტელიანმა საიტის მომხმარებელთა 10935 ხმა მიიღო და მციერდით გასუწრო საქართველოს 18-წლამდელ მორაგბეთა წევრ - ლევან გოგოლაშვილს.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2010 მაისი 14
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი მწუხარებას გამოთქვამს სპორტული ჟურნალისტის, ბაჩო სვანიძის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს განსვენებულის ოჯახს. ბაჩო სვანიძე სხვადასხვა წლებში გაზეთ - "სარბიელსა" და "ალიაში" მუშაობდა. ახალგაზრდა ჟურნალისტი 30 წლის ასაკში მძიმე ოპერაციის გადატანის შემდეგ, რესპუბლიკურ საავადმყოფოში 14 მაისს გარდაიცვალა.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2010 მაისი 10
8-9 მაისს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ სამუშაო შეხვედები ფოთში, ბათუმში და ქუთაისში გამართა. მინისტრი სხვადასხვა ღონისძიებებს დაესწრო და მათ შორის სპორტული ობიექტები მოინახულა. რურუამ ფოთში მშენებარე სპორტის სასახლე დაათვალიერა, ბათუმში აჭარის რეგიონის სპორტულ საზოგადოებას შეხვდა, ხოლო ქუთაისში სპორტული სკოლა და ქუთაისის „ტორპედოს" მშენებარე სტადიონი მოინახულა. 
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2010 მაისი 06
სპორტულ ჟურნალისტ ბაჩო სვანიძეს მძიმე ოპერაციის გადატანის შემდეგ, სასწრაფოდ ესაჭიროება მე-3 ჯგუფის რეზუს დადებითი სისხლი! ვისაც შეგიძლიათ დახმარება გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომრებზე: 893 30 14 99 (გია), 871 32 77 10 (მახარე), 899 94 59 75 (კახა), 899 29 29 69 (გიორგი).    
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2010 აპრილი 22
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ახალი სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში ფიზიკური აღზრდის გაკვეთილები ფიზიკური განათლებისა და სპორტის გაკვეთილებით ჩანაცვლდება. ქვეყნის მასშტაბით 48 საპილოტე სკოლა შეირჩა, სადაც მოსწავლეთა საბაზო და საშუალო საფეხურზე  პილოტირებისა და დანერგვის პროცესი წარიმართება. ეს არის სკოლები, სადაც მეტ-ნაკლებად უკვე არსებობს გარკვეული სპორტული ბაზა და შესაძლებელია ახალი პროექტის განხორციელების დაწყება. 
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2010 აპრილი 16
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე - გია გალდავამ 16 აპრილს, 90 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთიდან დევნილი, სპორტის დამსახურებული მუშაკი ვარლამ გოგია საპატიო სიგელით დააჯილდოვა. მუშაობის 65 წლის სტაჟის მქონე ვარლამ გოგიას სპორტის დეპარტამენტიდან ფულადი საჩუქარიც გადაეცემა.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2010 აპრილი 13
ბაქოში ახალგაზრდა და კადეტ მოფარიკავეთა მსოფლიოს ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ თბილისს ესტუმრნენ ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის გენერალური მდივანი მაქსიმ პარამონოვი და ევროპის კონფედერაციის პრეზიდენტი ფრანტიშეკ იანდა. 12 აპრილს თბილისში ჩამოსული სტუმრები სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელობას შეხვდნენ და საქართველოში ფარიკაობის განვითარებაზე ისაუბრეს.     
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2010 აპრილი 12
პოლონეთის პრეზიდენტის - ლეხ კაჩინსკის, მისი მეუღლისა და პოლონეთის მთავრობის წევრების ავიაკატასტროფაში დაღუპვის გამო, თბილისში პოლონელი ხალხის მიმართ სამძიმარი საზოგადოების სახვადასხვა წარმოამდგენლებმა გამოხატეს. თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გახსნილ სამძიმრის წიგნში, ჩანაწერი ოლიმპიურმა ჩემპიონებმა, სპორტის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და ფედერაციების ხელმძღვანელებმა შეიტანეს.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2010 აპრილი 12
პოლონეთის პრეზიდენტის - ლეხ კაჩინსკისა და პოლონეთის სამთავრობო წევრების ავიაკატასროფაში დაღუპვის გამო, 11 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში სამძიმრის წიგნი გაიხსნა, რომელშიც ჩანაწერს 12 აპრილს 14:30 წუთზე  ქართული სპორტის წარმოამდგენელიც შეიტანენ და პოლონელ ხალხს სოლიდარობას გამოუცხადებენ.