სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  01 02 03 04 05 06
07 08 09 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2010 სექტემბერი 06
ჩინეთის ქალაქ შანხაიში დასრულებულ მსოფლიოს თასის მე-4 ეტაპზე მშვილდოსნობაში საქართველოს ქალთა ნაკრებმა მე-4 ადგილი დაიკავა. შანხაიდან დაბრუნების შემდეგ, 6 სექტემბერს ქართველი მშვილდოსნებს ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ნამგალაური სამინისტროში შეხვდა წარმატება მიულოცა. 
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2010 სექტემბერი 06
6 სექტემბერს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ლადო ვარძელაშვილი ისანი-სამგორის რაიონის გამგებელ თემურ გრიგალაშვილთან ერთად 5 დეკემბრის ქუჩაზე მდებარე საცურაო აუზ "ოლიმპიკს" ეწვია, და სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვების პირველ ვარჯიშს დაესწრო. აუზზე პატარების უფასოდ სიარული საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით გადაწყდა.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2010 სექტემბერი 05
6 სექტემბერს 11:00 საათზე საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ლადო ვარძელაშვილი 5 დეკემბრის ქუჩაზე მდებარე საცურაო აუზ "ოლიმპიკს" ისანი-სამგორის რაიონის სოციალურად დაუცველ ბავშვებთან ერთად ეწვევა. მინისტრის გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველ პატარებს აუზზე ცურვისა და დასვენების საშულება მიეცამთ.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2010 ივლისი 27
27 ივლისს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ და  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა  ქალთა და არასრულწლოვანთა დაწესებულებაში მყოფ არასრულწლოვან ბრალდებულებს სპორტული ინვენტარი  გადასცეს.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2010 ივლისი 25
24 ივლისს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი დუშეთს ესტუმრნენ და ოლიმპიურ ბაზაზე მყოფ თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს შეხვდნენ. ზაზა თურმანიძისა და ბეგი დარჩიას გუნდები 6-12 სექტემბერს, მოსკოვი ჩასატარებელი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადებიან.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2010 ივლისი 20
ერთ-ერთ ქართულ ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის - დილარ ხაბულიანის მხრიდან პოსტის დატოვების შესახებ, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე - დავით ნამგალაური გამოეხმაურა. ნამგალაურის განცხადებით, ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატამდე რაიმე სახის ცვლილება ძიუდოს ფედერაციაში მოსალოდნელი არაა.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2010 ივლისი 18
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ლადო ვარძელაშვილი ანაკლიის პატრიოტთა ბანაკში იმყოფება. მინისტრი რამდენიმე მოადგილესთან ერთად ანაკლიაში 17 ივლისს ჩავიდა, სადაც ქართველ პატრიოტებთან ერთად ბელარუსი და სომეხი ახალგაზრდებიც ისვენებენ. ვარძელა შვილი 17 ივლისს ბელარუსი ახალგაზრდების კონცერტს დაესწრო, 18 ივლისს კი მინისტრმა ანაკლიის ბანაკის სტუდენტებთან ერთად ბათუმი მოინახულა. 
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2010 ივლისი 16
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი 17 ივლისს გეზს აჭარის რეგიონისაკენ აიღებს. ვარძელაშვილი შაბათ-კვირას ანაკლიის პატრიოტულ ბანაკს მოინახულებს და 2 დღეს ბანაკის ახალგაზრდებთან ერთად გაატარებს. მინისტრი პატრიოტულ ბანაკში სხვადასხვა ღონისძიებში მიიღებს მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში ვარძელაშვილი პატრიოტებთან ერთდ განახლებულ ბათუმს დაათვალიერებს.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2010 ივლისი 16
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა ქვემო ქართლის გუბერნატორ დავით კირკიტაძესთან ერთად მარნეულში მშენებარე სპორტული კომპლექსი დაათვალიერა. ახალი დარბაზი მრავალპროფილიანია და შესაძლებელია კალათბურთის, ჭიდაობისა და ფრენბურთის ტურნირებს უმასპინძლოს. სპორტულ კომპლექსს მინი-ფეხბურთის მოედანი, საცურაო აუზი და ჩოგბურთის კორტიც აქვს.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2010 ივლისი 15
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ლადო ვარძელაშვილი 15 ივლისს გლდანის ოლიმპიური რეზერვების ცენტრს ეწვია და შეკრებაზე მყოფი ძალოსნები და ახალგაზრდა მოჭიდავეები მოინახულა. ვარძელაშვილს ოლიმპიური რეზერვების ცენტრში პირველი მოადგილე - დავით ნამგალაური და სამინისტროს წარმომადგნელები ახლდნენ. მინისტრს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი  დავით ბეჟუაშვილი და ოლიმპიური ჩემპიონი გიორგი ასანიძე დახვდნენ.