სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
01 02 03 04 05 06 07
08 09 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2010 ივლისი 14
საქართველოს რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით, რაგბის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი - ტიმ ლეინი თანამდებობიდან გათავისუფლდა და მის მაგივრად რიჩი დიქსონი დაინიშნა. ეს გადაწყვეტილება რაგბის კავშირის პრეზიდენტმა – გია ნიჟარაძემ პრესკონფერენციაზე გაახმაურა. ცვლილებასთან დაკავშირებით კომენტარი სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა გააკეთა.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2010 ივლისი 13
13 ივლისს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ლადო ვარძელაშვილი სამინისტროში  საქართველოს ძიუდოს, სამბოს, ჩოგბურთის, მშვილდოსნობისა და ტანვარჯიშის ფედერაციების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს ხვდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა იყო, რადგანაც ძიუდოს ეროვნული ნაკრები სექტემბერში, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2010 ივლისი 12
12 ივლისს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ვლადიმერ ვარძელაშვილი, სამინისტროს სააქტო დარბაზში სპორტულ ფედერაციათა ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. შეხვედრას, რომელსაც 70-მდე ფედერაციის თავკაცი ესწრებოდა, გაცნობით ხასიათს ატარებდა. მინისტრმა ფედერაციებთან სამუშაო შეხვედრები დაგეგმა და მათ სამოვავლოდ აქტიური თანამშრომლობისაკენ მოუწოდა. 
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2010 ივლისი 04
3 ივლისს სპორტის დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე, პრემიერ-მინისტრმა - ნიკა გილაურმა დეპარტამენტის თანამშრომლებს ახლად შექმნილი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მინისტრი - ლადო ვარძელაშვილი ოფიციალურად წარუდგინა. როგორც პრემიერმა განაცხადა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სათავეში ლადო ვარძელაშვილის მოსვლა სწორი გადაწყვეტილება იყო. 
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2010 ივლისი 04
2 ივლისს, სპორტული ჟურნალისტიკის საერთაშორისო დღეს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით კუს ტბაზე მედია-ტურნირი - "ბაჩოს თასი 2010" გაიმართა, რომელიც ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი სპორტული ჟურნალისტის - ბაჩო სვანიძის ხსოვნას მიეძღვნა. მედია ტურნირში მინი-ფეხბურთის გამარჯვებული 1 არხი გახდა, ქვიშის ფრენბურთში გოგონათა შორის კი სტარ FM-მა იმარჯვა.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2010 ივლისი 01
2 ივლისს კუს ტბაზე, სპორტული ჟურნალისტიკის საერთაშორისო დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თაოსნობით, ბაჩო სვანიძის სახელობის მედია–ტურნირი გაიმართება. ტურნირის დეტალებზე სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა გუჯა ბერიშვილმა, სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებმა გია გალდავამ, ირაკლი სამყურაშვილმა და დეპარტამენტის პრესსამსახურის უფროსმა გიორგი ჭანიშვილმა ისაუბრეს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2010 ივლისი 01
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2010 ივნისი 30
"ბაჩოს თასი" - ასე ერქმევა მინი-ფეხბურთისა და ქვიშის ფრენბურთის ტურნირს  რომელიც 2 ივლისს, კუს ტბაზე მდებარე საფეხბურთო და ქვიშის მოედნებზე სპორტულ ჟურნალისტებს შორის გაიმართება. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თაოსნობით, სპორტული ჟურნალისტიკის საერთაშორისო დღეს ქართველი ჟურნალისტები ახლახან გარდაცვლილი კოლეგის, ბაჩო სვანიძის ხსოვნას მიაგებენ პატივს. 
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2010 ივნისი 19
18 და 19 ივნისს სერვერზე მიმდინარე ტექნიკური მიზეზების გამო, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ვებ-საიტი დროებით გათიშული იყო ქსელიდან. ამ ეტაპზე, უკვე ყველანაირი ხარვეზი მოგვარებულია და საიტი განაგრძობს მუშაობას ჩვეულ რეჟიმში. ვებ-გვერდის ადმინისტრაცია ბოდიშს გიხდით ამ მცირე ტექნიკური შეფერხებისათვის.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2010 მაისი 19
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ვებ-საიტზე მიმდინარე აპრილის თვის საუკეთესო სპორტსმენის გამოკითხვის ინტერაქტივში ყველაზე მეტი ხმა ძიუდოისტთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა - ვარლამ ლიპარტელიანმა მოაგროვა. 20 წლის ლიპარტელიანმა საიტის მომხმარებელთა 10935 ხმა მიიღო და მციერდით გასუწრო საქართველოს 18-წლამდელ მორაგბეთა წევრ - ლევან გოგოლაშვილს.