სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
      03 04
08 10 11
13 16 18
20 22 23 24 25
26 27 28        
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2010 აპრილი 16
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე - გია გალდავამ 16 აპრილს, 90 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთიდან დევნილი, სპორტის დამსახურებული მუშაკი ვარლამ გოგია საპატიო სიგელით დააჯილდოვა. მუშაობის 65 წლის სტაჟის მქონე ვარლამ გოგიას სპორტის დეპარტამენტიდან ფულადი საჩუქარიც გადაეცემა.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2010 აპრილი 13
ბაქოში ახალგაზრდა და კადეტ მოფარიკავეთა მსოფლიოს ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ თბილისს ესტუმრნენ ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის გენერალური მდივანი მაქსიმ პარამონოვი და ევროპის კონფედერაციის პრეზიდენტი ფრანტიშეკ იანდა. 12 აპრილს თბილისში ჩამოსული სტუმრები სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელობას შეხვდნენ და საქართველოში ფარიკაობის განვითარებაზე ისაუბრეს.     
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2010 აპრილი 12
პოლონეთის პრეზიდენტის - ლეხ კაჩინსკის, მისი მეუღლისა და პოლონეთის მთავრობის წევრების ავიაკატასტროფაში დაღუპვის გამო, თბილისში პოლონელი ხალხის მიმართ სამძიმარი საზოგადოების სახვადასხვა წარმოამდგენლებმა გამოხატეს. თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გახსნილ სამძიმრის წიგნში, ჩანაწერი ოლიმპიურმა ჩემპიონებმა, სპორტის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და ფედერაციების ხელმძღვანელებმა შეიტანეს.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2010 აპრილი 12
პოლონეთის პრეზიდენტის - ლეხ კაჩინსკისა და პოლონეთის სამთავრობო წევრების ავიაკატასროფაში დაღუპვის გამო, 11 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში სამძიმრის წიგნი გაიხსნა, რომელშიც ჩანაწერს 12 აპრილს 14:30 წუთზე  ქართული სპორტის წარმოამდგენელიც შეიტანენ და პოლონელ ხალხს სოლიდარობას გამოუცხადებენ.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2010 მარტი 31
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის მინისტრი ნიკოლოზ რურუა საქართველოს  რეგიონებში  და ქალაქებში  საქმიან შეხვედრებს განაგრძობს. რეგიონალური ვიზიტის ფარგლებში, რურუა  31 მარტს ბათუმს ეწვევა და სხვადასხა კულტურ და სპორტულ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. მინსისტრს, ბათუმში  სხვა თანმხლებ პირებთან ერთად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ნამაგალაური და მისი მოადგილე ირაკლი სამყურაშვილი ახლავან.    
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2010 მარტი 31
30 მარტს პარლამენტის სპორტისა და ახალაგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, 2010 წლის სპორტული სეზონის გეგმებისა და მოსალოდნელი პროგნოზების შესახებ მოხსენებით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ნამგალაური წარდგა. 
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2010 მარტი 05
"ჟურნალისტის მოვალეობა რეალობის აღწერაა - პირდაპირ და შეულამაზებლად და ამ დროს არა აქვს მნიშვნელობა, გსურს წერა თუ არა. მეტიც, შეგიძლია წერა თუ არა. მოვალეობა თავისას მოითხოვს. ჩვენ, ძველ სარბიელელებს არაერთხელ დაგვიწერია სიკვდილზე, სპორტსმენთა სიკვდილზე და ეს არასოდეს ყოფილა იოლი საქმე, რაკი სიკვდილზე წერა არ არის მხოლოდ რეალობის აღწერა - ამქვეყნიური ცხოვრების სამუდამოდ დასრულების აღწერაა..."    
გვერდი 126 სულ 126