15 სექტემბერს, ერგნეთის საჯარო სკოლას, რომელიც შიდა ქართლში კონფლიქტის ზონის სოფელია და ცხინვალის მოსაზღვრედ მდებარეობს, ესტუმრნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში - ქეთევან ციხელაშვილი.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და სპორტის სფეროში ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციის - "Coaches Across Continents"-ის პარტნიორობის ფარგლებში, 100-მდე ადგილობრივი მწვრთნელისთვის ტრენინგები გაიმართა.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა კახეთის მხარის გუბერნატორთან ირაკლი ქადაგიშვილთან, თელავის მერ პლატონ კალმახელიძესთან და შპს „სპორტმშენსერვისის" დირექტორთან, ლევან ტარყაშვილთან ერთად თელავში მშენებარე სპორტის სასახლე მოინახულა.
"სტაიკოვ რეისინგ ჯორჯიას" გუნდი, რომელიც საქართველოს დროშით ასპარეზობს, რალი სლივენის (Rally Sliven) 37-ე სეზონის მეორე დღის გამარჯვებულია.სლივენ რალლი არის ფიას ევროპის ჩემპიონატის ბაკლნეთის ზონის რბოლები. ზონის გამარჯვებული ხუთეული მიემგზავრება პორტუგალიაში ფინალურ შეჯიბრზე, რომელიც 17-18 ნოემბერს არის დაგეგმილი.
4-8 სექტემბერს საერთაშორისო ორგანიზაციის "Coaches Across Continents"-ის პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოში 100 ადგილობრივ მწვრთნელს ჩაუტარდება ტრენინგები. „Coaches Across Continents" სპორტის სფეროში ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა. ტრენინგები 5 დღის განმავლობაში სპორტის სხვადასხვა სახეობაში უცხოელი მწვრთნელების მიერ ჩატარდება. პროექტის მიზანია მწვრთნელებისთვის სპორტის სოციალური მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მათი გადამზადება.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა დღეს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონს, კანოისტს ზაზა ნადირაძეს უმასპინძლა. სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე აკაკი ლოდია, კანოეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქაცარავა და ზაზას პირადი მწვრთნელიც დაესწრნენ.
22 აგვისტოს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავასთან ერთად, ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის ბაზაზე მოქმედ მოსწავლეთა საზაფხულო ბანაკში, ჯანსაღი ცხოვრების ფესტივალს დაესწრნენ. ღონისძიების მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.