სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
        01 02 03
04 05 06 07 08 09 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ივნისი 30
30 ივნისს,"ივენთ ჰოლში" გაიმართა ქართული წყალბურთის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით გადაღებული ფილმის ჩვენება - "ქართული წყალბურთის ისტორია" , რომელსაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, პირველ მოადგილესთან აკაკი ლოდიასთან და მოადგილესთან რევაზ ჯაველიძესთან ერთად დაესწრო.   
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ივნისი 29
თბილისში ჭიდაობის სასახლის აშენების საკითხი სამინისტროში გამართულ "სპორტული ორგანიზაციების აღიარებისა და დაფინანსების საბჭოს" სხდომაზე განიხილეს. 30 მაისს, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ შოთა ხაბარელმა ჭიდაობის ფედერაციისთვის თბილისში მდებარე ოლიმპიური სასახლის გადაცემის საკითხი წამოჭრა. 
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ივნისი 28
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა მოინახულა. გიორგი ყიფიანის გუნდი 2-15 ივლისს საქართველოში დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ივნისი 28
ტურნირის საუკეთესო კალათბურთელად ზაზა ფაჩულიას აკადემიის წევრი ლუკა ალავიძე დასახელდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში 23 ქულა მოაგროვა. ლუკა ალავიძე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა დააჯილდოვა.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ივნისი 27
სპორტული მანიპულაციებისა(გარიგებული თამაშები) და სპორტული შეჯიბრებების უსაფრთხოებაზე კონვენციების რატიფიკაციის პროცედურა დაიწყება.   
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ივნისი 27
24 ივნისს ბორჯომის რაიონში სოფელ ჩითახევში მდინარე მტკვარზე და მის მიმდებარე ბანაკში მასმედიის წარმომადგენლებისთვის მედია-ტურნირი "ჯომარდია" გაიმართა ექსტრემალურ ტრიატლონში.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ივნისი 26
მსოფლიო სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის ჩემპიონატს 2023 წელს, შესაძლოა, საქართველომ უმასპინძლოს.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ივნისი 23
24 ივნისს ბორჯომის რაიონში სოფელ ჩითახევში მდინარე მტკვარზე და მის მიმდებარე ბანაკში მასმედიის წარმომადგენლებისთვის მედია-ტურნირი "ჯომარდია" გაიმართება ექსტრემალურ ტრიატლონში. აღნიშნული ტურნირი მანამდე არსებული „მედია ჯომარდის" გაფართოებული და გამრავალფეროვნებული ვარიანტია. 
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ივნისი 23
   22 ივნისს, „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში" საფესტივალო ფილმების ჩვენება გაიმართა.  ფესტივალის პირველი დღე სპორტის თემატიკაზე შექმნილ ქართული კინოს 3 ლეგენდარულ ნამუშევარს დაეთმო. სწორედ ძველი ქართული მხატვრული ფილმების („ფეოლა", „ბურთი და მოედანი", „პირველი მერცხალი")  ჩვენებით გაიხსნა ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი.      
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ივნისი 22
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი  N16 დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში კალათბურთელებსა და მსჯავრდებულებს შორის გამართულ ამხანაგურ მატჩს დაესწრნენ.