სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
        01 02 03
04 05 06 07 08 09 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ივნისი 20
20 ივნისს სასტუმრო „რუმსში"   გაიმართა სპორტული ტელეკომპანიის  "Setanta Sports Georgia" პრესკონფერენცია, რომელსაც  "Setanta Sports Eurasia-ს"  გენერალური დირექტორი დუაირ  მაკოლი, დამფუძნებლები, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი და ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.     
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ივნისი 20
20 ივნისს სასტუმრო „ბილტმორში" საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ თბილისში დასრულებული ევროპის ჩემპიონატი შეაჯამა.   
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ივნისი 19
19 ივნისს, შიდა ქართლში კონფლიქტისპირა სოფელ ერგნეთში ფეხბურთის ფედერაციამ 19-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის თასი ჩაიტანა - ევროპირველობას 2-15 ივლისს საქართველო მასპინძლობს.   
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ივნისი 19
19 ივნისს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გორს ესტუმრნენ და "თენგიზ ბურჯანაძის" სახელობის სტადიონზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ - გორის სტადიონი 19-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის სამასპინძლოდ ემზადება.   
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ივნისი 17
17 ივნისს, სასტუმრო "რუმსში" საქართველოს რაგბის კავშირსა და საფრანგეთის რაგბის კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ და  საფრანგეთის რაგბის კავშირის ვიცე პრეზიდენტმა პასკალ პაპემ მოაწერეს. ღონისძიებას ესწრებოდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე.    
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ივნისი 17
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალისთვის მიხეილ მესხის სტადიონზე ყველაფერი მზადაა. მსოფლიო რაგბის წარმომადგენლები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან და რაგბის კავშირის პრეზიდენტთან ერთად შეხვდნენ ჩემპიონატის საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს.     
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ივნისი 16
16 ივნისს, საფრანგეთის რეზიდენციაში (#ჭანტურიას 5) გაიმართა საქართველოში საფრანგეთის ელჩის პასკალ მენიეს მიღება, რომელიც დაკავშირებული იყო მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისა და ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატის თბილისში ჩატარებასთან დაკავშირებით და ამ ორ საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილე ფრანგი სპორტსმენების საპატივსაცემოდ.   
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ივნისი 15
საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეორე მედალი მოიპოვა - თეოდორა კახიანის ოქროს, დღეს რიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილემ და საქართველოს ნაკრების ლიდერმა სანდრო ბაზაძემ ბრინჯაოს მედალი მიუმატა.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ივნისი 15
15 ივნისს, სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში" საქართველოს რაგბის კავშირსა და ირლანდიის რაგბის კავშირს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ივნისი 13
13 ივნისს, სამინისტროში გაიმართა შეხვედრა ამერიკული ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტთან ტომ ვაიკინგთან და ვიცე-პრეზიდენტთან შაჰინ ვაიკინგთან. სტუმრებს, საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან - ზაქარია ჯაჭვაძესთან ერთად უმასპინძლა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძემ.