სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
         
09
14 15 16
17 22 23
26 27 28 29 30

სამინისტრო: შეხვედრა სასკოლო სპორტის განვითარების მიზნით

თარიღი: 2017 თებერვალი 15


დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში სკოლებში სპორტის სახეობების დანერგვის თემაზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი  დოლაბერიძე და სპორტის კვლევისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი ვასილ ლიპარტელიანი. ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა. აქტიურად ჩართული იყვნენ სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები (ბადმინტონის ეროვნული ფედერაცია, კალათბურთის ფედერაცია, მაგიდის ჩოგბურთის ეროვნული ფედერაცია, რაგბის კავშირი, ფეხბურთის ფედერაცია, ფრენბურთის ეროვნული ფედერაცია, ხელბურთის ეროვნული ფედერაცია).

შეხვედრა მიზნად ისახავდა სკოლებში სპორტის სახეობების დანერგვისა და შესაბამისი მიმართულებებით ფიზიკური აღზრდის მასწავლებელ-მწვრთნელების გადამზადებისათვის სამოქმედო გეგმის შემუშავებას.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად მხარეებმა დაგეგმეს პროექტის მიმდინარეობის ეტაპები და განსახორციელებელი ღონისძიებები.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 აპრილი 25
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთად „ანტინიკოტინური კამპანიის" სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, სადაც აქტიურად მონაწილეობენ სპორტის სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლები.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 აპრილი 21
დანიის ქალაქ როსკილდში გამართულ კონტაქტური კარატეს ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ევროპის 30 ქვეყნის 400-მდე სპორტსმენი ასპარეზობდა საქართველოს ეროვნულმა და ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჯამში 5 მედალი მოიპოვა - 1 ოქრო; 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო.   
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 აპრილი 20
20 აპრილს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა სამინისტროში უმასპინძლა ევროპის სუმოს ფედერაციის პრეზიდენტს დარიუშ როზუმს და გენერალურ მდივანს რიხო რანიკმას. შეხვედრას ესწრებოდა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე და საქართველოს სუმოს კავშირის პრეზიდენტი თენგიზ რუხაძე.   
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 აპრილი 19
დღეს ქართული სპორტის მუზეუმში სახელოვანი სპორტსმენების და გუნდებისადმი მიძღვნილი პირველი ფოტოკრებულის „ქართული სპორტის დიდი სახელები" პრეზენტაცია გაიმართა.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 აპრილი 12
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ევროპის ჩემპიონს ლაშა ტალახაძეს, ძალოსნობის ფედერაციის ხელმძღვანელებს და ასაკობრივი ნაკრების წევრებს და მწვრთნელებს უმასპინძლა. შეხვედრას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და სამინისტროს თანამშრომლები დაესწრნენ.