სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
01 02 05 06 07
08 09 12 13 14
15 16 17 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

სამინისტრო: ტარიელ ხეჩიკაშვილმა დოვლეტმურატ მურატოვს უმასპინძლა

თარიღი: 2017 მარტი 13


სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა საქართველოში თურქმენეთის ელჩს დოვლეტმურატ მურატოვს უმასპინძლა. შეხვედრას მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძეც დაესწრო.

2017 წელს საქართველოს და თურქმენეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე აღინიშნება. წლეულს თურქმენეთი საბრძოლო ხელოვნებაში მეხუთე აზიურ თამაშებს მასპინძლობს, სადაც აზიისა და ოკეანეთის 62 ქვეყნის 5 ათასზე მეტი სპორტსმენი იასპარეზებს. დღევანდელ შეხვედრაზე მხარეებმა ამ ტურნირის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ასევე განიხილეს საქართველოში საბრძოლო ხელოვნების მეხუთე აზიური თამაშებისადმი მიძღვნილი კონფერენციის ჩატარების შესაძლებლობა.

თურქმენეთის მხარე დაინტერესებულია სპორტის სხვადასხვა სახეობებში ერთობლივი საწვრთნელი შეხვედრების ჩატარებით, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიმართება.

თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილის ოფიციალური კორესპონდენციის საფუძველზე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი 7-8 აპრილს მიწვეულია თურქმენეთში საერთაშორისო კონგრესზე - „აზიური თამაშები 2017" მონაწილეობის მისაღებად, ასევე სპორტული კომპლექსის „ავაზა" და თამაშების გახსნის ცერემონიალებზე დასასწრებად.

„დღეს თურქმენეთის ელჩს, ბ-ნ დოვლეტმურატ მურატოვს ვუმასპინძლეთ. წლეულს ეს ქვეყანა დიდ სპორტულ ღონისძიებას მასპინძლობს და სტუმრებს სურდათ იმ გამოცდილების გაზიარება, რაც საქართველომ ბოლო წლებში დააგროვა არაერთი მნიშვნელოვანი შეჯიბრების მაღალ დონეზე ჩატარებით. საგულისხმოა, რომ თურქმენები საქართველოში საწვრთნელი შეკრებების მოწყობითაც არიან დაინტერესებულნი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყანა რეგიონში სპორტულ ცენტრად ყალიბდება და მისდამი ინტერესი იზრდება", - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. არაერთ საკითხზე ვისაუბრეთ და დარწმუნებული ვარ, ჩვენი შემდგომი ურთიერთობები როგორც ქართულ სპორტს, ასევე თურქმენ სპორტსმენებს ძალიან წაადგებათ. ჩვენ არაერთი დეტალი განვიხილეთ, მათ შორის თურქმენი სპორტსმენებისთვის საქართველოში საწვრთნელი შეკრებების მოწყობა", - განაცხადა თურქმენეთის ელჩმა დოვლეტმურატ მურატოვმა.



სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 იანვარი 18
საქართველო მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადისთვის ემზადება. ოლიმპიადა ბათუმში 23 სექტემბიდან 6 ოქტომბის ჩათვლით გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს 180-ზე მეტი ქვეყნის 4 000-მდე მოჭადრაკე და ოფიციალური პირი.     
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 დეკემბერი 25
თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში ქართველ პარასპორტსმენებსა და საქართველოს პარლამენტის წევრებს შორის მეგობრული ტურნირი ჩატარდა. სპორტსმენები და კანონმდებლები ერთმანეთს მჯდომარე ფრენბურთში, ეტლით კალათბურთსა და უსინათლოთა ფეხბურთში შეეჯიბრნენ.    
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 დეკემბერი 25
  თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში ქართველ პარასპორტსმენებსა და საქართველოს პარლამენტის წევრებს შორის მეგობრული ტურნირი ჩატარდა. სპორტსმენები და კანონმდებლები ერთმანეთს მჯდომარე ფრენბურთში, ეტლით კალათბურთსა და უსინათლოთა ფეხბურთში შეეჯიბრნენ.    
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 დეკემბერი 12
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონებს - ძალოსან ლაშა ტალახაძეს და თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს - გენო პეტრიაშვილს და ზურაბ იაკობიშვილს შეხვდა.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 30
30 ნოემბერს, გლდანში მდებარე "დკდ"-ს დარბაზში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე შეხვდნენ კრივის მწვრთნელებს, რომლებიც კრივის მსოფლიოს ფედერაციის მიერ ორგანიზებულ სემინარში მონაწილეობენ.