სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    04 05
16 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ოლიმპიელთა ხეივანს ომარ ფხაკაძის სახელობის ოლიმპიური რგოლი შეემატა (ვიდეო)

თარიღი: 2017 მარტი 13

საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში, კიდევ ერთი სახელოვანი ქართველი სპორტსმენის ველომრბოლელ ომარ ფხაკაძის სახელობის ოლიმპიური რგოლი გაიხსნა. რგოლის გახსნის ცერემონიას დაესწრო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად.

ოლიმპიური რეზერვების ცენტრში იმყოფებოდა პარლამეტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, ფხაკაძის ვაჟი ომარ ფხაკაძე და მეუღლე დინარა ჯანუყვაშვილი.

სტუმრებს ოლიმპიური რეზერვების ცენტრის დირექტორი გიორგი ასათიანი მასპინძლობდა. ღონისძიება 1992 წელს საქართველოში ველოსპორტის ფედერაციის დაარსების დღეს მიეძღვნა. ღონისძიების ფარგლებში,  საქართველოს ველომრბოლელთა ნაკრები გუნდის წევრებმა და ველომოყვარულებმა საჩვენებელი ვარჯიშები და შეჯიბრებები  გამართეს.

მიუნხენის 1972 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, 1965 წლის მსოფლიოს ჩემპიონი, ორგზის მსოფლიოს რეკორდსმენი და სხვა მრავალი ჯილდოს მფლობელი ომარ ფხაკაძე ოლიმპიური ცენტრში აღიზარდა.

შეგახსენებთ, ეს უკვე მე-4 ოლიმპიური რგოლია, რომელიც ოლიმპიური ცენტრის ხელმძღვანელობის ინიციატივითა და ორგანიზებით ცენტრის ეზოში გაიხსნა, მიხეილ სალაძის, მაია აზარაშვილისა და ვლადიმერ აფციაურის რგოლების შემდეგ.

ტარიელ ხეჩიკაშვილი:" ოლიმპიური მომზადების ცენტრში არაერთი სასიქადულო სპორტსმენი აღზრდილა, დღეს პატივი მივაგეთ ძალიან დიდ სპორტსმენს, მსოფლიოს ჩემპიონს, ოლიმპიური თამაშების პრიზიორს ომარ ფხაკაძეს, გამორჩეულ პიროვნებას, რომელმაც ქართული სპორტის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა. მემორიალური დაფის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი თაობისთვის, რადგან მათ უნდა დაინახონ, როგორ ვაფასებთ ჩვენს წარსულს და ამავდროულად ვზრუნავთ მომავალზე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებ საიმისოდ რომ ქართული სპორტის დიდება შორს გავიტანოთ და გავახაროთ ქართველი გულშემატკივარი".

გიორგი ასათიანი:" ტრადიცია გრძელდება ამჯერად მსოფლიოს ჩემპიონის, ძალიან კარგი ადამიანის ომარ ფხაკაძის რგოლი გავხსენით. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა თაობამ იცოდეს, ვინ იყვნენ ჩვენი დიადი სპორტსმენები, რომლებიც ქართული სპორტის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაეწერნენ".

დინარა ჯანუყვაშვილი:" რთულია სიტყვებით გადმოვცე, რამდენად სასიხარულოა დღევანდელი დღე ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის. ყველა სპორტსმენს სჭირდება დაფასება, რათა მომავალ თაობას დავუტოვოთ ისტორია, მუდმივად გავახსენოთ, რომ ასეთი დიდი სპორტსმენები არსებობდნენ, მათ მაგალითზე კი ახალი კიდევ უფრო შთამბეჭდავი კარიერის მქონე სპორტსმენები აღვზარდოთ".

ფოტო - თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესსამსახური 

 

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 17
17 ნოემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში სპორტულ საზოგადოებასთან შეხვედრა გაიმართა. მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი  კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან ერთად სამინისტროს წარმომადგენლებს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებს შეხვდა.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 17
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სტუმრობდა ჩეხეთის რესპუბლიკის განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს დელეგაცია. 
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 10
10 ნოემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინიტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა სამინისტროში უმასპინძლა იაპონიის სრულუფლებიან ელჩს, მის აღმატებულებას ბატონ ტადაჰარუ უეჰარას.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 06
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ფხვენისში ფეხბურთის მოედნის კეთილმწოყობა იგეგმება.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ოქტომბერი 30
30 ოქტომბერს, სამინისტროში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ უმასპინძლეს კრივის ფედერაციის ხელმძღვანელობას და საქართველოს მოკრივეთა ახალგაზრდულ ნაკრებს, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა.