სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
            01
02 03 04 05 06 07 08
09 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

პრეზენტაცია 2017 წელს თურქმენეთში გასამართ აზიურ თამაშებთან დაკავშირებით

თარიღი: 2017 მარტი 17





სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, 16 მარტს თურქმენეთის საელჩოს ორგანიზებით კონფერენცია ჩატარდა, რომელიც 2017 წელს თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში გასამართ მე-5 აზიურ თამაშებს მიეძღვნა.

კონფერენციაზე თამაშების პრეზენტაცია წარმოადგინა თურქმენეთის ელჩმა საქართველოში დოვლეტმურატ მურატოვმა, რომელმაც ხაზი გაუსვა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რაც განხორციელდა მე-5 აზიური თამაშების გასამართად. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ვიდეო-რგოლი იმ სპორტული კომპლექსების შესახებ, რომლებიც სწორედ მე-5 აზიური თამაშებისა და საბრძოლო ხელოვნებების ჩასატარებლად აშენდა. 

2017 წლის აზიურ თამაშებზე მონაწილეობას მიიღებს 5000-ზე მეტი სპორტსმენი აზიისა და ოკეანეთის 62 ქვეყნიდან. მე-5 აზიური თამაშები ჩატარდება აშხაბადში, სათამაშო და ასევე საბრძოლო სახეობებში, მათ შორის ძიუდოში, სამბოში, ცხენოსნობასა და სპორტის სხავდასხვა სახეობებში.

პრესკონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ და სპორტის კვლევისა და ანალიზის სამმართველოს უფროსმა ვასილ ლიპარტელიანმა.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ 2017 წელი საქართველოსა და თურქმენეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილეა და ისაუბრა ორ ქვეყანას შორის მრავალი წარმატებული თანამშრომლობის თაობაზე, მათ შორის სპორტის სფეროში. მან თურქმენეთს კიდევ ერთხელ მიულოცა აღნიშნული მიღწევები  და წარმატებები უსურვა თურქმენეთის მხარეს საბრძოლო ხელოვნებაში მე-5 აზიური თამაშების მასპინძლობაში.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სპორტის პოლიტიკსა და მართის დეპარტანეტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, სამინისტროსა და თურქმენეთის საელჩოს თანამშრომლები, ასევე ძიუდოსა და სამბოს ფედერაციის პრეზიდენტები - დავით ქევხიშვილი და ავთანდილ ცინცაძე.

პრეზენტაციაზე იმყოფებოდა მედიაჰოლდინგ "ახალი საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ბადრი ნაჭყებია, რომელმაც აზიური თამაშების საქართველოში ტრანსლირების შესაძლებლობებზე ისაუბრა.

ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესსამსხური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 23
საქართველოს ნაკრებმა საღამოს ვარჯიში მაიკლ დიქსონთან ერთად ჩაატარა. ამერიკელი მწვრთნელებმა ბოლოდე დატვირთეს და ცხადია კომბინაციების დამუშავების დროსაც მას გამორჩეული ადგილი ეკავა - დიქსონი ხვალინდელ შეხვედრაში ეროვნული გუნდის უმთავრესი იმედია.საქართველოს ნაკრების "შხვეხატ არენაზე"მისვლის შედეგ მოედანი დატოვა ავსტრიის ნაკრებმა.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
23-25 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები ძიუდოში, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფის პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - დიუსელდორფის გრან სლემზე მიიღებენ მონაწილეობას. დიუსელდორფის გრან სლემზე, მედლებისთვის მსოფლიოს 71 ქვეყნის 500 ძიუდოისტი იბრძოლებს მამაკაცთა და ქალთა შორის. 23, 24 და 25 თებერვალს წინასწარი შეხვედრები 3 ტატამზე თბილისის დროით 13:00 საათიდან დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათიდან აიღებს სტარტს.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან მატჩისთვის მზადებას განაგძობს. ეროვნულმა გუნდმა "შვეხატ არენაზე" მეორე ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში ინტენსიურად არის ჩართული ზუროსის თანაშემწე - გიორგიოს ლიმნიატისი, რომელიც მოთამაშეებთან ინდივიდუალურად მუშაობს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ვენაში პირველი ვარჯიში გამართა. ილიას ზუროსის გუნდი "შვეხატ არენაზე" 1 საათის და 15 წუთის განმავლობაში დაიტვირთა. ბერძენმა სპეციალისტმა გუნდი კომბინაციებზე ავარჯიშა. დიდი ყურადღება დაეთმო დაცვაში თამაშს და სხვადასხვა ტაქტიკური მონახაზის დამუშავებას. ნაკრების 12-ივე კალათბურთელი თავს კარგად გრძნობს. ერთადერთი ვისაც ტრამვის პრობლემა ჰქონდა, ეს გამოცდილი გამთამაშებელი გიორგი ცინცაძეა, რომელმაც ნაკრების ექიმის თემურ ხვედელიძის განცხადებით რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით გაიარა და 23 თებერვლის მატჩისთვის მზად იქნება. ეროვნულმა გუნდმა ვენაში ერთ-ერთი ლიდერის მაიკლ დიქსონის გარეშე ივარჯიშა. დიქსონი გუნდს ხვალ შეუერთდება და საწვრთნელ პროცესში ჩაერთვება. ზუროსი გუნდს 22 თებერვალს ორჯერ ავარჯიშებს - დილას და საღამოს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 21
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ჩარტერული რეისით ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ჩაფრინდა და სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" დაბინავდა.