სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
06
09 12
20 21
26 27 28
29 30 31        

ტარიელ ხეჩიკაშვილი - საქართველო ელიტარულ სარაგბო ქვეყნებს უფრო მეტად უახლოვდება

თარიღი: 2017 მარტი 17



მსოფლიო რაგბის მმართველმა ორგანო "მსოფლიო რაგბიმ" 2020-32 წლების საერთაშორისო კალენდარი დაამტკიცა, რომლის მიხედვით საქართველოს და ასევე  მსოფლიო რაგბის დანარჩენ, ე.წ. მეორე ეშელონის გუნდებს ელიტარული ნაკრებების წინააღმდეგ მეტი ტესტ-მატჩის გამართვის შესაძლებლობა და რაც მთავარია, მათი მასპინძლობის უფლება ეძლევა.

ახალი კალენდრის გათვალისწინებით, 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს ზაფხულისა და შემოდგომის ტესტ-მატჩების დროს ივლისისა და ნოემბრის პერიოდში 6 ერის და ასევე 4 ერის ნაკრებებთან დაპირისპირების შანსი მიეცემა როგორც თბილისში, ასევე გასვლით შეხვედრებში.

ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოსთან თამაშის შესაძლებლობის შესახებ ახალი ზელანდიის ერთ-ერთი რადიოგადაცემისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სტივ თიუმ. თიუს განცხადებით, ახალი კალენდრის მიხედვით, არაა გამორიცხული ზელანდიის ნაკრებს მომდევნო მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ, ერთ-ერთი ტესტ-მატჩის გასამართად თბილისშიც მოუწიოს თამაში.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების სამომავლო კალენდრის და სასიამოვნო ცვლილების შესახებ, კოემენტარი გააკეთა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

ტარიელ ხეჩიკაშვილი: "რა თქმა უნდა, ძალზე სასიხარულო ინფორმაციაა და ყველა ჩვენი მორაგბე და ზოგადად რაგბის გულშემატკივარი რა თქმა უნდა, გახარებულია ამ ინფორმაციით. ეს ყოველივე ქართულ რაგბს კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო აღიარების და გამოცდილების მოპოვების შანსს აძლევს. ჩვენ ნელ-ნელა ვუახლოვდებით ელიტარულ სარაგბო ქვეყნებს და ვიმკვიდრებთ ადგილს მსოფლიო რაგბის სამყაროში.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტის კომენტირებისას, ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა საქართველოს ნაკრებთან თბილისში თამაშის შესაძლებლობებზე ისაუბრა, რაც რა თქმა უნდა, ჩვენი რაგბის კიდევ ერთი დიდი აღიარებაა და ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. დარწმუნებული ვარ, რომ პროცესები კიდევ უფრო დაჩქარდება, რაც ჩვენი მორაგბეეების სამომავლო წარმატებების საწინდარი გახდება."



სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 მაისი 25
25 მაისს, ახალ თბილისში მდებარე ფრენბურთის დარბაზის წინ (ამერიკის საელჩოს მიმდებარედ) სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი ლოდია შეხვდნენ ბულგარეთის ჩემპიონატის პირველი ეტაპის გამარჯვებულ ავტომრბოლებს - სანდრო ლომაძეს და მევლუდ მელაძეს.   
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 მაისი 25
2018 წელს საქართველო მნიშვნელოვან ღონისძიებას - ეპასის (EPAS - Enlarged Partial Agreement on Sport - გაფართოებული წილობრივი შეთანხმება სპორტის სფეროში) მე-15 საიუბილეო მინისტერიალს უმასპინძლებს!
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 მაისი 24
24 მაისს სპორტკომპლექსში „ახალი თბილისი",  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს იდეითა და მხარდაჭერით განხორციელებული და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებით მომზადებული ქართული სპორტის სტატისტიკის ვებ-პორტალის - www.sportstat.gov.ge  პრეზენტაცია გაიმართა.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 მაისი 22
19-21 მაისს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში სამბისტთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართა, რომელზეც საქართველოს ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა და 2 ოქროს, 3 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 მაისი 19
22-28 მაისს, ბორჯომის ხეობაში, სოფელ ჩითახევში მდინარე მტკვარზე გაიმართება ევროპის  ჩემპიონატი ჯომარდობაში.  ევროპირველობასთან დაკავშირებით 19 მაისს სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი ლოდიამ, ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქაცარავამ და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ ანზორ სვანიძემ.