სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
01 02 05 06 07
08 09 12 13 14
15 16 17 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

სათხილამურო ფედერაციამ “ბორჯომთან“ მემორანდუმი გააფორმა

თარიღი: 2017 აპრილი 03

3 აპრილს, სასტუმრო ,,რედისონში" საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ კოსტავამ სეზონის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა. ღონისძიების ფარგლებში კომპანია IDS ბორჯომი საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად მსოფლიოში სახელგანთქმული მინერალური წყლის ბრენდი „ბორჯომი" საქართველოს სათხილამურო ფედერაციას სამი წლის მანძილზე  გაუწევს პარტნიორობას.

ღონისძიებას სათხილამურო ფედერაციის და კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს ხელმძღვანელებთან ერთად, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და  კომპანია ,,სილქნეტის" დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი დაესწრნენ.

პრეს-კონფერენციის ფარგლებში საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა განვლილი სეზონი შეაჯამა. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის საქართველოს თასის გათამაშება საქართველოს სათხილამურო ფედერაციამ  სპორტისა და ახალგაზრდობის  საქმეთა სამინისტროს,  გენერალურ სპონსორის ,,სილქნეტის", კომპანია ,,ბორჯომისა" და მთის კურორტების განვითარების კომპანიის მხარდაჭერით ოთხ ეტაპად მესტიაში, ბაკურიანში, გოდერძის უღელტეხილსა და გუდაურში გამართა.

24-26 მარტს გუდაურში 2017 წლის საქართველოს თასის დასკვნითი - მეოთხე ეტაპი ჩატარდა. საქართველოს სამთო-მოთხილამურეთა ნაკრების წევრებმა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ჩატარებულ შეჯიბრებებსა და სანტ-მორიცის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზეს, რის გამოც  საქართველოს თასის გათამაშების ეტაპებში რეგულერული მონაწილეობა ვერ მიიღეს.  წლევანდელი წლის საქართველოს თასის მფლობელები  გუდაურის, თბილისის წმ. გიორგის სახელობის სკოლის, ბაკურიანის, მესტიისა და აჭარის სპორტ-სკოლის სპორტსმენები გახდნენ.

ინფორმაცია რედაქტორებისთვის:

  • საქართველოს მოთხილამურეთა ნაკრების წევრები ევროპიდან საქართველოში 2 აპრილს დაბრუნდნენ;
  • საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და მთის კურორტების განვითარების კომპანია საქართველოს სათხილამურო სპორტის განვითარების პროექტის აქტიური მხარდამჭერია;
  • საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განათლების სამინისტროსთან ერთად მუშაობს პროექტზე, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ყველა სამთო კურორტზე პროფესიონალი სპორტსმენებისთვის სათხილამურო სკოლები აშენდება;
  • საქართველოს ბავშვთა სამთო-მოთხილამურეთა ნაკრების წევრებმა ა.წ. 31 მარტსა და 1 აპრილს იტალიაში ბავშვთა შეჯიბრებაზე - ,,პინოქიო" მიიღეს მონაწილეობა;
  • მე-8 წელია საქართველოს სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორი კომპანია ,,სილქნეტია". წელს საქართველოს სათხილამურო ფედერაციის სპონსორი კომპანია ,,ბორჯომიც" გახდა;

საკონტაქტო ინფორმაცია:

577 47 77 01 სოფიო ახმეტელი - საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ადმინისტრაციის უფროსი.

599 77 02 04 ნანიკო კუპრაშვილი - კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი

ფოტო - თამუნა ყულუმბეგაშვილი

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 იანვარი 18
საქართველო მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადისთვის ემზადება. ოლიმპიადა ბათუმში 23 სექტემბიდან 6 ოქტომბის ჩათვლით გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს 180-ზე მეტი ქვეყნის 4 000-მდე მოჭადრაკე და ოფიციალური პირი.     
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 დეკემბერი 25
თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში ქართველ პარასპორტსმენებსა და საქართველოს პარლამენტის წევრებს შორის მეგობრული ტურნირი ჩატარდა. სპორტსმენები და კანონმდებლები ერთმანეთს მჯდომარე ფრენბურთში, ეტლით კალათბურთსა და უსინათლოთა ფეხბურთში შეეჯიბრნენ.    
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 დეკემბერი 25
  თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში ქართველ პარასპორტსმენებსა და საქართველოს პარლამენტის წევრებს შორის მეგობრული ტურნირი ჩატარდა. სპორტსმენები და კანონმდებლები ერთმანეთს მჯდომარე ფრენბურთში, ეტლით კალათბურთსა და უსინათლოთა ფეხბურთში შეეჯიბრნენ.    
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 დეკემბერი 12
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონებს - ძალოსან ლაშა ტალახაძეს და თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს - გენო პეტრიაშვილს და ზურაბ იაკობიშვილს შეხვდა.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 30
30 ნოემბერს, გლდანში მდებარე "დკდ"-ს დარბაზში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე შეხვდნენ კრივის მწვრთნელებს, რომლებიც კრივის მსოფლიოს ფედერაციის მიერ ორგანიზებულ სემინარში მონაწილეობენ.