სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
         
09
14 15 16
17 22 23
28 29 30

სამინისტრო: სამოყვარულო ტურნირი ნატოს თასი 2017

თარიღი: 2017 აპრილი 06


ტურნირი მინი-ფეხბურთში ნატოს თასი-2017 ოფიციალურად დაიწყო! გათამაშება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ტარდება. სამოყვარულო ტურნირი ნატო-ს დღეების 10 წლის იუბილეს ეძღვნება და მის მთავარ მიზანს ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ 30 მარტს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 2017 წლის ნატოს თასის მონაწილე გუნდების ოფიციალურ წილისყრას უმასპინძლა. ცერემონიას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ხელმძღვანელობდნენ.

შეჯიბრება, რომელშიც 32 გუნდი ოლიმპიური სისტემით თამაშობს, 8 აპრილს ფინალური შეხვედრით დასრულდება. სამინისტროების და სახელმწიფო უწყებების გარდა გათამაშებაში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და მედიის წარმომადგენლები მონაწილეობენ. თამაშებს დიღომში, ახალ ოლიმპიურ ქალაქში მდებარე ფრენბურთის დარბაზი მასპინძლობს.



სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 აპრილი 27
27 აპრილს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან და საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილთან ერთად, ძიუდოს აკადემიაში საქართველოს ძიუდოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების წევრებს და მწვრთნელებს შეხვდა და მოპოვებული გამარჯვებები მიულოცა.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 აპრილი 25
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთად „ანტინიკოტინური კამპანიის" სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, სადაც აქტიურად მონაწილეობენ სპორტის სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლები.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 აპრილი 21
დანიის ქალაქ როსკილდში გამართულ კონტაქტური კარატეს ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ევროპის 30 ქვეყნის 400-მდე სპორტსმენი ასპარეზობდა საქართველოს ეროვნულმა და ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჯამში 5 მედალი მოიპოვა - 1 ოქრო; 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო.   
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 აპრილი 20
20 აპრილს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა სამინისტროში უმასპინძლა ევროპის სუმოს ფედერაციის პრეზიდენტს დარიუშ როზუმს და გენერალურ მდივანს რიხო რანიკმას. შეხვედრას ესწრებოდა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე და საქართველოს სუმოს კავშირის პრეზიდენტი თენგიზ რუხაძე.   
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 აპრილი 19
დღეს ქართული სპორტის მუზეუმში სახელოვანი სპორტსმენების და გუნდებისადმი მიძღვნილი პირველი ფოტოკრებულის „ქართული სპორტის დიდი სახელები" პრეზენტაცია გაიმართა.