სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
          01 02
07 09
15 16
22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ნატოს თასი 2017-ის გამარჯვებული შსს გახდა

თარიღი: 2017 აპრილი 08

სამოყვარულო ტურნირის  ნატოს თასი 2017-ის  გამარჯვებული  შინაგან საქმეთა სამინისტრო გახდა.  გამარჯვებულ გუნდს  ნატოს თასი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძე და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გადასცეს.

მეორე ადგილი ფინანსთა სამინისტროს გუნდმა მოიპოვა, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი თბილისის მერია გახდა.

მეთექვსმეტედ ფინალებში დაპირისპირებული გუნდების შემადგენლობა სამინისტროში გამართული კენჭისყრის შედეგად გამოვლინდა.  ნახევარფინალები და ფინალები ფრენბურთის არენაზე 8 აპრილს დილიდან მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ფეხბურთში სამოყვარულო ტურნირი ჩატარდა. ტურნირი ნატოს დღეების ფარგლებში გაიმართა და მასში მონაწილეობა  32 გუნდმა მიიღო. გუნდები დაკომპლექტებული იყო  სახელმწიფო უწყებების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და მედიის წარმომადგენლებით.

ტურნირი 4-დან 8 აპრილის ჩათვლით დიღომში მდებარე ოლიმპიურ ქალაქში მიმდინაროებდა.  ნატოს თასი 2017  საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით   ჩატარდა.

სამინისტროს პრესსამსახური

 

 

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ივლისი 17
17 ივლისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეში ძალოსნობის ახალი, რეაბილიტირებული დარბაზი გაიხსნა.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ივლისი 13
13 ივლისს, სპორტულ კომპლექს "არენა 1-ში" გაიმართა ტაეკვონდოს კორეელი სპეციალისტების თეორიული და პრაქტიკული სემინარი, რომელსაც კორეელი მწვრთნელები ქართველი სპორტსმენებისთვის ატარებენ. ღონისძიებას დაესწრო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ივლისი 08
7 ივლისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სპორტულ ჟურნალისტთა ტრადიციული მედია- ფესტივალი - ბაჩოს თასი 2017 გაიმართა. "ბაჩოს თასი 2017" მინი-ფეხბურთსა და 3/3-ზე კალათბურთში ჩატარდა, ტურნირში მონაწილეობა სხვადასხვა გუნდებში გადანაწილებულმა სპორტულმა ჟურნალისტებმა და ბაჩო სვანიძის მეგობრებმა მიიღეს.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ივლისი 06
6 ივლისს, სამინისტროში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი ლოდიამ, მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ და სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ უმასპინძლეს მსოფლიოს ჩემპიონატიდან დაბრუნებულ კონტაქტური კარატეს ეროვნულ ნაკრებს, რომელმაც მსოფლიოს პირველობაზე ისტორიული შედეგი აჩვენა  - ანდრეი ზინჩენკომ (65 კგ) ვერცხლის და მიხეილ წიკლაურმა (75 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.   
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ივლისი 05
5 ივლისს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებული მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრებების მიღება. ევროპირველობაზე წარმატებით გამოსულ მოჭიდავეებს და ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელობას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ უმასპინძლეს.