სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    04 05
16 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

მორის ყვითელაშვილი ზამთრის ოლიმპიური თამაშების პირველი ლიცენზიანტია

თარიღი: 2017 აპრილი 10

10 აპრილს ოლიმპიურ კომიტეტში გამართულ პრესკონფერენციაზე ფიგურულად მოციგურავე მორის ყვითელაშვილს მსოფლიოს ჩემპიონატზე  მოპოვებული წარმატება მიულოცეს. ახალგაზრდა სპორტსმენმა ჰელსინკში გამართულ მსოფლიოს პირველობაზე მე-13 ადგილი დაიკავა და საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს ზამთრის 2018 წლის ოლიმპიური თამაშების პირველი ლიცენზია მოუტანა.

მორის ყვითელაშვილი მოსკოვში ცხოვრობს და ვარჯიშობს, ლიცენზიანტი სპორტსმენი ამჟამადაც რუსეთში იმყოფება, ამიტომ ჰელსინკში მოპოვებული წარმატება ინტერნეტის მეშვეობით მიულოცეს - ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა - ლერი ხაბელოვმა, პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა, გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა, ვიცე-პრეზიდენტმა მამუკა ხაბარელმა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა. შეხვედრას ესწრებოდა ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი მაკა გიორგობიანი.

აღსანიშნავია, რომ 22 წლის ყვითელაშვილს, ჰელსინკში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე დებიუტი ჰქონდა, ამის მიუხედავად  24 მონაწილეს შორის მე-13 ადგილი დაიკავა და ზამთრის ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა. ზათრის 2018 წლის ოლიმპიური თამაშები სამხრეთ კორეაში, კერძოდ, პიონგჩანგში 9-25 თებერვლას ჩატარდება.  

მსოფლიოს პირველობამდე ჩეხეთის ქალაქ ოსტრავაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მორის ყვითელაშვილმა 36 მოციგურავეს შორის მე-6 ადგილი დაიკავა 238,20 ქულით. საინტერესოა, რომ ელენე გედევანიშვილის წარმატებების (2010 და 2012 წლებში ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი) შემდეგ, ყვითელაშვილის მე-6 ადგილი ყველაზე მაღალი შედეგია ქართველი მოციგურავეებისათვის. 

ტარიელ ხეჩიკაშვილი:" ვულოცავ ყველას, ფედერაციას, მწვრთნელებს, სპორტსმენს. სასიხარულოა, რომ ახალგაზრდა სპორტსმენმა შეძლო ლიცენზიის მოპოვება. ზამთრის სახეობების განვითარების კუთხით სპეცილური პროგრამა შევიმუშავეთ და გვჯერა უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო მეტი ოლიმპიელი გვეყოლება. ამასთან, ვზრუნავთ სპორტული სკოლების აღორძინებაზე და მასობრიობის გაზრდაზე, რაც თავის მხრივ დადებითად იმოქმედებს მასობრიობაზე. მომდევნო ოლიმპიადებზე კი აუცილებლად ბევრად მეტი სპორტსმენი გვეყოლება".

ფოტო - თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესსამსახური 

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 17
17 ნოემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში სპორტულ საზოგადოებასთან შეხვედრა გაიმართა. მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი  კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან ერთად სამინისტროს წარმომადგენლებს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებს შეხვდა.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 17
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სტუმრობდა ჩეხეთის რესპუბლიკის განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს დელეგაცია. 
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 10
10 ნოემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინიტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა სამინისტროში უმასპინძლა იაპონიის სრულუფლებიან ელჩს, მის აღმატებულებას ბატონ ტადაჰარუ უეჰარას.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 06
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ფხვენისში ფეხბურთის მოედნის კეთილმწოყობა იგეგმება.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ოქტომბერი 30
30 ოქტომბერს, სამინისტროში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ უმასპინძლეს კრივის ფედერაციის ხელმძღვანელობას და საქართველოს მოკრივეთა ახალგაზრდულ ნაკრებს, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა.