სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
         
09
14 15 16
17 22 23
28 29 30

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის პირველი ოფიციალური პრესკონფერენცია

თარიღი: 2017 აპრილი 12

საქართველო მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადება. პირველ ოფიციალურ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს და მოახლოებული შეჯიბრების მნიშვნელობაზე ისაუბრეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ, რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ და თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

ტარიელ ხეჩიკაშვილი:" წლეულს ჩვენი ქვეყანა არაერთ დიდ სპორტულ შეჯიბრებას მასპინძლობს პროექტ Check in Georgia"-ს ფარგლებში, მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი კი თავისი მნიშვნელობით და დონით მათ შორის უდავოდ გამორჩეულია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ყოველწლიური ტურნირი, სადაც მსოფლიოს 12 უძლიერესი ასაკობრივი ნაკრები ასპარეზობს, მომავალ ვარსკვლავთა სამჭედლოა. ეს 20 დღე, ოქროს ასოებით ჩაიწერება ქართული სპორტის ისტორიაში, ხოლო გულშემატკივართა მეხსიერებას სამუდამოდ შემორჩება. ასევე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მოწინავე სარაგბო ქვეყნების შემდეგ საქართველო პირველია ეგრეთ წოდებული „მეორე ეშელონის" ქვეყნებიდან, სადაც ეს ტურნირი ჩატარდება. ეს ფაქტი ნათლად ადასტურებს, რომ მსოფლიო სარაგბო ოჯახში საქართველომ ჯეროვანი ყურადღება მიიქცია და ნელ-ნელა იმკვიდრებს კუთვნილ ადგილს.

ეს იმ რეფორმების დამსახურებაა, რომელსაც საქართველოს მთავრობა სპორტის კუთხით ახორციელებს. საქართველოს მთავრობის, რაგბის კავშირისა და „მსოფლიო რაგბი"-ს მიერ წლების მანძილზე გაწეულმა კოორდინირებულმა მუშაობამ შედეგი გამოიღო და რაგბი ჩვენს ქვეყანაში ეროვნულ სახეობად იქცა. სახელმწიფოს მხრიდან რაგბის დაფინანსება ყოველწლიურად იზრდება.

მიმდინარე წელს რაგბის კავშირი 11 მილიონი ლარით ფინანსდება, 20-წლამდელთა მსოფლიო თასის უმაღლესი დონეზე ორგანიზებისთვის კი დამატებით 5 მილიონია გამოყოფილი. რაგბის განვითარებაში აღსანიშნავია „ქართუ ჯგუფის" როლი. რაგბის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში „ქართუ ჯგუფმა" უკვე დაასრულა 11 პროექტი თბილისსა და რეგიონებში. ჩვენს ქვეყანას აქვს უნიკალური, თანამედროვე იფრასტრუქტურა -11 სარაგბო ბაზა და მასზე განთავსებული 21 სარაგბო მოედანი, სასტუმროები სპორტსმენებისთვის. ამჟამად მიმდინარეობს 3 კომპლექსის მშენებლობა და ამ დიდი და საშვილიშვილო პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოს 14 სარაგბო ბაზა ექნება.

2018  წლისთვის „ქართუ ჯგუფის" მიერ რაგბის განვითარებაში ჩადებული თანხა 100 მილიონს მიაღწევს, რაც მართლაც შთამბეჭდავი ციფრია. მადლობა „ქართუ ჯგუფს" ქართული რაგბის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის! მადლობა „თიბისი ბანკს" და მთლიანად კერძო სექტორს საქართველოში სპორტის მხარდაჭერისთვის. მათი ჩართულობა მნიშვნელოვანია სპორტის განვითარებისთვის".

20-წლამდელთა ჩემპიონატი სარაგბო სამყაროში მნიშვნელობითა და სიდიდით მეორეა, რაგბის მსოფლიო თასის შემდეგ. შეჯიბრება თბილისსა და ქუთაისში 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით ჩატარდება. ტურნირში, რომელიც ყოველწლიურად იმართება მსოფლიოს 12 უძლიერესი ახალგაზრდული, მათ შორის საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები  ითამაშებს. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ტურნირში მონაწილეობა პირველად შარშან, მანჩესტერში მიიღეს (მას შემდეგ რაც 2015 წელს მოიგეს საკვალიფიკაციო ტურნირი, მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ალაფა). პირველივე ცდაზე ჩვენმა 20-წლამდელებმა პლეი ოფში იტალიას სძლიეს, მე-10 ადგილი დაიკავეს და ამით წლევანდელ ტურნირში არა მარტო მასპინძლის სტატუსით, არამედ სპორტული შედეგითაც დაიმსახურეს მონაწილეობის უფლება.

წლევანდელ ჩემპიონატში მონაწილეობენ: ინგლისი, ირლანდია, არგენტინა, სამხრეთ აფრიკა, ახალი ზელანდია, ავსტრალია, უელსი, შოტლანდია, საფრანგეთი, საქართველო, იტალია, სამოა (ჩაანაცვლა შარშან ბოლო ადგილზე გასული იაპონია).

ასპარეზობა 5 სამატჩო დღედ ჩატარდება. ტურნირის ჯგუფური ეტაპი (31 მაისი, 4 ივნისი, 8 ივნისი) ორ ქალაქში გაიმართება - თბილისში (ავჭალის სტადიონი) და ქუთაისში (აია არენა); პლეი ოფები და ფინალები (14 ივნისი და 18 ივნისი) თბილისში, ავჭალის და მიხეილ მესხის სტადიონებზე ჩატარდება.

20-წლამდელთა ჩემპიონატის დევიზია: "მსოფლიო რაგბის მომავალი ვარსკვლავები" (Future Stars of World Rugby). მორაგბეებისთვის აღნიშნული ჩემპიონატიდან ეროვნულ ნაკრებში თამაშამდე ერთი ნაბიჯია. 2008 წლიდან დღემდე, ჩემპიონატში მონაწილე დაახლოებით 500-მა მორაგბემ უკვე ითამაშა თავის ეროვნულ ნაკრებში. ტურნირი გამოიარეს თანამედროვე სარაგბო სამყაროს ისეთმა ცნობილმა ვარსკვლავებმა როგორებიც არიან: მსოფლიოს 2016 წლის საუკეთესო მორაგბე ბოდენ ბარეთი, ჯულიან სავეა, სამ უაითლოქი, აარონ ქრუდენი (ახალ ზელანდია,  2015 წლის რაგბის მსოფლიო თასის გამარჯვებული), დევიდ ფოქოქი, უილ გენია (ავსტრალია), სემ ვარბურთონი,  ლი ჰავფენი (უელსი), მარო იტოჯე (ინგლისის 2016 წლის საუკეთესო მორაგბე).

საქართველო  წლეულს მეორედ მონაწილეობს 20-წლამდელთა ჩემპიონატში. შარშანდელ ტურნირში მონაწილეთაგან ეროვნულ ნაკრებში თამაშობენ: ვასილ ლობჟანიძე, ბექა გორგაძე, ოთარ გიორგაძე, გელა აფრასიძე, ლაშა ტაბიძე, ირაკლი სვანიძე, თირნიკე მატარაძე და გიორგი ცუცქირიძე.

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი 2008 წლიდან ტარდება და თავდაპირველად მასში მონაწილეობას 16 გუნდი იღებდა.  2010 წლიდან გუნდების რაოდენობა 12-მდე შემცირდა. რეორგანიზაციის შემდეგ საქართველო მეორე დონის სარაგბო ქვეყნებს შორის პირველია, რომელსაც ამ ტურნირის მასპინძლობის უფლება მიეცა. ჩემპიონატის მასპინძლობა ქართული რაგბის წარმატების და პროგრესის აღიარებაა მსოფლიო რაგბის მხრიდან და დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს ქვეყანას. ტრადიციულად, ტურნირის დაწყებამდე, მასპინძელ ქვეყანაში ტურნირის მთავარი ჯილდოს, მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის თასის მოგზაურობა იწყება. საქართველოში თასს რამდენიმე ღირსშესანიშნავ ადგილას ჩაიტანენ, რაც მთელი მსოფლიოსთვის ქართული კულტურის გაცნობის და  ტურისტული პოტენციალის წარმოჩინების შესანიშნავი საშუალებაა.

ტურნირის მსვლელობისას სხვადასხვა ქვეყნის მრავალრიცხოვან გულშემატკივართან ერთად, სარაგბო სამყაროს არაერთი ვარსკვლავი ჩამოდის.  მათ შორის, მსოფლიო რაგბის თავმჯდომარე, ინგლისის რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი, ინგლისის ნაკრების და ბრიტანელი ლომების ყოფილი მორაგბე ბილ ბომონტი და მსოფლიო რაგბის თავმჯდომარის მოადგილე, არგენტინის ნაკრების ლეგენდა და ყოფილი კაპიტანი აგუსტინ პიშოტი.

საქართველოში მსოფლიო  რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მთავარი პარტნიორია თიბისი ბანკი. ჩემპიონატის ბილეთების გაყიდვა დღეიდან დაიწყება ვებგვერდზე www.ticket.ge/U20, სადაც შესაძლებელია ნებისმერ მატჩზე, მათ შორის ფინალურზეც, ბილეთის შეძენა. ხოლო, ვებ გვერდზე www.rugbystore.ge გაიყიდება ჩემპიონატის ბრენდირებული და საგულშემატკივრო პროდუქცია.

ფოტო - თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესსამსახური 

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 აპრილი 27
27 აპრილს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან და საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილთან ერთად, ძიუდოს აკადემიაში საქართველოს ძიუდოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების წევრებს და მწვრთნელებს შეხვდა და მოპოვებული გამარჯვებები მიულოცა.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 აპრილი 25
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთად „ანტინიკოტინური კამპანიის" სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, სადაც აქტიურად მონაწილეობენ სპორტის სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლები.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 აპრილი 21
დანიის ქალაქ როსკილდში გამართულ კონტაქტური კარატეს ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ევროპის 30 ქვეყნის 400-მდე სპორტსმენი ასპარეზობდა საქართველოს ეროვნულმა და ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჯამში 5 მედალი მოიპოვა - 1 ოქრო; 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო.   
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 აპრილი 20
20 აპრილს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა სამინისტროში უმასპინძლა ევროპის სუმოს ფედერაციის პრეზიდენტს დარიუშ როზუმს და გენერალურ მდივანს რიხო რანიკმას. შეხვედრას ესწრებოდა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე და საქართველოს სუმოს კავშირის პრეზიდენტი თენგიზ რუხაძე.   
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 აპრილი 19
დღეს ქართული სპორტის მუზეუმში სახელოვანი სპორტსმენების და გუნდებისადმი მიძღვნილი პირველი ფოტოკრებულის „ქართული სპორტის დიდი სახელები" პრეზენტაცია გაიმართა.