სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
            01
02 03 04 05 06 07 08
09 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ძალოსნობა: მინისტრმა ლაშა ტალახაძეს და ძალოსნებს უმასპინძლა

თარიღი: 2017 აპრილი 12


სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ევროპის ჩემპიონს ლაშა ტალახაძეს, ძალოსნობის ფედერაციის ხელმძღვანელებს და ასაკობრივი ნაკრების წევრებს და მწვრთნელებს უმასპინძლა. შეხვედრას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და სამინისტროს თანამშრომლები დაესწრნენ.

ლაშა ტალახაძემ რამდენიმე დღის წინ მეორედ მოიგო ევროპის ჩემპიონის ტიტული. ხორვატიის ქალაქ სპლიტში ლაშამ მსოფლიო რეკორდიც დაამყარა ატაცში - მან 217 კილოგრამი დაძლია და ირანელი ბეჰდად სალიმის შარშანდელი მიღწევა კილოგრამით გააუმჯობესა.

„ჩემთვის ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია. ცხადია გახარებული ვარ, რადგან მორიგ მიზანს მივაღწიე, თუმცა ვხვდები, რომ წინ არაერთი გამოწვევა მელის და ვეცდები სხვა ამოცანებიც დადებითად გადავჭრა. რაც შეეხება მსოფლიო რეკორდს, მიხარია, რომ ასეთი წონა დავძლიე. მსურს მადლობა გადავუხადო ყველა გულშემატკივარს, რადგან ჩემპიონატის განმავლობაში მათ მხარდაჭერას მუდმივად ვგრძნობდი. ასევე მადლობა ჩემს მწვრთნელებს, ფედერაციის ხელმძღვანელობას და, რა თქმა უნდა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, პირადად ბატონ მინისტრს ყურადღებისა და მხარდაჭერისთვის", - განაცხადა ოლიმპიურმა, მსოფლიოს და ევროპის ორგზის ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ.

„კიდევ ერთხელ ვულოცავ მთელ საქართველოს ლაშას ჩემპიონობას! ის ძალიან ძლიერი სპორტსმენია, შესანიშნავი ადამიანია და მომავალშიც დიდ წარმატებებს ვუსურვებ! ვულოცავ ძალოსნობის ფედერაციას მორიგ ოქროს მედალს. უნდა აღვნიშნო, რომ ეს ფედერაცია სწორი მუშაობით და შესაბამისი შედეგებით ერთ-ერთი მოწინავეა, რაზეც ერთი ფაქტიც მეტყველებს: მალე საქართველოს ძალოსნობის კიდევ არაერთი დარბაზი შეემტება, რაც სპორტის ამ სახეობის ისედაც მზარდ პოპულარობას ახალ სიმაღლეზე აიყვანს", - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი.

„დღევანდელ შეხვედრაზე ქართული ძალოსნობის არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ. მათ შორის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, დარბაზების კეთილმოწყობა, სპორტსმენთა შეკრებები... რაც შეეხება ლაშას წარმატებას, ის უდავოდ გამორჩეულია და ყველასგან მაქსიმალურ ყურადღებას და დაფასებას იმსახურებს. ძალოსნობის ფედერაციას დიდი გეგმები აქვს და ვეცდებით სამინისტროს და კერძო სექტორის დახმარებით, ყველა დასახულ მიზანს მივაღწიოთ", - განაცხადა ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა, სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა კახი კახიაშვილმა.

ხორვატიაში გამართულ ევროპირველობაზე მძიმეწონოსანთა შორის ტალახაძესთან ერთად ასპარეზობდა რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი ირაკლი თურმანიძე. მან პირველი მოძრაობის შემდეგ ფეხის ტრავმა მიიღო, ასპარეზობა ვერ გააგრძელა და შეუფასებელი დარჩა. ატაცში ირაკლიმ 201კგ დაძლია, რაც მესამე შედეგი გახლდათ. მძიმეწონოსან გოგონათა შორის უნდა გამოსულიყო ანასტასია გოტფრიდიც, თუმცა შეჯიბრის წინა დღეს, ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო მან ფიცარნაგზე გასვლა ვერ მოახერხა.

ლაშა ტალახაძე მეოთხე ქართველი ძალოსანია, რომელმაც ერთზე მეტჯერ მოიგო ევროპის ჩემპიონის ტიტული. რეკორდსმენია ჰელსინკის ოლიმპიადის ჩემპიონი რაფაელ ჩიმიშკიანი - ექვსი ტრიუმფი. ლაშას მწვრთნელის გიორგი ასანიძის აქტივში ევროპაზე მოგებული სამი ოქროა, ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა, სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა კახი კახიაშვილმა კი საქართველოს სახელით ორჯერ მოიპოვა ევროპული ოქრო. წელს ლაშას მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის დაცვაც მოუწევს. 2015 წელს ქართველმა ძალოსანმა ამერიკის ქალაქ ჰიუსტონში გაიმარჯვა. პლანეტის უძლიერესი მამაკაცი წლეულს კვლავ ამერიკაში, ქალაქ ანაჰაიმში გამოვლინდება. მსოფლიო ჩემპიონატი 28 ნოემბერს დაიწყება და 5 დეკემბერს დასრულდება.

რაც შეეხება ახალგაზრდულ ნაკრებს: ბანგკოკში გამართულ 17-წლამდელ ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ზაფხულის მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ერთი ლიცენზია მოიპოვა. გუნდურ ჩათვლაში ჩვენი ნაკრები XV ადგილზე გავიდა, რაც ავტომატურად ნიშნავს ერთ ლიცენზიას. მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 2018 წლის 6-18 ოქტომბერს ბუენოს აირესში გაიმართება.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 23
საქართველოს ნაკრებმა საღამოს ვარჯიში მაიკლ დიქსონთან ერთად ჩაატარა. ამერიკელი მწვრთნელებმა ბოლოდე დატვირთეს და ცხადია კომბინაციების დამუშავების დროსაც მას გამორჩეული ადგილი ეკავა - დიქსონი ხვალინდელ შეხვედრაში ეროვნული გუნდის უმთავრესი იმედია.საქართველოს ნაკრების "შხვეხატ არენაზე"მისვლის შედეგ მოედანი დატოვა ავსტრიის ნაკრებმა.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
23-25 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები ძიუდოში, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფის პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - დიუსელდორფის გრან სლემზე მიიღებენ მონაწილეობას. დიუსელდორფის გრან სლემზე, მედლებისთვის მსოფლიოს 71 ქვეყნის 500 ძიუდოისტი იბრძოლებს მამაკაცთა და ქალთა შორის. 23, 24 და 25 თებერვალს წინასწარი შეხვედრები 3 ტატამზე თბილისის დროით 13:00 საათიდან დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათიდან აიღებს სტარტს.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან მატჩისთვის მზადებას განაგძობს. ეროვნულმა გუნდმა "შვეხატ არენაზე" მეორე ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში ინტენსიურად არის ჩართული ზუროსის თანაშემწე - გიორგიოს ლიმნიატისი, რომელიც მოთამაშეებთან ინდივიდუალურად მუშაობს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ვენაში პირველი ვარჯიში გამართა. ილიას ზუროსის გუნდი "შვეხატ არენაზე" 1 საათის და 15 წუთის განმავლობაში დაიტვირთა. ბერძენმა სპეციალისტმა გუნდი კომბინაციებზე ავარჯიშა. დიდი ყურადღება დაეთმო დაცვაში თამაშს და სხვადასხვა ტაქტიკური მონახაზის დამუშავებას. ნაკრების 12-ივე კალათბურთელი თავს კარგად გრძნობს. ერთადერთი ვისაც ტრამვის პრობლემა ჰქონდა, ეს გამოცდილი გამთამაშებელი გიორგი ცინცაძეა, რომელმაც ნაკრების ექიმის თემურ ხვედელიძის განცხადებით რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით გაიარა და 23 თებერვლის მატჩისთვის მზად იქნება. ეროვნულმა გუნდმა ვენაში ერთ-ერთი ლიდერის მაიკლ დიქსონის გარეშე ივარჯიშა. დიქსონი გუნდს ხვალ შეუერთდება და საწვრთნელ პროცესში ჩაერთვება. ზუროსი გუნდს 22 თებერვალს ორჯერ ავარჯიშებს - დილას და საღამოს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 21
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ჩარტერული რეისით ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ჩაფრინდა და სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" დაბინავდა.