სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
        02 03
08 09 10
13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ქართველი კარატისტების 5 მედალი ევროპის ჩემპიონატიდან

თარიღი: 2017 აპრილი 21

დანიის ქალაქ როსკილდში გამართულ კონტაქტური კარატეს ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ევროპის 30 ქვეყნის 400-მდე სპორტსმენი ასპარეზობდა საქართველოს ეროვნულმა და ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჯამში 5 მედალი მოიპოვა - 1 ოქრო; 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. ამასთან, საქართველოს დელეგაციამ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მეორედ მიიღო, 2016 წლის თბილისის ევროპირველობის შემდეგ. 20 აპრილს, სამინისტროში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ კიოკუშინკაი კარატეს ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებს შეხვდა.

მინისტრმა და კარატისტებმა ევროპირველობა შეაჯამეს, რომელზეც ახალგაზრდებში ჩემპიონის ტიტული ნიკოლოზ ნავროზაშვილმა (-60 კგ) მოიპოვა, ხოლო ოთარ ესიტაშვილმა (-80 კგ) ვერცხლის მედალი დაისაკუთრა. დიდებში 75კგ. კატეგორიაში, კვარცხლბეკზე ერთდროულად ორი ქართველი ავიდა - გამოცდილი ევროპის ორგზის (2009; 2011) ჩემპიონი მიხეილ წიკლაური, ამჯერად ვერცხლის მედალს დასჯერდა, ხოლო თენგიზ ბასტოიანი ბრინჯაოს მფლობელი გახდა.

კიდევ ერთი მედალი ლევან ვერულიძემ (-85 კგ) მოიპოვა. კარატისტები დანიაში ჩემპიონობის გარდა მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზიებისთვისაც იბრძოდნენ. თბილისში გამართულ და წლეულს დანიაში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე უნდა გადაწყვეტილიყო 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზიანტთა ვინაობა. მიხეილ წიკლაური, შარშან თბილისში გამართული ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი იყო და მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზიაც მოპოვებული ჰქონდა და წლევანდელი ვერცხლის მედლით, შარშანდელი  საკუთარი შედეგის გაუმჯობესების წყალობით, თენგიზ ბასტოიანს მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზიის აღებაში დაეხმარა.

ლიცენზია დაისაკუთრა ლევან ვერულიძემაც (-85 კგ), მსოფლიოს პირველობის მე-4 ლიცენზიის მფლობელი კი ანდრო ზინჩენკოა (65 კგ), რომელმაც მსოფლიოს პირველობის ლიცენზია თბილისურ ევროპირველობაზე გამარჯვებით მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ აქამდე, კონტაქტური კარატეს ისტორიაში საქართველოს 4 ლიცენზია არასდროს ჰქონია. მსოფლიოს ჩემპიონატი 1-2 ივლისი, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ჩატარდება.

ფოტო - თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესსამსახური 

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 დეკემბერი 12
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონებს - ძალოსან ლაშა ტალახაძეს და თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს - გენო პეტრიაშვილს და ზურაბ იაკობიშვილს შეხვდა.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 30
30 ნოემბერს, გლდანში მდებარე "დკდ"-ს დარბაზში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე შეხვდნენ კრივის მწვრთნელებს, რომლებიც კრივის მსოფლიოს ფედერაციის მიერ ორგანიზებულ სემინარში მონაწილეობენ.     
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 29
29 ნოემბერს, ბიზნესისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი შეხვდა სტუდენეტებს და ქალ და ვაჟ მოჭადრაკეთა ეროვნული ნაკრების წევრებს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 28
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, თბილისის მერ კახი კალაძესთან, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან და ვითიბი ბანკის გენერალური დირექტორ არჩილ კონცელიძესთან ერთად, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მიმდინარე სეზონის ფუტსალის ფინალურ მატჩს და ახალი, 2018 წლის სეზონის გახსნის ცერემონიას დაესწრო.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 24
24 ნოემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა უმასპინძლა თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტს - დოქტორ კლაუს შორმანს.