სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    04 05
16 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ძიუდო: “ოქროს ლიგის“ გამარჯვებული თბილისის “შევარდენი 2005“ გახდა (ვიდეო)

თარიღი: 2017 მაისი 17

17 მაისს სავაჭრო ცენტრში "თბილისი მოლი" ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის  -  ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის საკლუბო ჩემპიონატის ფინალური ეტაპი - "ოქროს ლიგა" გაიმართა, რომლის გამარჯვებულიც თბილისის "შევარდენი 2005" გახდა. ფინალში "შევარდენი 2005"-მა ქარელის "დურმიშხანი" დაამარცხა. მესამე ადგილოსნები გახდნენ - "ლიდერი" და "ოლიმპი".

საკლუბო ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე, რომლის საპრიზო ფონდი 210 000 ლარი იყო, მონაწილეობა მიიღო შესარჩევ ეტაპზე გამარჯვებულმა 8 საუკეთესო გუნდმა.  შესარჩევ ეტაპზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 50-მდე გუნდი მონაწილეობდა.

"ოქროს ლიგის" ორგანიზატორი საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაცია, მხარდამჭერი კი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო გახლდათ. "ოქროს ლიგის" ფინალურ ეტაპს მოწვეულ სტუმრებთან ერთად, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დაესწრო. ღონისძიებას ესწრებოდნენ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი და საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ავთანდილ ჭრიკიშვილი. გამარჯვებული სპორტსმენები მინისტრმა, დავით ქევხიშვილმა და ავთანდილ ჭრიკიშვილმა დააჯილდოვეს. 

ლიგის გამარჯვებულმა "შევარდენი 2005"-მა 50 ათასი ლარი მიიღო, მეორე ადგილზე გასულ კლუბს - 40 ათას ლარი, ხოლო მესამეადგილოსნებმა 30-30 ათასი ლარი შეხვდათ.

მესამე ადგილისთვის შეხვედრებში დამარცხებულ კლუბებს 20 ათასი ლარი გადაეცათ, ხოლო მეშვიდე ადგილზე გასულ კლუბებს - 10 ათასი ლარი. საქართველოს საკლუბო ჩემპიონატი უმცროს ჭაბუკებს შორის წლეულს მეხუთედ ტარდება.

წინა ოთხივე ჩემპიონატის გამარჯვებულიც თბილისის "შევარდენი 2005" გახდა და ოთხივეჯერ ფინალში თბილისის „ლიდერი" დაამარცხა."თბილისი მოლიდან" მიმდინარეობდა ტურნირის პირდაპირი ინტერნეტრეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის Youtube-ს გვერდზე.

იხილეთ ტურნირის სრული შედეგები 

ფოტო - თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 17
17 ნოემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში სპორტულ საზოგადოებასთან შეხვედრა გაიმართა. მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი  კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან ერთად სამინისტროს წარმომადგენლებს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებს შეხვდა.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 17
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სტუმრობდა ჩეხეთის რესპუბლიკის განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს დელეგაცია. 
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 10
10 ნოემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინიტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა სამინისტროში უმასპინძლა იაპონიის სრულუფლებიან ელჩს, მის აღმატებულებას ბატონ ტადაჰარუ უეჰარას.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 06
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ფხვენისში ფეხბურთის მოედნის კეთილმწოყობა იგეგმება.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ოქტომბერი 30
30 ოქტომბერს, სამინისტროში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ უმასპინძლეს კრივის ფედერაციის ხელმძღვანელობას და საქართველოს მოკრივეთა ახალგაზრდულ ნაკრებს, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა.