სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
      03 04
10 11
18
24 25
29 30    

17-წლამდელ წყალბურთელთა ნაკრები ევროპირველობაზე ითამაშებს (ვიდეო)

თარიღი: 2017 მაისი 19

საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკს" სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე ესტუმრნენ და საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტს დავით რურუას და საქართველოს 17-წლამდელ წყალბურთელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვება მიულოცეს.

17-წლამდელ წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური 11-14 მაისს, თბილისში, საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკზე" გამართულ შესარჩევ ეტაპზე დაისაკუთრა. ჩვენმა გუნდმა, რომელსაც რევაზ ჩომახიძე წვრთნის დამაჯერებლად დაამარცხა შვეიცარიის (10:3), კვიპროსის (26:4) და საფრანგეთის ნაკრებები - 7:1.  ჯგუფური ეტაპის დასკვნითი შეხვედრა კი ჩეხეთთან გამართა და მეტოქეს 10:3 აჯობა.

ამრიგად, საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა 100 % შედეგი აჩვენა და ფინალური ეტაპის საგზური დამსახურებულად მოიპოვა. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს 10-17 სექტემბერს მალტა უმასპინძლებს. მალტაში მედლებისთვის 16 საუკეთესო ნაკრები იბრძოლებს. ჩვენი გუნდის მეტოქეების ვინაობა კენჭისყრის შემდეგ უახლოეს პერიოდში გაირკვევა.

ფოტო - თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ივნისი 28
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა მოინახულა. გიორგი ყიფიანის გუნდი 2-15 ივლისს საქართველოში დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ივნისი 28
ტურნირის საუკეთესო კალათბურთელად ზაზა ფაჩულიას აკადემიის წევრი ლუკა ალავიძე დასახელდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში 23 ქულა მოაგროვა. ლუკა ალავიძე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა დააჯილდოვა.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ივნისი 27
სპორტული მანიპულაციებისა(გარიგებული თამაშები) და სპორტული შეჯიბრებების უსაფრთხოებაზე კონვენციების რატიფიკაციის პროცედურა დაიწყება.   
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ივნისი 27
24 ივნისს ბორჯომის რაიონში სოფელ ჩითახევში მდინარე მტკვარზე და მის მიმდებარე ბანაკში მასმედიის წარმომადგენლებისთვის მედია-ტურნირი "ჯომარდია" გაიმართა ექსტრემალურ ტრიატლონში.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ივნისი 26
მსოფლიო სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის ჩემპიონატს 2023 წელს, შესაძლოა, საქართველომ უმასპინძლოს.