სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  05 06
19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

გორში “ჯიქის“ ჩემპიონობა აღნიშნეს (ვიდეო)

თარიღი: 2017 მაისი 19

18 მაისს გორში გაიმართა საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის "დიდი 10"-ის გამარჯვებული გორის "ჯიქის" დაჯილდოების ცერემონია. ღონისძიებას დაესწრო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან  - შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ - გუბერნატორთან კახა სამხარაძესთან და ქალაქის მერთან ზურაბ ჯირკველიშვილთან ერთად გორელ მორაგბეებს ჩემპიონობა მიულოცა.

გორის "ჯიქმა" საქართველოს ჩემპიონატში დამაჯერებლად ითამაშა და რეგულარული სეზონი, 61 ქულით დამაჯერებლად მოიგო. მეორე ფინალისტი გუნდი "ბათუმი" რეგულარულ გათამაშებაში მეორე ადგილზე გავიდა და დიდ ფინალში გადასასვლელ შეხვედრაში მოქმედ ჩემპიონ "ლელო-სარასენსს" 11:9 აჯობა.

"ჯიქმა" დიდი 10 ტოიოტას ფინალში, რომელიც 14 მაისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა ბათუმის "ბათუმს" 28:22 სძლია და არსებობის ისტორიაში პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი. გორელებმა დიდი 10 ტოიოტას ფინალის მოგებით დამატებით 70 ათასი ლარი მიიღეს. "ჯიქის" მთავარი მწვრთნელი საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე პალიკო ჯიმშელაძეა.


სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 აგვისტო 17
17 აგვისტოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილთან ერთად, მსოფლიოს ჩემპიონატიდან დაბრუნებულ ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრების წევრებს, მწვრთნელებსა და ოჯახის წევრებს შეხვდა და ჩილეში მოპოვებული წარმატება მიულოცა,
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 აგვისტო 16
16 აგვისტოს, ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი დოქტორი ჰასან მუსტაფა სამინისტროს ესტუმრა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს ტარიელ ხეჩიკაშვილს და მინისტრის მოადგილეს შალვა გოგოლაძეს შეხვდა.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 აგვისტო 15
14 აგვისტოს, "ფუნიკულიორზე" გაიმართა საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გაცილების ღონისძიება, რომელსაც მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, პირველ მოადგილესთან აკაკი ლოდიასთან და მოადგილეებთან შალვა გოგოლაძესთან და რევაზ ჯაველიძესთან ერთად დაესწრო.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 აგვისტო 14
ბორჯომში, სოფელ ჩითახევში განხორციელდა უპრეცედენტო პროექტი: "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ჯარისკაცები ხელმისაწვდომი გარემოსათვის", რომელშიც მონაწილეობა მიიღო სამშვიდობო მისიებსა და სხვადასხვა საომარ მოქმედებებში, მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომში დაჭრილ-დაშავებულმა 16-მა ჯარისკაცმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. დაშავებული ჯარისკაცებისთვის ჩითახევში მოეწყო ადაპტირებული ბანაკი, შესაბამისი ინფრასტრუქტურით.    
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 აგვისტო 11
10 აგვისტოს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი გორს ესტუმრა. მინისტრმა,  შიდა ქართლის გუბერნატორის პირველ მოადგილესთან, იოსებ ოქრომელიძესთან  და პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატთან, იოსებ მაკრახიძესთან ერთად, რაგბის კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე მრავალფუნქციური სპორტის სასახლის სამუშაოები დაათვალიერა და ლევან ტარყაშვილისგან მშენებლობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო - ტარყაშვილი "სპორტმშენსერვისის" დირექტორია, თავის მხრივ, "სპორტმშენსერვისი",  სპორტის სასახლის დროულად და ხარისხიანად მშენებლობაზეა პასუხისმგებელი.