სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       
10
17
23 24
26 27 28 29 30  

22-28 მაისს ჩითახევი ჯომარდობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს (ვიდეო)

თარიღი: 2017 მაისი 19

22-28 მაისს, ბორჯომის ხეობაში, სოფელ ჩითახევში მდინარე მტკვარზე გაიმართება ევროპის  ჩემპიონატი ჯომარდობაში.  ევროპირველობასთან დაკავშირებით 19 მაისს სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი ლოდიამ, ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქაცარავამ და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ ანზორ სვანიძემ. ჯომარდობის ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით. 

ევროპის ჩამპიონატი ჯომარდობაში  იმ 13 სპორტული ღონისძიების რიცხვშია, რომელიც გაერთიანებულია პროექტში Check in Georgia Sport.

აკაკი ლოდია:" ჯომარდობა არის სპორტის ის სახეობა, რომელიც დაკავშირებულია ტურიზმთან. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი გახლავთ სპორტული ტურიზმის განვითარება. ეს პროექტი განხორციელდება Check in Georgia Sport-ის ფარგლებში. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, ტურნირში მონაწილეობას მიიღებს 45 გუნდის 300-ზე მეტი სპორტსმენი. მინდა წარმატება ვუსურვო ჩვენს სპორტსმენებს".

ევროპის ჩემპიონატის  პირდაპირი ტრანსლირება მოხდება ინტერნეტით საქართველოს ჯომარდობის ფედერაციის youtube.com ის არხზე, ასევე ინტერნეტ ტელევიზია Gogatv-ის მეშვეობით.

ევროპირველობა ჩატარდება  6 კაციანი ნავებით - რაფტებით  4 ასაკობრივ კატეგორიაში ქალებსა და მამაკაცებში. კატეგორიები - 19-წლამდე, 23-წლამდე, ღია ანუ პროფესიონალები და მასტერსი ანუ ვეტერანები. ჩემპიონატი ტარდება მსოფლიო ფედერაციის ოფიციალური წესების და კრიტერიუმების დაცვით 4 დისციპლინაში - სწრაფდაშვება (სპრინტი), პირისპირ დაშვება (ჰედთუჰედ), სლალომი, დაშვება გრძელ მონაკვეთზე (დაუნრივერი).

სამსაჯო კოლეგია სრულად დაკოპლექტებულია მსოფლიო ფედერაციის წარომადგენლებით. ასევე წყალზე უსაფრთხოების უზრუნველოფას მოახდენს პროფესიონალ კაიაკერთა და უსაფრთხოების სპეციალისტთა ჯგუფი. ევროპის ჩემპიონატს სტუმრად ეწვევა მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი  ბატონი ჯო ვილის ჯონსი. შეჯიბრისას იგი პირდად უხელმძღვანელებს უსაფრთხოების ჯგუფის მუშაობას.

გუნდები საშეჯიბრო მონაკვეთზე გეგმიურ ვარჯიშებს 22 მაისს დაიწყებენ. ღონისძების ოფიციალური გახსნა დაგეგმილია 23 მაისს 20:00 საათზე  ბორჯომში სილამაზის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე.

საშეჯიბრო დღეებია - 24, 25, 26 და 27 მაისი.

ღონისძიების საპატიო სტუმრების და სამსაჯო კოლეგიის შიდა გადაყვანას უზრუველყოფს  გენერალური სპონსორი - ტურისტული კომპანია ჯეოვაილდექსი.

ღონისძიების ყველა სტუმარი შეჯიბრის პერიოდში დაზღვეული იქნება საერთაშრისო სადაზღვევო კომპანია „კამარას" მიერ.

Check in Georgia Sport-ის ფარგლებში საქართველო 2017 წელს მასპინძლობს:

1.   ძიუდოს გრან პრი, თბილისი 31 მარტი - 2 აპრილი

2.   საერთაშორისო ჩემპიონატი ავტორბოლაში, რუსთავი, 1-2 აპრილი

3.   დევისის თასის მატჩი (საქართველო-ლიტვა), თბილისი - 7-9 აპრილი

4.   ევროპის ჩემპიონატი სუმოში, თბილისი - 22-23 აპრილი

5.   მსოფლიო რბენა Wings for Life, კახეთი, ლოპოტას ხეობა, 7 მაისი

6.   ევროპის ჩემპიონატი უშუში, თბილისი, 11-21 მაისი

7.   ევროპის ჩემპიონატი ჯომარდობაში, ბორჯომი, 22-28 მაისი

8.   მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატი რაგბიში, თბილისი-ქუთაისი - 31 მაისი-18 ივნისი

9.   ევროპის ჩემპიონატი ფარიკაობაში, თბილისი - 11-17 ივნისი

10. ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ფეხბურთში, თბილისი, გორი - 2-15 ივლისი

11. მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატი ხელბურთში, თბილისი - 8-21 აგვისტო

12. მსოფლიო თასი ჭადრაკში, თბილისი - 2-28 სექტემბერი

13. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი ქალთა შორის ფრენბურთში, თბილისი, 21-25 სექტემბერი

საკონტაქტო ინფორმაცია:

საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი - დავით ქაცარავა

ტელ: 599069960

ელ-ფოსტა: dato.katsarava@gmail.com

საზოგადოებასთან ურთირთობის მენეჯერი - სოფო ხაჭაპურიძე

ტელ: 574773030

ელ-ფოსტა: Sofiakhachapuridze@gmail.com

ჯომარდობის ევროპის ჩემპიონატის ტექნიკური დირექტორი - მალხაზ თავაძე

ტელ: 599552451

ელ-ფოსტა: makhotavadze@gmail.com

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 სექტემბერი 19
დიდ დიღომში, ოლიმპიური ქალაქის, "ახალი თბილისის" ტერიტორიაზე საფეხბურთო და სარაგბო მოედნების მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს და წლის ბოლომდე დასრულდება.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 სექტემბერი 18
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა კოლეგასთან, ქეთევან ციხელაშვილთან ერთად გორში გახსნილი სოციალური საწარმო მოინახულა. 
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 სექტემბერი 15
15 სექტემბერს, ერგნეთის საჯარო სკოლას, რომელიც შიდა ქართლში კონფლიქტის ზონის სოფელია და ცხინვალის მოსაზღვრედ მდებარეობს, ესტუმრნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში - ქეთევან ციხელაშვილი.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 სექტემბერი 12
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და სპორტის სფეროში ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციის - "Coaches Across Continents"-ის პარტნიორობის ფარგლებში, 100-მდე ადგილობრივი მწვრთნელისთვის ტრენინგები გაიმართა.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 სექტემბერი 12
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა მსოფლიო მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის ექსპერტს ალექსეი ეფიმოვს უმასპინძლა.