სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
          01 02
03 04 05 06 07 08 09
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ქართული სპორტის სტატისტიკის პორტალის - www.sportstat.gov.ge პრეზენტაცია

თარიღი: 2017 მაისი 24

24 მაისს სპორტკომპლექსში „ახალი თბილისი",  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს იდეითა და მხარდაჭერით განხორციელებული და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებით მომზადებული ქართული სპორტის სტატისტიკის ვებ-პორტალის - www.sportstat.gov.ge  პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციას, რომელიც სპორტკომპლექსის სტადიონთან მდებარე ახალ სასტუმროში ჩატარდა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, სპორტული ორგანიზაციებისა და ფედერაციების ხელმძღვანელები, სამინისტროს წარმომადგენლები და ასევე მოწვეული სტუმრები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ. 

სპორტული სტატისტიკის ახალი პორტალის პრეზენტაცია პროექტის ავტორებმა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კვლევისა და ანალიზის სამმართველოს უფროსმა, ვასილ ლიპარტელიანმა და პრესსამსახურის თანამშრომელმა, ლაშა გოდუაძემ წარმოადგინეს.



"ძალზე მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ერთის მხრივ ხელს შეუწყობს როგორც სპორტული ჟურნალისტიკის განვითარებას, ასევე ზოგადად სპორტის პოპულარიზაციას. ამ პორტალზე სპორტით დაინტერსებული ნებისმიერი მსურველი შეძლებს მისთვის საინტერესო სტატისტიკური ინფორმაციის, წარსული წლების, თუ თანამედროვე სპორტული შედეგების მოძიებას.

ასევე საინტერესოა, რომ ჩვენი საიტის მომხმარებელი გაეცნობა ინფორმაციას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე სპორტული ობიექტების თუ სექციების შესახებ, რაც დაეხმარებათ მათ სწორი არჩევანის გაკეთებაში. ასევე აღსანიშნავია, რომ პორტალზე განთავსდება ინფორმაცია სპორტული ორგანიზაციების და ფედერაციების დაფინანსების, სამინისტროს მხრიდან სხვადასხვა პროექტების განხროციელების შესახებ, რათა მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს ჩვენი საქმიანობა ფართო საზოგადოებისათვის" - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ სამინისტრო 2015 წლიდან აქტიურად მუშაობს ერთიანი პორტალის შექმნაზე, რომელშიც ერთიანდება სპორტის სფეროში არსებული სტატისტიკური ინფორმაცია და სხვა მრავალი სასარგებლო დოკუმენტი. აღნიშნული პორტალი წარმოადგენს ოფიციალურ წყაროს, სადაც ხელმისაწვდომია ინფორმაცია როგორც ქართველ სპორტსმენთა სპორტული შედეგების და მიღწევების, ასევე სპორტული ობიექტების,  მოყვარულ და პროფესიონალ სპორტსმენთა რაოდენობის, სპორტული ორგანიზაციებისა და სპორტული ღონისძიებების შესახებ.

საიტზე ასევე განთავსებულია სპორტის სფეროში განხორციელებული კვლევები და სამინისტროს მიერ შემუშავებული სხვადასხვა სტრატეგიული მნიშვნელობის დოკუმენტები. პორტალზე თავმოყრილია ინფორმაცია სპორტული ინფრასტრუქტურის შესახებ  ელექტრონული რუქის ფორმით, სადაც მონაცემების შენახვა და დამუშავება მიმდინარეობს „GIS" პროგრამაში, რომელიც უზრუნველყოფს გეოსივრცითი მონაცემების წერტილოვანი სიზუსტით ელექტრონულ რუქაზე დატანას.



ამჟამად, პორტალზე ჯამში განთავსებულია 10 ათასამდე მონაცემი და 50 ათასამდე მეტამონაცემი. აღნიშნული ინფორმაციის მოძიება მითითებულ ვებ-მისამართზე შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც დაინტერესებულია სპორტის სფეროში არსებული სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემებით, კვლევებით, სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის და სხვა ოფიციალური დოკუმენტით, ქვეყანაში არსებული სპორტულ ობიექტების რაოდენობით, მათი მდგომარეობით და სხვა დეტალური მონაცემით.

დღევანდელი ინფორმაციით, საქართვეელოში ფიქსირდება 105 054 სპორტსმენი, 4776 მწვრთნელი და 2031 მსაჯი. აღსანიშნავია, რომ სპორტსმენთა რაოდენობა 2012 წლის მონაცემებთან შედარებით (33. 000) გასამმაგებულია.

ასევე მნიშნელოვანია. რომ პროექტის ფარგლებში პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად მიმდინარეობს ბიბლიოთეკაში დაცული ქართული სპორტული ლიტერატურის - ჟურნალების, გაზეთების და სხვადასხვა პერიოდული გამოცემების ციფრულ ფორმატში გადატანა. სპორტული სტატისტიკის პორტალზე ინფორმაცია ყოველდღიურ რეჟიმში განახლდება, სამომავლოდ, დაგგემილია მონაცემთა ბაზის კიდევ უფრო დახვეწა და სტატისტიკური მაჩვენებლების გაფართოება.



ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესსამსახური


სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 23
საქართველოს ნაკრებმა საღამოს ვარჯიში მაიკლ დიქსონთან ერთად ჩაატარა. ამერიკელი მწვრთნელებმა ბოლოდე დატვირთეს და ცხადია კომბინაციების დამუშავების დროსაც მას გამორჩეული ადგილი ეკავა - დიქსონი ხვალინდელ შეხვედრაში ეროვნული გუნდის უმთავრესი იმედია.საქართველოს ნაკრების "შხვეხატ არენაზე"მისვლის შედეგ მოედანი დატოვა ავსტრიის ნაკრებმა.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
23-25 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები ძიუდოში, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფის პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - დიუსელდორფის გრან სლემზე მიიღებენ მონაწილეობას. დიუსელდორფის გრან სლემზე, მედლებისთვის მსოფლიოს 71 ქვეყნის 500 ძიუდოისტი იბრძოლებს მამაკაცთა და ქალთა შორის. 23, 24 და 25 თებერვალს წინასწარი შეხვედრები 3 ტატამზე თბილისის დროით 13:00 საათიდან დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათიდან აიღებს სტარტს.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან მატჩისთვის მზადებას განაგძობს. ეროვნულმა გუნდმა "შვეხატ არენაზე" მეორე ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში ინტენსიურად არის ჩართული ზუროსის თანაშემწე - გიორგიოს ლიმნიატისი, რომელიც მოთამაშეებთან ინდივიდუალურად მუშაობს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ვენაში პირველი ვარჯიში გამართა. ილიას ზუროსის გუნდი "შვეხატ არენაზე" 1 საათის და 15 წუთის განმავლობაში დაიტვირთა. ბერძენმა სპეციალისტმა გუნდი კომბინაციებზე ავარჯიშა. დიდი ყურადღება დაეთმო დაცვაში თამაშს და სხვადასხვა ტაქტიკური მონახაზის დამუშავებას. ნაკრების 12-ივე კალათბურთელი თავს კარგად გრძნობს. ერთადერთი ვისაც ტრამვის პრობლემა ჰქონდა, ეს გამოცდილი გამთამაშებელი გიორგი ცინცაძეა, რომელმაც ნაკრების ექიმის თემურ ხვედელიძის განცხადებით რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით გაიარა და 23 თებერვლის მატჩისთვის მზად იქნება. ეროვნულმა გუნდმა ვენაში ერთ-ერთი ლიდერის მაიკლ დიქსონის გარეშე ივარჯიშა. დიქსონი გუნდს ხვალ შეუერთდება და საწვრთნელ პროცესში ჩაერთვება. ზუროსი გუნდს 22 თებერვალს ორჯერ ავარჯიშებს - დილას და საღამოს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 21
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ჩარტერული რეისით ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ჩაფრინდა და სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" დაბინავდა.