სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
          01 02
03 04 05 06 07 08 09
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ქართველი ავტომრბოლების წარმატება ბულგარეთში (ვიდეო)

თარიღი: 2017 მაისი 25

25 მაისს, ახალ თბილისში მდებარე ფრენბურთის დარბაზის წინ (ამერიკის საელჩოს მიმდებარედ) სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი ლოდია შეხვდნენ ბულგარეთის ჩემპიონატის პირველი ეტაპის გამარჯვებულ ავტომრბოლებს - სანდრო ლომაძეს და მევლუდ მელაძეს. შეხვედრას ესწრებოდა შალვა ოგბაიძე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის წევრი.   

სპორტსმენებმა მინისტრს და მოადგილეს დაათვალიერებინეს ავტომობილი, ეკიპირება, ისაუბრეს ტურნირის და უახლოესი შესახებ.  შეხვედრის ბოლოს, სანდრო ლომაძემ სტუმრები ავტომობილში ჩასვა და თავისი ავტომობილის შესაძლებლობები კიდევ ერთხელ აჩვენა.

20-21 მაისს, ავტომრბოლებმა სანდრო ლომაძემ და მევლუდ მელაძემ ევროპის თასის პირველ ეტაპზე იასპარეზეს, რომელიც ბულგარეთში გაიმართა. ქართულმა წყვილმა ევროპის თასზე მესამე ადგილი დაიკავა, ბულგარეთის პირველობის ეგიდით გამართული რბოლა კი მოიგო!

სანდრო ლომაძის და მევლუდ მელაძის ავტომობილი Mitsubishi Lancer Evo X გახლდათ, რომელიც ბულგარეთში საქართველოდან ჩაიყვანეს. მანქანა იდეალურად არ იყო მომზადებული. მართალია, ორგანიზატორების ტექნიკური დათვალიერება წარმატებით გაიარა, მაგრამ ბევრი რამ აკლდა საიმისოდ, რომ სრულყოფილი ყოფილიყო. ლომაძის და მელაძის Evo X-ს სტანდარტული, ქარხნული დაკიდება ჰქონდა.

გარდა ამისა, არ ჰქონდა ბლოკირება და უკანა ხუნდებიც სტანდარტული იყო. მნიშვნელოვანი დეტალია ისიც, რომ მანქანა მარჯვენასაჭიანია და ამ ყველაფერთან ერთად, ეს იყო ლომაძის პირველი შეჯიბრი 2011 წლის შემდეგ. ლომაძის და მელაძის მეტოქეებს კი, რა თქმა უნდა, გაცილებით უკეთესად მომზადებული ავტომობილები ჰყავდათ - უმეტესობა 60-80 ცხენის ძალით მეტი სიმძლავრით. მიუხედავად ამისა, სანდრო ლომაძემ და მევლუდ მელაძემ ორდღიანი რალი სენსაციური წარმატებით დაასრულეს - მესამე ადგილი ევროპის თასის პირველ ეტაპზე და პირველი ადგილი ბულგარეთის პირველობის ფარგლებში.

ტარიელ ხეჩიკაშვილი:" მინდა მივულოცო ეს დიდი წარმატება ჩვენს ავტომრბოლებს, მიუხედავდ იმისა, რომ კონკურენტებს ავტომანქანები უკეთეს ტექნიკურ მდგომარეობაში ჰყავდათ, ჩვენმა სპორტსმენებმა უდიდესი კლასი და ოსტატობა გამოავლინეს და საუცხოო შედეგი აჩვენეს. აღსანიშნავია, რომ ასეთი წარმატებული მრბოლელები არიან ქალაქში უსაფრთხოების წესების პირველი დამცველები და სხვა მძღოლებს სწორად მოძრაობისკენ უბიძგებენ, რაც ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია".  

ფოტო - თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 23
საქართველოს ნაკრებმა საღამოს ვარჯიში მაიკლ დიქსონთან ერთად ჩაატარა. ამერიკელი მწვრთნელებმა ბოლოდე დატვირთეს და ცხადია კომბინაციების დამუშავების დროსაც მას გამორჩეული ადგილი ეკავა - დიქსონი ხვალინდელ შეხვედრაში ეროვნული გუნდის უმთავრესი იმედია.საქართველოს ნაკრების "შხვეხატ არენაზე"მისვლის შედეგ მოედანი დატოვა ავსტრიის ნაკრებმა.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
23-25 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები ძიუდოში, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფის პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - დიუსელდორფის გრან სლემზე მიიღებენ მონაწილეობას. დიუსელდორფის გრან სლემზე, მედლებისთვის მსოფლიოს 71 ქვეყნის 500 ძიუდოისტი იბრძოლებს მამაკაცთა და ქალთა შორის. 23, 24 და 25 თებერვალს წინასწარი შეხვედრები 3 ტატამზე თბილისის დროით 13:00 საათიდან დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათიდან აიღებს სტარტს.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან მატჩისთვის მზადებას განაგძობს. ეროვნულმა გუნდმა "შვეხატ არენაზე" მეორე ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში ინტენსიურად არის ჩართული ზუროსის თანაშემწე - გიორგიოს ლიმნიატისი, რომელიც მოთამაშეებთან ინდივიდუალურად მუშაობს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ვენაში პირველი ვარჯიში გამართა. ილიას ზუროსის გუნდი "შვეხატ არენაზე" 1 საათის და 15 წუთის განმავლობაში დაიტვირთა. ბერძენმა სპეციალისტმა გუნდი კომბინაციებზე ავარჯიშა. დიდი ყურადღება დაეთმო დაცვაში თამაშს და სხვადასხვა ტაქტიკური მონახაზის დამუშავებას. ნაკრების 12-ივე კალათბურთელი თავს კარგად გრძნობს. ერთადერთი ვისაც ტრამვის პრობლემა ჰქონდა, ეს გამოცდილი გამთამაშებელი გიორგი ცინცაძეა, რომელმაც ნაკრების ექიმის თემურ ხვედელიძის განცხადებით რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით გაიარა და 23 თებერვლის მატჩისთვის მზად იქნება. ეროვნულმა გუნდმა ვენაში ერთ-ერთი ლიდერის მაიკლ დიქსონის გარეშე ივარჯიშა. დიქსონი გუნდს ხვალ შეუერთდება და საწვრთნელ პროცესში ჩაერთვება. ზუროსი გუნდს 22 თებერვალს ორჯერ ავარჯიშებს - დილას და საღამოს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 21
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ჩარტერული რეისით ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ჩაფრინდა და სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" დაბინავდა.