სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
          01 02
03 04 05 06 07 08 09
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი საზეიმო და სპორტული ღონისძიებებით აღინიშნა

თარიღი: 2017 მაისი 27



„უპირველეს ყოვლისა, მსურს ჩვენს ყველა მოქალაქეს მივულოცო 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, განსაკუთრებით კი ჩვენს სპორტსმენებს, მწვრთნელებს და გულშემატკივრებს. ყველასთვის ცნობილია, რომ ქართული სპორტი ყოველთვის იდგა თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ავანგარდში და ამ მხრივ, ქართულმა სპორტმა პოლიტიკურ პროცესებსაც კი გაუსწრო" - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე სტუმრობისას.

იხილეთ ფოტოგალერეა


26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისში რუსთველის გამზირზე სხვადასხვა საზეიმო ღონისძიება გაიმართა. მინისტრმა, მოადგილეებთან ერთად, სპორტული და ახალგაზრდული თემატიკის ლოკაციები დაათვალიერა და სხვადასხვა სპორტული ფედერაციის მიერ მოწყობილ საჩვენებელ ტურნირებს დაესწრო.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ნებისმიერ მსურველს საშუალება ჰქონდა საგანგებოდ ამ დღისთვის გამოფენილი, ფეხბურთში ევროპის 19-წლამდელთა და რაგბიში მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატების თასები დაეთვალიერებინა და ასევე მონაწილეობა მიეღო სპორტის სხვადასხვა სახეობაში, მათ შორის კალათბურთში, ტანვარჯიშში, ფარიკაობაში, მეკლდეურობაში, მკლავჭიდში, ხრიდოლში, ჭადრაკსა და სხვა სახეობებში.



„უპირველეს ყოვლისა, მსურს ჩვენს ყველა მოქალაქეს მივულოცო 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, განსაკუთრებით კი ჩვენს სპორტსმენებს, მწვრთნელებს და გულშემატკივრებს. ყველასათვის ცნობილია, რომ ქართული სპორტი ყოველთვის იდგა თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ავანგარდში და ქართულმა სპორტმა პოლიტიკურ პროცესებსაც კი გაუსწრო, კარგად გვახსოვს ის რთული პერიოდი, როდესაც ფეხბურთის ფედერაციამ, ოლიმპიურმა კომიტეტმა და შემდგომ სხვა ფედერაციებმა გამოაცხადეს დამოუკიდებლობა.

ჩვენ ყველამ ერთად რთული გზა გავიარეთ, ჩვენმა სპორტულმა ფედერაციებმა და სპორტულმა სამყარომ ღირსეულად შეძლო ამ გზის გავლა და საბოლოოდ, ჩვენ არა მხოლოდ დამოუკიდებლობა, არამედ საყოველთაო აღიარება მოვიპოვეთ ევროპელი პარტნიორებისგან. დღეს, ჩვენი სპორტსმენები ნამდვილად გამორჩეულნი არიან, რისი დასტურიცაა ის, რომ არაერთი ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი გვყავს და ასევე გვახარებს ის, რომ საქართველო მასპინძლობს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებს სპორტის სხვადასხვა სახეობაში და ჩვენ ვიქეცით რეგიონალურ სპორტულ ცენტრად.

მიხარია, რომ სპორტი საქართველოში წლების განმავლობაში უფრო და უფრო პოპულარული ხდება და პროგრესირებს, უფრო მეტი ადამიანია ჩართული სპორტში და მისდევს ცხოვრების ჯანსაღ წესს, რაც დამატებითი სტიმულია იმისათვის, რომ ყველამ ერთად კიდევ უფრო წარმატებული ქვეყანა ავაშენოთ" - განაცხადა  ტარიელ ხეჩიკაშვილმა.



ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესსამსასხური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 23
საქართველოს ნაკრებმა საღამოს ვარჯიში მაიკლ დიქსონთან ერთად ჩაატარა. ამერიკელი მწვრთნელებმა ბოლოდე დატვირთეს და ცხადია კომბინაციების დამუშავების დროსაც მას გამორჩეული ადგილი ეკავა - დიქსონი ხვალინდელ შეხვედრაში ეროვნული გუნდის უმთავრესი იმედია.საქართველოს ნაკრების "შხვეხატ არენაზე"მისვლის შედეგ მოედანი დატოვა ავსტრიის ნაკრებმა.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
23-25 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები ძიუდოში, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფის პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - დიუსელდორფის გრან სლემზე მიიღებენ მონაწილეობას. დიუსელდორფის გრან სლემზე, მედლებისთვის მსოფლიოს 71 ქვეყნის 500 ძიუდოისტი იბრძოლებს მამაკაცთა და ქალთა შორის. 23, 24 და 25 თებერვალს წინასწარი შეხვედრები 3 ტატამზე თბილისის დროით 13:00 საათიდან დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათიდან აიღებს სტარტს.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან მატჩისთვის მზადებას განაგძობს. ეროვნულმა გუნდმა "შვეხატ არენაზე" მეორე ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში ინტენსიურად არის ჩართული ზუროსის თანაშემწე - გიორგიოს ლიმნიატისი, რომელიც მოთამაშეებთან ინდივიდუალურად მუშაობს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ვენაში პირველი ვარჯიში გამართა. ილიას ზუროსის გუნდი "შვეხატ არენაზე" 1 საათის და 15 წუთის განმავლობაში დაიტვირთა. ბერძენმა სპეციალისტმა გუნდი კომბინაციებზე ავარჯიშა. დიდი ყურადღება დაეთმო დაცვაში თამაშს და სხვადასხვა ტაქტიკური მონახაზის დამუშავებას. ნაკრების 12-ივე კალათბურთელი თავს კარგად გრძნობს. ერთადერთი ვისაც ტრამვის პრობლემა ჰქონდა, ეს გამოცდილი გამთამაშებელი გიორგი ცინცაძეა, რომელმაც ნაკრების ექიმის თემურ ხვედელიძის განცხადებით რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით გაიარა და 23 თებერვლის მატჩისთვის მზად იქნება. ეროვნულმა გუნდმა ვენაში ერთ-ერთი ლიდერის მაიკლ დიქსონის გარეშე ივარჯიშა. დიქსონი გუნდს ხვალ შეუერთდება და საწვრთნელ პროცესში ჩაერთვება. ზუროსი გუნდს 22 თებერვალს ორჯერ ავარჯიშებს - დილას და საღამოს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 21
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ჩარტერული რეისით ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ჩაფრინდა და სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" დაბინავდა.