სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
          01 02
03 04 05 06 07 08 09
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

თბილისის “დინამო“ ქართულ წყალბურთს დაუბრუნდა (ვიდეო)

თარიღი: 2017 მაისი 29

29 მაისს, სპორტკომპლექს "ოლიმპიკში" , წყალბურთელთა ახალი გუნდის თბილისის "დინამოს" პრეზენტაცია გაიმართა. თბილისის "დინამო" ქართულ წყალბურთს 22 წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. “დინამო" პირველ მატჩს დღესვე, საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით “ზვიგენებთან“ გამართავს.

ახალი გუნდის პრეზენტაციას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი დავით რურუა და საქართველოს ნაკრების მოთამაშეები - ზურაბ რურუა, მიხეილ ბაღათურია და გიორგი ხვედელიანი დაესწრნენ. "დინამო" საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებითა და უცხოელი მოთამაშეებით დაკომპლექტდა. გუნდის კაპიტანი ზურაბ რურუა იქნება, რომელიც ამავდროულად ეროვნული გუნდის კაპიტანიც გახლავთ.

გუნდის მიზანი საქართველოს ჩემპიონატში ასპარეზობის გარდა, ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია. "დინამოს" უდიდესი ტრადიციები აქვს, 1938 წელს დაფუძნდა და  საქართველოს სახელით მოთამაშემ სსრკ ხალხთა სპარტაკიადებში 3-ჯერ ვერცხლის (1956, 63, 79) და 2-ჯერ (1959, 67) ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრა.

"დინამოს" წყალბურთელები საბჭოთა კავშირის ნაკრებში დიდი წარმატებებით თამაშობდნენ, პირველი თაობის წარმომადგენელთა შორის გამოირჩეოდა ნოდარ გვახარია. მან პირველმა მოიპოვა ოლიმპიური თამაშებისა (1956, ბრინჯაო) და ევროპის ჩემპიონატის (1958, ბრინჯაო) მედლები, პირველს მიენიჭა სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება (1960).

"დინამოს" სპონსორები არიან  - სპორტული დარბაზი "წრე" და "Gelift"-ი.

ტარიელ ხეჩიკაშვილი:" მისასალმებელია ნაკრების წევრების ასეთი წამოწყება - ისტორიული კლუბის აღდგენა. ეს ყველაფერი გაზრდის კონკურენციას და აამაღლებს ეროვნული ჩემპიონატის დონეს. იმედი მაქვს "დინამოს" წარმატებები საერთაშორისო სარბიელზეც ექნება. ჩვენის მხრივ, მაქსიმალურად დავეხმარებით და მხარს დავუჭერთ, ამ ისტორიული გუნდის განვითარებას, რომელსაც ქართული წყალბურთის ისტორიაში ყოველთვის გამორჩეული ადგილი ეკავა".

ფოტო - თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესსამსახური
 

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 23
საქართველოს ნაკრებმა საღამოს ვარჯიში მაიკლ დიქსონთან ერთად ჩაატარა. ამერიკელი მწვრთნელებმა ბოლოდე დატვირთეს და ცხადია კომბინაციების დამუშავების დროსაც მას გამორჩეული ადგილი ეკავა - დიქსონი ხვალინდელ შეხვედრაში ეროვნული გუნდის უმთავრესი იმედია.საქართველოს ნაკრების "შხვეხატ არენაზე"მისვლის შედეგ მოედანი დატოვა ავსტრიის ნაკრებმა.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
23-25 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები ძიუდოში, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფის პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - დიუსელდორფის გრან სლემზე მიიღებენ მონაწილეობას. დიუსელდორფის გრან სლემზე, მედლებისთვის მსოფლიოს 71 ქვეყნის 500 ძიუდოისტი იბრძოლებს მამაკაცთა და ქალთა შორის. 23, 24 და 25 თებერვალს წინასწარი შეხვედრები 3 ტატამზე თბილისის დროით 13:00 საათიდან დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათიდან აიღებს სტარტს.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან მატჩისთვის მზადებას განაგძობს. ეროვნულმა გუნდმა "შვეხატ არენაზე" მეორე ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში ინტენსიურად არის ჩართული ზუროსის თანაშემწე - გიორგიოს ლიმნიატისი, რომელიც მოთამაშეებთან ინდივიდუალურად მუშაობს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ვენაში პირველი ვარჯიში გამართა. ილიას ზუროსის გუნდი "შვეხატ არენაზე" 1 საათის და 15 წუთის განმავლობაში დაიტვირთა. ბერძენმა სპეციალისტმა გუნდი კომბინაციებზე ავარჯიშა. დიდი ყურადღება დაეთმო დაცვაში თამაშს და სხვადასხვა ტაქტიკური მონახაზის დამუშავებას. ნაკრების 12-ივე კალათბურთელი თავს კარგად გრძნობს. ერთადერთი ვისაც ტრამვის პრობლემა ჰქონდა, ეს გამოცდილი გამთამაშებელი გიორგი ცინცაძეა, რომელმაც ნაკრების ექიმის თემურ ხვედელიძის განცხადებით რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით გაიარა და 23 თებერვლის მატჩისთვის მზად იქნება. ეროვნულმა გუნდმა ვენაში ერთ-ერთი ლიდერის მაიკლ დიქსონის გარეშე ივარჯიშა. დიქსონი გუნდს ხვალ შეუერთდება და საწვრთნელ პროცესში ჩაერთვება. ზუროსი გუნდს 22 თებერვალს ორჯერ ავარჯიშებს - დილას და საღამოს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 21
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ჩარტერული რეისით ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ჩაფრინდა და სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" დაბინავდა.