სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    04 05
16 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

მშვიდობის კორპუსთან თანამშრომლობა გრძელდება (ვიდეო)

თარიღი: 2017 ივნისი 07

7 ივნისს, სამინისტროს მშვიდობის კორპუსიის დელეგაცია ესტუმრა, რომელსაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე და საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი მანანა ქავთარაძე შეხვდნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს სამინისტროსა და მშვიდობის კორპუსის თანამშრომლობის შესახებ, ასევე განიხილეს სამომავლოდ ერთობლივად განსახორციელებელი პროექტების დეტალები.

მშვიდობის კორპუსი 1961 წელს მსოფლიოში მშვიდობისა და თანამეგობრობის გაძლიერების მიზნით დაარსდა. საქართველოში "მშვიდობის კორპუსი" 2001 წლიდან მოღვაწეობს და პირველი პროექტი  განათლების სფეროში თანამშრომლობით დაიწყო.

2015 წელს, საქართველოს სპორტისა დ ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში მშვიდობის კორპუსის წარმომადგენლობას შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას შემდეგი მიმართულებით:

  • ახალგაზრდული საქმიანობისა და ახალგაზრდული პროგრამების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით საერთო გზების მოძიება;
  • საქართველოში მოხალისეობის პროგრამის ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით საერთო გზების მოძიება;
  • არაფორმალური განათლების, ჯანდაცვის, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების, სამოქალაქო პასუხისმგებლობის, თემის განვითარებისა და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში ახალგაზრდების განვითარების წინაშე მდგარი გამოწვევების გამკლავება;
  • ახალგაზრდობის განვითარების პროგრამების შედეგებისა და მდგრადობის წახალისების მიზნით, შესაბამისი ტექნიკური და საგანმანათლებლო რესურსების რეგულარული გაცვლის ხელშეწყობა;
  • ერთობლივი პროგრამების შემუშავება და დაგეგმვა, რომელიც ითვალისწინებს სამინისტროს, მშვიდობის კორპუსის საქართველოსა და მათი შესაბამისი ბენეფიციარების საჭიროებებს, ინტერესებს, შესაძლებლობებსა და რესურსებს;

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ზემოხსენებული მემორანდუმის საფუძველზე მჭიდროდ თანამშრომლობს „მშვიდობის კორპუსთან" მოხალისეობის განვითარების პროგრამის - საქართველოს მოხალისის" ფარგლებში. ამერიკელი მოხალისეები აქტიურად თანამშრომლობენ მუნიციპალიტეტებში შერჩეულ „საქართველოს მოხალისეებთან". ყოველწლიურად მონაწილეობენ მოხალისეთა გადამზადების ტრენინგ - სემინარებში, პანელურ დისკუსიაში და უზიარებენ საქართველოს მოხალისეებს მოხალისეობის საერთაშორისო ასპექტებს.

2016 წელს, ჩვენმა სამინისტრომ მონაწილეობა მიიღო მშვიდობის კორპუსის მოკლევადიანი მხარდაჭერის პროგრამაში. აღნიშნული პროგრამა, ითვალისწინებს ქართული სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საგანმანათლებლო ინსტიტუტებისთვის მოკლევადიანი მხარდაჭერის მოხალისის მიღებას. ამერიკელი მოხალისე 6-დან 12 თვემდე მუშაობს მიწვეულ ორგანიზაციაში. 2016 წლის სექტემბრის თვიდან 2017 წლის აპრილის ჩათვლით, სამინისტრომ უმასპინძლა მშვიდობის კორპუსის ამერიკელ მოხალისეს (სტივენ ვერნერი) 8 თვიანი მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში.

მოხალისემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სამინისტროს ორგანიზაციული მიზნებისა და სტრატეგიის განვითარებაში, სხვადასხვა უნარებზე ორიენტირებული ტრენინგების ჩატარებაში, ინგლისური ენის სწავლებასა და სხვა საკითხებში. ასევე, უზრუნველყო მრავალ დონორ ორგანიზაციასთან შეხვედრა, სამინისტროსთან სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.

ფოტო - თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესსამსახური

 

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 17
17 ნოემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში სპორტულ საზოგადოებასთან შეხვედრა გაიმართა. მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი  კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან ერთად სამინისტროს წარმომადგენლებს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებს შეხვდა.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 17
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სტუმრობდა ჩეხეთის რესპუბლიკის განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს დელეგაცია. 
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 10
10 ნოემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინიტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა სამინისტროში უმასპინძლა იაპონიის სრულუფლებიან ელჩს, მის აღმატებულებას ბატონ ტადაჰარუ უეჰარას.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 06
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ფხვენისში ფეხბურთის მოედნის კეთილმწოყობა იგეგმება.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ოქტომბერი 30
30 ოქტომბერს, სამინისტროში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ უმასპინძლეს კრივის ფედერაციის ხელმძღვანელობას და საქართველოს მოკრივეთა ახალგაზრდულ ნაკრებს, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა.