სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
01 02 05 06 07
08 09 12 13 14
15 16 17 19 20 21
22 23 25 26 27 28
29 30 31        

მინისტრმა ცურვის მწვრთნელ ბელა სამარღანიშვილს სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა

თარიღი: 2017 ივნისი 08



8 ივნისს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად სპორტკომპლექს „არენა 1"-ში ცურვის გაკვეთილს დაესწრო და სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა ცურვის მწვრთნელს - ბელა სამარღანიშვილს.

ბელა სამარღანიშვილი წარმატებული სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, უკვე 30 წელია ცურვის მწვრთნელად მუშაობს და აღზრდილი ჰყავს არაერთი ტიტულოვანი სპორტსმენი. ბოლო წლებია, ბელა სამარღანიშვილი სპორტსმენებთან - მოცურავეებთან და წყალბურთელებთან, ასევე ცურვის მოყვარულებთან ერთად, შშმ ბავშვებს ამეცადინებს ცურვაში და მათ რეაბილიტაციაში ეხმარება.

ტარიელ ხეჩიკაშვილი: "რა თქმა უნდა, ვულოცავ ქალბატონ ბელას ამ აღიარებას. საზოგადოებაში ის განსაკუთრებული პატივისცემით და სიყვარულით სარგებლობს და შეიძლება ითქვას, რომ პროფესიონალიზმის ნამდვილი მაგალითია. ასეთი სიყვარულიც მან რა თქმა უნდა, საკუთარი საქმის მიმართ პროფესიონალური მიდგომით დაიმსახურა.

დღევანდელი დღე ქალბატონი ბელას დაფასების და აღიარების დღეა. მისი სამწრვრთნელო კარიერა ნამდვილად მისაბაძია სხვა მწვრთნელებისთვის, იმისათვის რომ სწორედ ასეთი სიყვარულით ემსახურონ საკუთარ საქმეს. ჩვენის მხრივ, ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელმწიფო ყოველთვის დაუფასებს შრომას და გარჯას საკუთარი საქმის ისეთ პროფესიონალებს, როგორიც ქალბატონი ბელაა."



ბელა სამარღანიშვილის დოსიე

დაიბადა 1967 წელს. ცურვა დაიწყო 6 წლის ასაკიდან. პირველი სპორტული გამოცდილება მიიღო 10-11 წლის ასაკში. 13 წლის ასაკში გახდა სპორტის ოსტატი. არის საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ცურვაში. 1980 დან 1984 წლის ჩათვლით თავის ასაკობრივი კატეგორიაში გამოდიოდა საბჭოთა კავშირის ტურნირებზე, სპარტაკიადებზე და სხვა საკავშრო შეჯიბრებებზე კლუბ „დინამოს" სახელით. არის არაერთი ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი. წლების მანძილზე იყო საქართველოს ნაკრების წევრი.



1980-იან წლებში ფიზკულტურის ინსტიტუტის სახელით მოპოვებული აქვს არაერთი გამარჯვება. მიღებული აქვს უამრავი დიპლომი და მედალი სხვადასხვა შეჯიბრებებზე. 1987 წელს დაიწყო სამწრთვნელო მოღვაწეობა ბავშვთა მწვრთნელად. 1991 წლიდან დღემდე მუშაობს სპორტკომპლექს „არენაში".  სამწრთვნელო კარიერის განმავლობაში აღზარდა მოყვარულ მოცურავეთა მრავალი თაობა. აქტიურად მუშობს წყალბურთის სხვადასხვა კლუბთან სპორტსმენების ცურვის მწრთვნელის რანგში.



სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 იანვარი 18
საქართველო მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადისთვის ემზადება. ოლიმპიადა ბათუმში 23 სექტემბიდან 6 ოქტომბის ჩათვლით გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს 180-ზე მეტი ქვეყნის 4 000-მდე მოჭადრაკე და ოფიციალური პირი.     
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 დეკემბერი 25
თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში ქართველ პარასპორტსმენებსა და საქართველოს პარლამენტის წევრებს შორის მეგობრული ტურნირი ჩატარდა. სპორტსმენები და კანონმდებლები ერთმანეთს მჯდომარე ფრენბურთში, ეტლით კალათბურთსა და უსინათლოთა ფეხბურთში შეეჯიბრნენ.    
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 დეკემბერი 25
  თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში ქართველ პარასპორტსმენებსა და საქართველოს პარლამენტის წევრებს შორის მეგობრული ტურნირი ჩატარდა. სპორტსმენები და კანონმდებლები ერთმანეთს მჯდომარე ფრენბურთში, ეტლით კალათბურთსა და უსინათლოთა ფეხბურთში შეეჯიბრნენ.    
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 დეკემბერი 12
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონებს - ძალოსან ლაშა ტალახაძეს და თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს - გენო პეტრიაშვილს და ზურაბ იაკობიშვილს შეხვდა.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 30
30 ნოემბერს, გლდანში მდებარე "დკდ"-ს დარბაზში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე შეხვდნენ კრივის მწვრთნელებს, რომლებიც კრივის მსოფლიოს ფედერაციის მიერ ორგანიზებულ სემინარში მონაწილეობენ.