სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    04 05
16 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

თბილისი 12-17 ივნისს ფარიკაობის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს (ვიდეო)

თარიღი: 2017 ივნისი 09

9 ივნისს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ სამინისტროში უმასპინძლეს  - ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტს ზაზა მჭედლიძეს, გენერალურ მდივანს დავით სახვაძეს, ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის გენერალურ მდივანს მაქს გიოტერს და კონფედერაციის წარმომადგენელს ევგენი ცუხლოს.

შეხვედრაზე ისაუბრეს თბილისში 12-17 ივნისს გასამართ ფარიკაობის ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც Check in Georgia-ს ფარგლებში ჩატარდება. ევროპირველობა ახალი თბილისის ტერიტორიაზე (ამერიკის საელჩოს უკან) მდებარე ტანვარჯიშის დარბაზში გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს 40 ქვეყნის 408 სპორტსმენი (235 ვაჟი, 173 ქალი). საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 22 სპორტსმენით წარდგება. მედლები ინდივიდუალურ და გუნდურ შეჯიბრებაში, ხმლით და რაპირით ფარიკაობაში გათამაშდება.

საქართველოს ნაკრების ლიდერი, რიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილე სანდრო ბაზაძე ბილიკზე 15 ივნისს გავა და მედლისთვის ხმლით ფარიკაობაში იბრძოლებს. 12 ივნისს, 17:30 საათზე, დაგეგმილია ევროპის ჩემპიონატის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი. ევროპირველობის მიმდინარეობის დროს თბილისი ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის კონგრესსაც უმასპინძლებს, რომელშიც 44 ქვეყნის წარმომადგენელი ჩაერთვება. 

ფოტო - თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 17
17 ნოემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში სპორტულ საზოგადოებასთან შეხვედრა გაიმართა. მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი  კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან ერთად სამინისტროს წარმომადგენლებს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებს შეხვდა.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 17
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სტუმრობდა ჩეხეთის რესპუბლიკის განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს დელეგაცია. 
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 10
10 ნოემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინიტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა სამინისტროში უმასპინძლა იაპონიის სრულუფლებიან ელჩს, მის აღმატებულებას ბატონ ტადაჰარუ უეჰარას.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 06
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ფხვენისში ფეხბურთის მოედნის კეთილმწოყობა იგეგმება.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ოქტომბერი 30
30 ოქტომბერს, სამინისტროში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ უმასპინძლეს კრივის ფედერაციის ხელმძღვანელობას და საქართველოს მოკრივეთა ახალგაზრდულ ნაკრებს, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა.