სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
01 02 05 06 07
08 09 12 13 14
15 16 17 19 20 21
22 23 25 26 27 28
29 30 31        

საქართველოს და ირლანდიის რაგბის კავშირებს შორის მემორანდუმი გაფორმდა (ვიდეო)

თარიღი: 2017 ივნისი 15

15 ივნისს, სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში" საქართველოს რაგბის კავშირსა და ირლანდიის რაგბის კავშირს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ და ირლანდიის რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ფილიპ ბრაუნმა მოაწერეს. ღონისძიებას ესწრებოდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი.

მემორანდუმი მიზნად ისახავს ქართული და ირლანდიური რაგბის დაახლოებას. ირლანდიური მხარე მზადაა დახმარება გაუწიოს ქართულ რაგბს მომავალი განვითარების გზაზე. ტარიელ ხეჩიკაშვილმა ისაუბრა მემორანდუმის მნიშვნელობაზე და ირლანდიის სარაგბო თემს მადლობა გადაუხადა. ქართული და ირლანდიური რაგბის მომავალზე ილაპარაკეს გოჩა სვანიძემ და ფილიპ ბრაუნმა. სვანიძის თქმით, ირლანდის რაგბის კავშირთან დაახლოება უმნიშვნელოვანესია ქართული რაგბის განვითარებისთვის.

თავის მხრივ, ბრაუნმა აღნიშნა ქართულ რაგბიში არსებული წარმატებები და ხაზი გაუსვა მომავალი ურთიერთობების მნიშვნელობას ქართულ-ირლანდიურ სარაგბო თემებს შორის. მემორანდუმის გაფორმების შემდეგ გაიმართა პრეზენტაცია, რომელიც ეხებოდა ირლანდიის განაცხადს რაგბის მსოფლიო თასის მასპინძლობაზე. 2023 წელს გასამართი ტურნირის მასპინძლობის უფლების მოსაპოვებლად ერთმანეთს სწორედ ირლანდია და საფრანგეთი დაუპირისპირდებიან. ანალოგიურ პრეზენტაციას ფრანგული მხარე 17 ივნისს, სასტუმრო „რუმსში" გამართავს.  

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 იანვარი 18
საქართველო მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადისთვის ემზადება. ოლიმპიადა ბათუმში 23 სექტემბიდან 6 ოქტომბის ჩათვლით გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს 180-ზე მეტი ქვეყნის 4 000-მდე მოჭადრაკე და ოფიციალური პირი.     
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 დეკემბერი 25
თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში ქართველ პარასპორტსმენებსა და საქართველოს პარლამენტის წევრებს შორის მეგობრული ტურნირი ჩატარდა. სპორტსმენები და კანონმდებლები ერთმანეთს მჯდომარე ფრენბურთში, ეტლით კალათბურთსა და უსინათლოთა ფეხბურთში შეეჯიბრნენ.    
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 დეკემბერი 25
  თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში ქართველ პარასპორტსმენებსა და საქართველოს პარლამენტის წევრებს შორის მეგობრული ტურნირი ჩატარდა. სპორტსმენები და კანონმდებლები ერთმანეთს მჯდომარე ფრენბურთში, ეტლით კალათბურთსა და უსინათლოთა ფეხბურთში შეეჯიბრნენ.    
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 დეკემბერი 12
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონებს - ძალოსან ლაშა ტალახაძეს და თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს - გენო პეტრიაშვილს და ზურაბ იაკობიშვილს შეხვდა.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 30
30 ნოემბერს, გლდანში მდებარე "დკდ"-ს დარბაზში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე შეხვდნენ კრივის მწვრთნელებს, რომლებიც კრივის მსოფლიოს ფედერაციის მიერ ორგანიზებულ სემინარში მონაწილეობენ.