სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
      03 04
10 11
18
23 24 25
26 27 28 29 30    

საფრანგეთის ელჩმა მორაგბეებს და მოფარიკავეებს უმასპინძლა (ვიდეო)

თარიღი: 2017 ივნისი 16

16 ივნისს, საფრანგეთის რეზიდენციაში (#ჭანტურიას 5) გაიმართა საქართველოში საფრანგეთის ელჩის პასკალ მენიეს მიღება, რომელიც დაკავშირებული იყო მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისა და ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატის თბილისში ჩატარებასთან დაკავშირებით და ამ ორ საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილე ფრანგი სპორტსმენების საპატივსაცემოდ.

ღონისძიებას დაესწრო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე, ასევე საფრანგეთის ელჩმა უმასპინძლა ფრანგ სპორტსმენებს - მოფარიკავეებს და მორაგბეებს, საქართველოს რაგბისა და ფარიკაობის ფედერაციების წარმომადგენლებს. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრები 18 ივნისს, მსოფლიოს თასის დასკვნით დღეს ითამაშებს ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან.

ფრანგმა მოფარიკავეებმა კი თბილისში მიმდინარე ევროპირველობაზე, რომელიც 17 ივნისს დასრულდება ამ დრომდე 3 მედლის მოპოვება შეძლეს. საფრანგეთის ელჩმა ტარიელ ხეჩიკაშვილს მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მხარს დაუჭერს საფრანგეთში 2023 წლის რაგბის მსოფლიოს თასის მასპინძლობას - საფრანგეთი 2023 წლის მსოფლიოს თასის მასპინძლობის ერთ-ერთი კანდიდატი ქვეყანაა.  

ფოტო - თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ივნისი 22
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი  N16 დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში კალათბურთელებსა და მსჯავრდებულებს შორის გამართულ ამხანაგურ მატჩს დაესწრნენ.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ივნისი 20
20 ივნისს სასტუმრო „რუმსში"   გაიმართა სპორტული ტელეკომპანიის  "Setanta Sports Georgia" პრესკონფერენცია, რომელსაც  "Setanta Sports Eurasia-ს"  გენერალური დირექტორი დუაირ  მაკოლი, დამფუძნებლები, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი და ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.     
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ივნისი 20
20 ივნისს სასტუმრო „ბილტმორში" საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ თბილისში დასრულებული ევროპის ჩემპიონატი შეაჯამა.   
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ივნისი 19
19 ივნისს, შიდა ქართლში კონფლიქტისპირა სოფელ ერგნეთში ფეხბურთის ფედერაციამ 19-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის თასი ჩაიტანა - ევროპირველობას 2-15 ივლისს საქართველო მასპინძლობს.   
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ივნისი 19
19 ივნისს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გორს ესტუმრნენ და "თენგიზ ბურჯანაძის" სახელობის სტადიონზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ - გორის სტადიონი 19-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის სამასპინძლოდ ემზადება.