სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
            01
02 03 04 05 06 07 08
09 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

საქართველო მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალისთვის ემზადება

თარიღი: 2017 ივნისი 17

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალისთვის მიხეილ მესხის სტადიონზე ყველაფერი მზადაა. მსოფლიო რაგბის წარმომადგენლები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან და რაგბის კავშირის პრეზიდენტთან ერთად შეხვდნენ ჩემპიონატის საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს.

ტარიელ ხეჩიკაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი: „ვიმედოვნებთ, რომ ფინალური დღე იქნება საუკეთესო და სტადიონი შეივსება. ეს არის ახალი ეტაპი ქართული რაგბის განვითარებისთვის. საქართველო ნამდვილად შევიდა ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო რაგბის მასპინძელი ქვეყანა".

გოჩა სვანიძე, რაგბის კავშირის პრეზიდენტი: „ფინალი იქნება დაუვიწყარი, საქართველო, ალბათ, დაასრულებს ამ მსოფლიო ჩემპიონატს, როგორც ერთ-ერთი ღირსეული მონაწილე მსოფლიო რაგბის საზოგადოებაში. მინდა აღვნიშნო, რომ ბევრი უცხოელი დატოვებს ჩვენს ქვეყანას მდიდარი შთაბეჭდილებით".

საიმონ ქიბლი, ტურნირის დირექტორი: „ხვალინდელი მატჩისთვის ყველაფერი მზადაა. ვფიქრობ, რომ მონაწილეები არიან  კარგ ფორმაში. ჩვენ წინ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის და ვიმედოვნებ, რომ სტადიონი მაყურებლით გაივსება".

18 ივნისს ბოლო შეხვედრას საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები თანატოლ ირლანდიელებთან 13:00 საათზე გამართავს. ნაკრები გუნდები მეცხრე ადგილისთვის იბრძოლებენ. 15:30 საათზე მესამე ადგილისთვის ერთმანეთს დაუპირისპირდებიან სამხრეთ აფრიკისა და საფრანგეთის ნაკრებები. ფინალი კი 18:00 საათზე დაიწყება.  20-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონობისთვის ინგლისისა და ახალი ზელანდის ნაკრებები იბრძოლებენ.

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს საქართველო პირველად მასპინძლობს და ის პროექტ Check In Georgia Sport-ის ფარგლებში იმართება.

მსოფლიო ჩემპიონატში 12 უძლიერესი ნაკრები იღებს მონაწილეობას. ჯგუფური ეტაპის მატჩები თბილისსა და ქუთაისში გაიმართა, პლეი-ოფის შეხვედრებს, ასევე ნახევარფინალებსა და ფინალებს კი თბილისის „ავჭალის" რაგბის სტადიონი და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებენ.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი „მსოფლიო რაგბის" მიერ ორგანიზებულ ტურნირებს შორის მნიშვნელობით მეორე ადგილზეა (მსოფლიო თასის შემდეგ) და ის წელს მეათედ ტარდება. აქამდე ჩატარებული 9 ჩემპიონატიდან 5 ახალმა ზელანდიამ მოიგო, 3 ინგლისმა და ერთი სამხრეთ აფრიკამ.

 

სამინისტროს პრესსამსახური

 

 

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 23
საქართველოს ნაკრებმა საღამოს ვარჯიში მაიკლ დიქსონთან ერთად ჩაატარა. ამერიკელი მწვრთნელებმა ბოლოდე დატვირთეს და ცხადია კომბინაციების დამუშავების დროსაც მას გამორჩეული ადგილი ეკავა - დიქსონი ხვალინდელ შეხვედრაში ეროვნული გუნდის უმთავრესი იმედია.საქართველოს ნაკრების "შხვეხატ არენაზე"მისვლის შედეგ მოედანი დატოვა ავსტრიის ნაკრებმა.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
23-25 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები ძიუდოში, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფის პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - დიუსელდორფის გრან სლემზე მიიღებენ მონაწილეობას. დიუსელდორფის გრან სლემზე, მედლებისთვის მსოფლიოს 71 ქვეყნის 500 ძიუდოისტი იბრძოლებს მამაკაცთა და ქალთა შორის. 23, 24 და 25 თებერვალს წინასწარი შეხვედრები 3 ტატამზე თბილისის დროით 13:00 საათიდან დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათიდან აიღებს სტარტს.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან მატჩისთვის მზადებას განაგძობს. ეროვნულმა გუნდმა "შვეხატ არენაზე" მეორე ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში ინტენსიურად არის ჩართული ზუროსის თანაშემწე - გიორგიოს ლიმნიატისი, რომელიც მოთამაშეებთან ინდივიდუალურად მუშაობს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ვენაში პირველი ვარჯიში გამართა. ილიას ზუროსის გუნდი "შვეხატ არენაზე" 1 საათის და 15 წუთის განმავლობაში დაიტვირთა. ბერძენმა სპეციალისტმა გუნდი კომბინაციებზე ავარჯიშა. დიდი ყურადღება დაეთმო დაცვაში თამაშს და სხვადასხვა ტაქტიკური მონახაზის დამუშავებას. ნაკრების 12-ივე კალათბურთელი თავს კარგად გრძნობს. ერთადერთი ვისაც ტრამვის პრობლემა ჰქონდა, ეს გამოცდილი გამთამაშებელი გიორგი ცინცაძეა, რომელმაც ნაკრების ექიმის თემურ ხვედელიძის განცხადებით რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით გაიარა და 23 თებერვლის მატჩისთვის მზად იქნება. ეროვნულმა გუნდმა ვენაში ერთ-ერთი ლიდერის მაიკლ დიქსონის გარეშე ივარჯიშა. დიქსონი გუნდს ხვალ შეუერთდება და საწვრთნელ პროცესში ჩაერთვება. ზუროსი გუნდს 22 თებერვალს ორჯერ ავარჯიშებს - დილას და საღამოს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 21
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ჩარტერული რეისით ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ჩაფრინდა და სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" დაბინავდა.