სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
          01 02
07 09
15 16
22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

გორი 19-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპირველობისთვის ემზადება (ვიდეო)

თარიღი: 2017 ივნისი 19

19 ივნისს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გორს ესტუმრნენ და "თენგიზ ბურჯანაძის" სახელობის სტადიონზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ - გორის სტადიონი 19-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის სამასპინძლოდ ემზადება.

ევროპირველობა საქართველოში 2-15 ივლისს ჩატარდება, გორის სტადიონი ჯგუფური ეტაპის თამაშებს უმასპინძლებს. სტადიონზე უეფას მოთხოვნების შესაბამისად, სარემონტო სამუშაოები ჩატარდა, სამუშაოების ჩასატარებლად ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ბიუჯეტიდან 1 354 000 (ერთი მილიონ სამასორმოცდათოთხმეტი ათასი) ლარი გამოიყო.

სტადიონზე ამ ეტაპზე ბოლო დეტალების დაზუსტება და მოწესრიგება მიმდინარეობს და ორი კვირის შემდეგ, ევროპის ჩემპიონატის გახსნის დღეს "თენგიზ ბურჯანაძის" სახელობის სტადიონი ევროპის ჩემპიონატის სამასპინძლოდ სრულ მზადყოფნაში იქნება. სტადიონის შემდეგ მინისტრი ქართლის მოედანს ესტუმრა, იქ განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო და მოედანზე უახლოეს მომავალში დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით ადგილობრივ ხელისუფლებას მითითებები მისცა.

ქართლის სტადიონის რეაბილიტაციისთვის 52 ათასი ლარი გამოიყო და სამუშაოები სექტემბრის ბოლოს დასრულდება. მოგვიანებით, ტარიელ ხეჩიკაშვილმა გორში, რაგბის კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე მრავალფუნქციური სპორტის სასახლის სამუშაოები დაათვალიერა და ლევან ტარყაშვილისგან მშენებლობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო - ტარყაშვილი "სპორტმშენსერვისის" დირექტორია, თავის მხრივ "სპორტმშენსერვისი" სპორტის სასახლის დროულად და ხარისხიანად მშენებლობაზეა პასუხისმგებელი.

ფოტო - თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ივლისი 17
17 ივლისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეში ძალოსნობის ახალი, რეაბილიტირებული დარბაზი გაიხსნა.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ივლისი 13
13 ივლისს, სპორტულ კომპლექს "არენა 1-ში" გაიმართა ტაეკვონდოს კორეელი სპეციალისტების თეორიული და პრაქტიკული სემინარი, რომელსაც კორეელი მწვრთნელები ქართველი სპორტსმენებისთვის ატარებენ. ღონისძიებას დაესწრო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ივლისი 08
7 ივლისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სპორტულ ჟურნალისტთა ტრადიციული მედია- ფესტივალი - ბაჩოს თასი 2017 გაიმართა. "ბაჩოს თასი 2017" მინი-ფეხბურთსა და 3/3-ზე კალათბურთში ჩატარდა, ტურნირში მონაწილეობა სხვადასხვა გუნდებში გადანაწილებულმა სპორტულმა ჟურნალისტებმა და ბაჩო სვანიძის მეგობრებმა მიიღეს.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ივლისი 06
6 ივლისს, სამინისტროში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი ლოდიამ, მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ და სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ უმასპინძლეს მსოფლიოს ჩემპიონატიდან დაბრუნებულ კონტაქტური კარატეს ეროვნულ ნაკრებს, რომელმაც მსოფლიოს პირველობაზე ისტორიული შედეგი აჩვენა  - ანდრეი ზინჩენკომ (65 კგ) ვერცხლის და მიხეილ წიკლაურმა (75 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.   
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ივლისი 05
5 ივლისს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებული მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრებების მიღება. ევროპირველობაზე წარმატებით გამოსულ მოჭიდავეებს და ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელობას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ უმასპინძლეს.