სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  01 02 03 04 05 06
07 08 09 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ტარიელ ხეჩიკაშვილი N16 დაწესებულებაში ამხანაგურ მატჩს დაესწრო

თარიღი: 2017 ივნისი 22

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი  N16 დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში კალათბურთელებსა და მსჯავრდებულებს შორის გამართულ ამხანაგურ მატჩს დაესწრნენ.
სპორტულ ღონისძიებას კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე და სუპერლიგის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ზამბახიძე ესწრებოდნენ. კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა მსჯავრდებულებს საჩუქრად კალათბურთის ბურთები, მაისურები და შორტები გადასცეს.

კახი კახიშვილმა ტარიელ ხეჩიკაშვილსა და სტუმრებს N16 პენიტენციური დაწესებულების ინფრასტრუქტურა, გრძელვადიანი პაემნებისათვის განკუთვნილი ოთახები, პურის საცხობი, სასადილო და სპორტული დარბაზები დაათვალიერებინა. 

კახი კახიშვილი: „N16 პენიტენციურ დაწესებულებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი და კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ესტუმრნენ. დღევანდელი ამხანაგური მატჩი მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას ემსახურება. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს მსჯავრდებულთა შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და მათ საზოგადოებასთან ინტეგრაციას."

ტარიელ ხეჩიკაშვილი: „მსჯავრდებულებს ყველა პირობა აქვთ იმისთვის, რომ სურვილის შემთხვევაში, სპორტული აქტოვობებით დაკავდნენ. მოხარული ვარ, რომ დაწესებულებაში მსჯავრდებულებს საშუალება ეძლევათ ცხოვრების ჯანსაღი წესი აირჩიონ. ჩვენ მზად ვართ მომავალშიც ვითანამშრომლოთ სასჯელაღსრულების სამინისტროსთან და სპორტული აქტივობები ერთად განვახორციელოთ."

სპორტული ღონისძიება სასჯელაღსურლებისა  და პრობაციის სამინისტროს ორგანიზებითა და კალათბურთის ფედერაციის მხარდაჭერით განხორციელდა.

სამინისტროს პრესსამსახური

 

 

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 23
საქართველოს ნაკრებმა საღამოს ვარჯიში მაიკლ დიქსონთან ერთად ჩაატარა. ამერიკელი მწვრთნელებმა ბოლოდე დატვირთეს და ცხადია კომბინაციების დამუშავების დროსაც მას გამორჩეული ადგილი ეკავა - დიქსონი ხვალინდელ შეხვედრაში ეროვნული გუნდის უმთავრესი იმედია.საქართველოს ნაკრების "შხვეხატ არენაზე"მისვლის შედეგ მოედანი დატოვა ავსტრიის ნაკრებმა.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
23-25 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები ძიუდოში, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფის პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - დიუსელდორფის გრან სლემზე მიიღებენ მონაწილეობას. დიუსელდორფის გრან სლემზე, მედლებისთვის მსოფლიოს 71 ქვეყნის 500 ძიუდოისტი იბრძოლებს მამაკაცთა და ქალთა შორის. 23, 24 და 25 თებერვალს წინასწარი შეხვედრები 3 ტატამზე თბილისის დროით 13:00 საათიდან დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათიდან აიღებს სტარტს.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან მატჩისთვის მზადებას განაგძობს. ეროვნულმა გუნდმა "შვეხატ არენაზე" მეორე ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში ინტენსიურად არის ჩართული ზუროსის თანაშემწე - გიორგიოს ლიმნიატისი, რომელიც მოთამაშეებთან ინდივიდუალურად მუშაობს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ვენაში პირველი ვარჯიში გამართა. ილიას ზუროსის გუნდი "შვეხატ არენაზე" 1 საათის და 15 წუთის განმავლობაში დაიტვირთა. ბერძენმა სპეციალისტმა გუნდი კომბინაციებზე ავარჯიშა. დიდი ყურადღება დაეთმო დაცვაში თამაშს და სხვადასხვა ტაქტიკური მონახაზის დამუშავებას. ნაკრების 12-ივე კალათბურთელი თავს კარგად გრძნობს. ერთადერთი ვისაც ტრამვის პრობლემა ჰქონდა, ეს გამოცდილი გამთამაშებელი გიორგი ცინცაძეა, რომელმაც ნაკრების ექიმის თემურ ხვედელიძის განცხადებით რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით გაიარა და 23 თებერვლის მატჩისთვის მზად იქნება. ეროვნულმა გუნდმა ვენაში ერთ-ერთი ლიდერის მაიკლ დიქსონის გარეშე ივარჯიშა. დიქსონი გუნდს ხვალ შეუერთდება და საწვრთნელ პროცესში ჩაერთვება. ზუროსი გუნდს 22 თებერვალს ორჯერ ავარჯიშებს - დილას და საღამოს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 21
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ჩარტერული რეისით ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ჩაფრინდა და სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" დაბინავდა.