სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  01 02 03 04 05 06
07 08 09 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

24 ივნისს ჩითახევში ექსტრემალურ ტრიატლონში მედია-ტურნირი გაიმართება

თარიღი: 2017 ივნისი 23



24 ივნისს ბორჯომის რაიონში სოფელ ჩითახევში მდინარე მტკვარზე და მის მიმდებარე ბანაკში მასმედიის წარმომადგენლებისთვის მედია-ტურნირი "ჯომარდია" გაიმართება ექსტრემალურ ტრიატლონში. აღნიშნული ტურნირი მანამდე არსებული „მედია ჯომარდის" გაფართოებული და გამრავალფეროვნებული ვარიანტია. 

ტურნირთან დაკავშირებით, 23 ივნისს ოლიმპიურ სასახლეში პრესკონფერენცია ჩატარდა, სადაც ჟურნალისტებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, სპორტი ყველასათვის ფედერაციის პრეზიდენტი მაია აზარაშვილი და ჯომრდობის ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქაცარავა შეხვდნენ.

"მედიის წარმომადგენლების მონაწილეობა სპორტულ აქტივობებში ძალზედ მნიშვნელოვანია. ჩვენ რა თქმა უნდა, კარგი პარტნიორები ვართ და ყველანი ერთად, ერთ საერთო მიზანს ვემსახურებით და ესაა ქართული სპორტის პროპაგანდა, წინსვლა და წარმატება. ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ არაერთ მედია-ტურნირს ვუწევთ ორგანიზებას. როგორც ცნობილია, 2 ივლისი სპორტული მედიის საერთაშორისო დღეა და აღნიშნული ტურნირი სწორედ ამ დღეს ეძღვნება. ასევე, ივლისის დასწაყისში დაგეგმილი გვაქვს ტრადიციული "ბაჩოს თასის" ჩატარება, რომელიც უკვე საერთაშორისო სახეს იღებს. ზოგადად, მოხარულნი ვართ, რომ მსგავსი მედია-ტურნირები ჟურნალისტების დიდ დაინტერსებას იწვევს და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას უწყობს ხელს." - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა პრესკონფერენციაზე.

შარშანდელისგან განსხვავებით, წელს ჯომარდობას დაემატა ორი სახეობა - მშვილდოსნობა და კლდეზე ცოცვა. ღონისძების მიზნობრიობაა ექსტრემალური, სათავგადასავლო ტურისტული აქტივობებისა და სპორტის ინტეგრაცია, პოპულარიზაცია და მასობრიობის შექმნა. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად გადაწყდა სახეობების დამატება და შეჯიბრის სტრუქტურის გაფართოვება. ამის საშუალებას კი იძლევა „ჯომარდიაში" არსებული ინფრასტრუქტურა, რომელიც სპორტისა და ახალგაზრობის საქმეთა სამინისტროს დახმარებით გაუმჯობესდა წელს უკვე ჩატარებული ჯომარდობის ევროპის ჩეპიონატისთვის.

ღონისძიების მთავარი მხარდამჭერია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. ორგანიზატორები - ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის" და საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაცია.

ტურნირში 20 გუნდი მონაწილეობს, მათ შორის ყველა წამყვანი ტელევიზიის გუნდი, რადიოები, სხვადასხვა ინტერნეტ გამოცემები, სპორტული ჟურნალისტების გაერთიანებული გუნდი და ა.შ.
გუნდი აუცილებლად უნდა შედგებოდეს 6 ადამიანისგან, მათ შორის ქალები და ვაჟები. გუნდში დასაშვებია მაქსიმუმ 4 მამაკაცი ძალების თანაფარდობისთვის.

გამარჯვებულებს გადაეცემათ მედლები და თასი, ასევე ფასიანი პრიზები.  

საკონტაქტო ინფორმაცია:

მაია აზარაშვილი - ეროვნული ფედერაცია სპორტი ყველასათვის პრეზიდენტი. მობ:  555005007

სოფო ხაჭაპურიძე  - ჯომარდობის ფედერაცია , საზ. ურთიერთობის მენეჯერი. მობ:  574773030

e-mail: geosportforall@gmail.com, Sofiakhachapuridze@gmail.com georaftfed@gmail.com



ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 23
საქართველოს ნაკრებმა საღამოს ვარჯიში მაიკლ დიქსონთან ერთად ჩაატარა. ამერიკელი მწვრთნელებმა ბოლოდე დატვირთეს და ცხადია კომბინაციების დამუშავების დროსაც მას გამორჩეული ადგილი ეკავა - დიქსონი ხვალინდელ შეხვედრაში ეროვნული გუნდის უმთავრესი იმედია.საქართველოს ნაკრების "შხვეხატ არენაზე"მისვლის შედეგ მოედანი დატოვა ავსტრიის ნაკრებმა.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
23-25 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები ძიუდოში, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფის პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - დიუსელდორფის გრან სლემზე მიიღებენ მონაწილეობას. დიუსელდორფის გრან სლემზე, მედლებისთვის მსოფლიოს 71 ქვეყნის 500 ძიუდოისტი იბრძოლებს მამაკაცთა და ქალთა შორის. 23, 24 და 25 თებერვალს წინასწარი შეხვედრები 3 ტატამზე თბილისის დროით 13:00 საათიდან დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათიდან აიღებს სტარტს.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან მატჩისთვის მზადებას განაგძობს. ეროვნულმა გუნდმა "შვეხატ არენაზე" მეორე ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში ინტენსიურად არის ჩართული ზუროსის თანაშემწე - გიორგიოს ლიმნიატისი, რომელიც მოთამაშეებთან ინდივიდუალურად მუშაობს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ვენაში პირველი ვარჯიში გამართა. ილიას ზუროსის გუნდი "შვეხატ არენაზე" 1 საათის და 15 წუთის განმავლობაში დაიტვირთა. ბერძენმა სპეციალისტმა გუნდი კომბინაციებზე ავარჯიშა. დიდი ყურადღება დაეთმო დაცვაში თამაშს და სხვადასხვა ტაქტიკური მონახაზის დამუშავებას. ნაკრების 12-ივე კალათბურთელი თავს კარგად გრძნობს. ერთადერთი ვისაც ტრამვის პრობლემა ჰქონდა, ეს გამოცდილი გამთამაშებელი გიორგი ცინცაძეა, რომელმაც ნაკრების ექიმის თემურ ხვედელიძის განცხადებით რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით გაიარა და 23 თებერვლის მატჩისთვის მზად იქნება. ეროვნულმა გუნდმა ვენაში ერთ-ერთი ლიდერის მაიკლ დიქსონის გარეშე ივარჯიშა. დიქსონი გუნდს ხვალ შეუერთდება და საწვრთნელ პროცესში ჩაერთვება. ზუროსი გუნდს 22 თებერვალს ორჯერ ავარჯიშებს - დილას და საღამოს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 21
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ჩარტერული რეისით ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ჩაფრინდა და სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" დაბინავდა.