სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
01 02 03 04 05 06 07
08 09 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

თბილისში სპორტული ფილმების ფესტივალი გაიხსნა

თარიღი: 2017 ივნისი 23

22 ივნისს, „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში" საფესტივალო ფილმების ჩვენება გაიმართა.  ფესტივალის პირველი დღე სპორტის თემატიკაზე შექმნილ ქართული კინოს 3 ლეგენდარულ ნამუშევარს დაეთმო. სწორედ ძველი ქართული მხატვრული ფილმების („ფეოლა", „ბურთი და მოედანი", „პირველი მერცხალი")  ჩვენებით გაიხსნა ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი. 

თბილისის სპორტული ფილმების ფესტივალი (TSFF) ამ სახით პირველად იმართება. წელს TSFF-ში 21 ფილმი იქნება ნაჩვენები, მათ შორის 5 უცხოური.  TSFF-ის წინამორბედი ფესტივალი, რომელიც „ნიამორის" სახელით იყო ცნობილი საქართველოში 2004 წლიდან ტარდებოდა და მასში მონაწილეობა 30-მდე ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო.

წლევანდელ ფესტივალში, რომელიც ახალ ათვლას იწყებს, კიდევ ერთ თბილისურ ფესტივალის CineDoc-ის მონაწილე 2 ფილმი იქნება ნაჩვენები.

ფესტივალის ფარგლებში ერთი დღე მთლიანად საზოგადოებრივ მაუწყებელს დაეთმობა. ტელეკომპანიას TSFF-ზე სპორტულ თემაზე  11 ნამუშევარი აქვს წარმოდგენილი.  ფესტივალზე ნაჩვენები იქნება  ქართველი სტუდენტების, საჯარო სკოლის მოსწავლეების, იტალიელი და ამერიკელი დოკუმენტალისტების რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი, სპორტული დოკუმენტური კინოს სხვადასხვა ფესტივალის მონაწილე ერთი იტალიური (19'72) და ერთიც ქართული (მდგმურები) ფილმი. ასევე შედგება ახალი ფილმის „ქართული წყალბურთის" საპრემიერო ჩვენებაც.

TSFF-ი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება, ხოლო საფესტივალო კატალოგი-თბილისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელშეწყობით.  ფესტივალი 22 ივნისს 19:00 გაიხსნა და 25 ივნისს დაიხურება.

TSFF-ის მედია პარტნიორები არიან:  რადიო ჯაკო, myvideo.ge, mysport.ge, procervise.ge

 

 

სამინისტროს პრესსამსახური

 

 

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 23
საქართველოს ნაკრებმა საღამოს ვარჯიში მაიკლ დიქსონთან ერთად ჩაატარა. ამერიკელი მწვრთნელებმა ბოლოდე დატვირთეს და ცხადია კომბინაციების დამუშავების დროსაც მას გამორჩეული ადგილი ეკავა - დიქსონი ხვალინდელ შეხვედრაში ეროვნული გუნდის უმთავრესი იმედია.საქართველოს ნაკრების "შხვეხატ არენაზე"მისვლის შედეგ მოედანი დატოვა ავსტრიის ნაკრებმა.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
23-25 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები ძიუდოში, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფის პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - დიუსელდორფის გრან სლემზე მიიღებენ მონაწილეობას. დიუსელდორფის გრან სლემზე, მედლებისთვის მსოფლიოს 71 ქვეყნის 500 ძიუდოისტი იბრძოლებს მამაკაცთა და ქალთა შორის. 23, 24 და 25 თებერვალს წინასწარი შეხვედრები 3 ტატამზე თბილისის დროით 13:00 საათიდან დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათიდან აიღებს სტარტს.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან მატჩისთვის მზადებას განაგძობს. ეროვნულმა გუნდმა "შვეხატ არენაზე" მეორე ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში ინტენსიურად არის ჩართული ზუროსის თანაშემწე - გიორგიოს ლიმნიატისი, რომელიც მოთამაშეებთან ინდივიდუალურად მუშაობს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ვენაში პირველი ვარჯიში გამართა. ილიას ზუროსის გუნდი "შვეხატ არენაზე" 1 საათის და 15 წუთის განმავლობაში დაიტვირთა. ბერძენმა სპეციალისტმა გუნდი კომბინაციებზე ავარჯიშა. დიდი ყურადღება დაეთმო დაცვაში თამაშს და სხვადასხვა ტაქტიკური მონახაზის დამუშავებას. ნაკრების 12-ივე კალათბურთელი თავს კარგად გრძნობს. ერთადერთი ვისაც ტრამვის პრობლემა ჰქონდა, ეს გამოცდილი გამთამაშებელი გიორგი ცინცაძეა, რომელმაც ნაკრების ექიმის თემურ ხვედელიძის განცხადებით რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით გაიარა და 23 თებერვლის მატჩისთვის მზად იქნება. ეროვნულმა გუნდმა ვენაში ერთ-ერთი ლიდერის მაიკლ დიქსონის გარეშე ივარჯიშა. დიქსონი გუნდს ხვალ შეუერთდება და საწვრთნელ პროცესში ჩაერთვება. ზუროსი გუნდს 22 თებერვალს ორჯერ ავარჯიშებს - დილას და საღამოს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 21
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ჩარტერული რეისით ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ჩაფრინდა და სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" დაბინავდა.