სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
        01 02 03
04 05 06 07 08 09 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ფეხბურთი: ევროპის ჩემპიონატის წინ 19-წლამდელთა ნაკრები მინისტრმა გაამხნევა

თარიღი: 2017 ივნისი 28

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა მოინახულა. გიორგი ყიფიანის გუნდი 2-15 ივლისს საქართველოში დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს.

„მალე ჩვენი ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვან შეჯიბრებას უმასპინძლებს, სადაც სწორედ თქვენ უნდა დაიცვათ საქართველოს ღირსება. ფეხბურთი ჩვენთან ძალიან პოპულარულია და ამის შეხსენება, ვიცი, არ გჭირდებათ, მაგრამ მაინც მსურს გითხრათ, რომ თქვენს გუნდს დღეს, როგორც არასდროს, უდიდესი ყურადღება ექცევა. დარწმუნებული ვარ თითოეული თქვენგანი სრულად გაამართლებს იმ იმედს, რომელსაც გულშემატკივარი თქვენზე ამყარებს. 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული თამაში სწორედ ის გზაა, რომელიც დიდი ფეხბურთისკენ მიმავალ გზას გიჩვენებთ. მინდა მთელი ქვეყნის სახელით ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული თამაში და გამარჯვება გისურვოთ", - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ავთანდილ ღოღობერიძის სახელობის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში ვიზიტისას.

გიორგი ყიფიანი „ბასაზე" გაფართოებული შემადგენლობით ემზადება, რამდენიმე დღეში კი იმ 18 მოთამაშეს დაასახელებს, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ. 30 ივნისიდან საქართველოს და ევროპის ჩემპიონატის მონაწილე კიდევ 7 გუნდს სასტუმრო „ჰუალინგი" უმასპინძლებს.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას 2 ივლისს, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ჩაატარებს. მეტოქე ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი პორტუგალია იქნება.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 23
საქართველოს ნაკრებმა საღამოს ვარჯიში მაიკლ დიქსონთან ერთად ჩაატარა. ამერიკელი მწვრთნელებმა ბოლოდე დატვირთეს და ცხადია კომბინაციების დამუშავების დროსაც მას გამორჩეული ადგილი ეკავა - დიქსონი ხვალინდელ შეხვედრაში ეროვნული გუნდის უმთავრესი იმედია.საქართველოს ნაკრების "შხვეხატ არენაზე"მისვლის შედეგ მოედანი დატოვა ავსტრიის ნაკრებმა.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
23-25 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები ძიუდოში, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფის პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - დიუსელდორფის გრან სლემზე მიიღებენ მონაწილეობას. დიუსელდორფის გრან სლემზე, მედლებისთვის მსოფლიოს 71 ქვეყნის 500 ძიუდოისტი იბრძოლებს მამაკაცთა და ქალთა შორის. 23, 24 და 25 თებერვალს წინასწარი შეხვედრები 3 ტატამზე თბილისის დროით 13:00 საათიდან დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათიდან აიღებს სტარტს.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან მატჩისთვის მზადებას განაგძობს. ეროვნულმა გუნდმა "შვეხატ არენაზე" მეორე ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში ინტენსიურად არის ჩართული ზუროსის თანაშემწე - გიორგიოს ლიმნიატისი, რომელიც მოთამაშეებთან ინდივიდუალურად მუშაობს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ვენაში პირველი ვარჯიში გამართა. ილიას ზუროსის გუნდი "შვეხატ არენაზე" 1 საათის და 15 წუთის განმავლობაში დაიტვირთა. ბერძენმა სპეციალისტმა გუნდი კომბინაციებზე ავარჯიშა. დიდი ყურადღება დაეთმო დაცვაში თამაშს და სხვადასხვა ტაქტიკური მონახაზის დამუშავებას. ნაკრების 12-ივე კალათბურთელი თავს კარგად გრძნობს. ერთადერთი ვისაც ტრამვის პრობლემა ჰქონდა, ეს გამოცდილი გამთამაშებელი გიორგი ცინცაძეა, რომელმაც ნაკრების ექიმის თემურ ხვედელიძის განცხადებით რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით გაიარა და 23 თებერვლის მატჩისთვის მზად იქნება. ეროვნულმა გუნდმა ვენაში ერთ-ერთი ლიდერის მაიკლ დიქსონის გარეშე ივარჯიშა. დიქსონი გუნდს ხვალ შეუერთდება და საწვრთნელ პროცესში ჩაერთვება. ზუროსი გუნდს 22 თებერვალს ორჯერ ავარჯიშებს - დილას და საღამოს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 21
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ჩარტერული რეისით ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ჩაფრინდა და სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" დაბინავდა.