სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
          01 02
07 09
15 16
22 23
26 27 28 29 30
31            

თბილისში ჭიდაობის სასახლე აშენდება

თარიღი: 2017 ივნისი 29

თბილისში ჭიდაობის სასახლის აშენების საკითხი სამინისტროში გამართულ "სპორტული ორგანიზაციების აღიარებისა და დაფინანსების საბჭოს" სხდომაზე განიხილეს. 30 მაისს, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ შოთა ხაბარელმა ჭიდაობის ფედერაციისთვის თბილისში მდებარე ოლიმპიური სასახლის გადაცემის საკითხი წამოჭრა.  მოგვიანებით, სამინისტროში გამართულ სხდომაზე საბჭომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია ფედერაციისთვის სასახლის გადაცემის საკითხი, რადგან ოლიმპიურ სასახლეს უმნიშვნელოვანესი დანიშნულება აქვს. სასახლეში წლის განმავლობაში, სპორტის სხვადასხვა სახეობაში ათეულობით შიდა და საერთაშორისო მასშტაბის შეჯიბრება ტარდება. სამინისტრომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საქართველოში ჭიდაობას უდიდესი ტრადიციები აქვს, საერთაშორისო სარბიელზე  ქართველი მოჭიდავეები წარმატებებს აღწევენ და დიდი წვლილი შეაქვთ ქართული სპორტის განვითარებაში. აქედან გამომდინარე, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება თბილისში ახალი ჭიდაობის სასახლე აშენდეს. ხოლო ვიდრე სასახლე აშენდება, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ საბჭოს შესთავაზა, ჭიდაობის ფედერაციას დაეთმოს  დიღომში მდებარე ტანვარჯიშის სასახლის ერთი დარბაზი თავისი სრული ინფრასტრუქტურით (გასახდელები, საშხაპეები და ა.შ.), სადაც იქნება ყველა სავარჯიშო პირობა ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებებისთვის. სამინისტროს შეთავაზებას საბჭოს წევრებმა მხარი დაუჭირეს. სხდომაზე აღინიშნა, რომ საკითხი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ უკვე დაყენებულია მთავრობის სხდომაზე და მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება სასახლის მშენებლობასთან დაკავშირებით. საბჭოს წევრებმა და მოწვეულმა სტუმრებმა გამოთქვეს მზადყოფნა ერთობლივად იმუშავონ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შესაბამისი თანხების მოძიების კუთხით.

საბჭოს სხდომას ხელმძღვანელობდა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი (საბჭოს თავმჯდომარე). სხდომას ესწრებოდნენ საბჭოს წევრები:  მინისტრის მოადგილეები აკაკი ლოდია და შალვა გოგოლაძე, სპორტის პოლიტიკისა და მართვის  დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, პარლამენტის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი,  კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი აბუსერიძე, სამინისტროს, სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის, სპორტის კვლევისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი ვასილ ლიპარტელიანი  პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი შალვა მაისურაძე, ასევე მოწვეული სტუმრები -  პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, პარლამენტის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შოთა ხაბარელი და შპს "სპორტმშენსერვისის" დირექტორი ლევან ტარყაშვილი.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ივლისი 17
17 ივლისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეში ძალოსნობის ახალი, რეაბილიტირებული დარბაზი გაიხსნა.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ივლისი 13
13 ივლისს, სპორტულ კომპლექს "არენა 1-ში" გაიმართა ტაეკვონდოს კორეელი სპეციალისტების თეორიული და პრაქტიკული სემინარი, რომელსაც კორეელი მწვრთნელები ქართველი სპორტსმენებისთვის ატარებენ. ღონისძიებას დაესწრო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ივლისი 08
7 ივლისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სპორტულ ჟურნალისტთა ტრადიციული მედია- ფესტივალი - ბაჩოს თასი 2017 გაიმართა. "ბაჩოს თასი 2017" მინი-ფეხბურთსა და 3/3-ზე კალათბურთში ჩატარდა, ტურნირში მონაწილეობა სხვადასხვა გუნდებში გადანაწილებულმა სპორტულმა ჟურნალისტებმა და ბაჩო სვანიძის მეგობრებმა მიიღეს.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ივლისი 06
6 ივლისს, სამინისტროში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი ლოდიამ, მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ და სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ უმასპინძლეს მსოფლიოს ჩემპიონატიდან დაბრუნებულ კონტაქტური კარატეს ეროვნულ ნაკრებს, რომელმაც მსოფლიოს პირველობაზე ისტორიული შედეგი აჩვენა  - ანდრეი ზინჩენკომ (65 კგ) ვერცხლის და მიხეილ წიკლაურმა (75 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.   
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ივლისი 05
5 ივლისს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებული მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრებების მიღება. ევროპირველობაზე წარმატებით გამოსულ მოჭიდავეებს და ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელობას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ უმასპინძლეს.