სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
          01 02
07 09
15 16
22 23
26 27 28 29 30
31            

“ივენთ ჰოლში“ გაიმართა ფილმის ჩვენება - “ქართული წყალბურთის ისტორია“ (ვიდეო)

თარიღი: 2017 ივნისი 30

30 ივნისს,"ივენთ ჰოლში" გაიმართა ქართული წყალბურთის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით გადაღებული ფილმის ჩვენება - "ქართული წყალბურთის ისტორია" , რომელსაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, პირველ მოადგილესთან აკაკი ლოდიასთან და მოადგილესთან რევაზ ჯაველიძესთან ერთად დაესწრო.

ქართულ წყალბურთზე გადღებული ფილმის რეჟისორი თეიმურაზ ჩიხლაძე, ხოლო პროდიუსერი გოგი თორაძე გახლავთ. 50 წუთიანი ფილმი ქართული წყალბურთის ისტორიას ეხება და ბევრ საინტერესო ამბავს გადმოგვცემს.

ფილმი მოგვითხრობს, ძველი თაობის ლეგენდარულ წყალბურთელებზე, რომლებმაც ქართული წყალბურთის ისტორია დაწერეს და მოქმედ წყალბურთელებზე, საქართველოს ნაკრების სპორტსმენებზე, ვინც საქართველოს ნაკრების სახელით უკვე ითამაშა 2014 და 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე და ემზადება 2018 წლის ევროპირველობაზე გამოსასვლელად.

ფილმის ჩვენებას ასევე დაესწრო კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე, მოწვეული სტუმრები და მოქმედი წყალბურთელები - საქართველოს ნაკრების წევრები, საქართველოს რეგონებიდან ჩამოსული საწყლოსნო ფედერაციის რეგიონული ფედერაციების ხელმძღვანელი პირები, წყალბურთელები, გულშემატკივრები, ჟურნალისტები.

ტარიელ ხეჩიკაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, წყალბურთელებს 90 წლის იუბილე მიულოცა და წყალბურთის განვითარების ის გეგმები გააცნო, რომლის განხორციელებასაც სამინისტრო უახლოეს პერიოდში აპირებს.  

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ივლისი 17
17 ივლისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეში ძალოსნობის ახალი, რეაბილიტირებული დარბაზი გაიხსნა.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ივლისი 13
13 ივლისს, სპორტულ კომპლექს "არენა 1-ში" გაიმართა ტაეკვონდოს კორეელი სპეციალისტების თეორიული და პრაქტიკული სემინარი, რომელსაც კორეელი მწვრთნელები ქართველი სპორტსმენებისთვის ატარებენ. ღონისძიებას დაესწრო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ივლისი 08
7 ივლისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სპორტულ ჟურნალისტთა ტრადიციული მედია- ფესტივალი - ბაჩოს თასი 2017 გაიმართა. "ბაჩოს თასი 2017" მინი-ფეხბურთსა და 3/3-ზე კალათბურთში ჩატარდა, ტურნირში მონაწილეობა სხვადასხვა გუნდებში გადანაწილებულმა სპორტულმა ჟურნალისტებმა და ბაჩო სვანიძის მეგობრებმა მიიღეს.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ივლისი 06
6 ივლისს, სამინისტროში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი ლოდიამ, მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ და სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ უმასპინძლეს მსოფლიოს ჩემპიონატიდან დაბრუნებულ კონტაქტური კარატეს ეროვნულ ნაკრებს, რომელმაც მსოფლიოს პირველობაზე ისტორიული შედეგი აჩვენა  - ანდრეი ზინჩენკომ (65 კგ) ვერცხლის და მიხეილ წიკლაურმა (75 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.   
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ივლისი 05
5 ივლისს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებული მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრებების მიღება. ევროპირველობაზე წარმატებით გამოსულ მოჭიდავეებს და ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელობას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ უმასპინძლეს.