სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    04 05
16 18 19
21 22 24 25 26
27 28 29 30      

ზაზა ფაჩულია საპატიო სიგელით დაჯილდოვდა

თარიღი: 2017 ივლისი 03

თბილისის საჯარო ბიბლიოთეკაში,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, განსაკუთრებული ღვაწლის მქონე დიასპორის წარმომადგენლების დაჯილდოების პირველი ოფიციალური ცერემონია გაიმართა. 

ნომინაციაში -„ქართული სპორტის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის"-გამარჯვებული ზაზა ფაჩულია გახდა. ჯილდო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ზაზა ფაჩულიას დედას, მარინა კოდუას გადასცა.

ტარიელ ხეჩიკაშვილი: მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო სტუმრებო!
საქართველოსთვის 2017 წელი სპორტული კუთხით უდავოდ გამორჩეულია: დიდ საერთაშორისო შეჯიბრებებს ვმასპინძლობთ, ქართველი სპორტსმენები თითქმის ყოველ თვე გვახარებენ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე მოგებული ოქროს მედლებით, უამრავ წარმატებებს შორის კი უდავოდ გამორჩეულია ჩვენი სახელოვანი კალათბურთელის, ეროვნული ნაკრების კაპიტნის ზაზა ფაჩულიას მიღწევა - ის NBA-ს ჩემპიონი გახდა!
წმინდა სპორტული კუთხით ეს უდიდესი ტრიუმფია - ამ ტიტულზე ყველა კალათბურთელი ოცნებობს და უნდა ვაღიაროთ, რომ ზაზამ მოახერხა ის, რაც არაერთმა სახელოვანმა მოთამაშემ ვერ შეძლო.
გარდა იმისა, რომ ზაზას ჩემპიონობა უდიდესი სპორტული გამარჯვებაა, მისი ტრიუმფი საქართველოს წარმატებაცაა. როცა ფინალური სერიის უკანასკნელი თამაში დასრულდა, ზაზამ NBA-ს ჩემპიონის თასი საქართველოს დროშასთან ერთად აღმართა. დარწმუნებული ვარ იმ წუთებში არა მარტო მე ვიყავი ძალიან ამაყი და ბედნიერი!
მსურს მივულოცო ჩვენი ქვეყნის საამაყო შვილს - ზაზა ფაჩულიას ეს უდიდესი გამარჯვება, მის დედას, ქალბატონ მარინას კი ეს საპატიო მედალი გადავცე .

ღონისძიების მიზანი, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების დამსახურების აღიარებაა, რომლებმაც პროფესიულ წარმატებებს მიაღწიეს ადგილსამყოფელ ქვეყნებში და ასევე, თავიანთი წვლილი შეიტანეს საქართველოს განვითარების საქმეში და საქართველოს იმიჯის, ქართული კულტურის, სპორტისა და მეცნიერების პოპულარიზაციაში. 

სპეციალურად შექმნილმა კომისიამ,რომელიც დაკომპლექტებული იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პარლამენტისა და ICMPD-ის წარმომადგენლების მიერ, 11 გამარჯვებული გამოავლინა შემდეგ ნომინაციებში: ჯილდო მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის; ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის; ქართული სპორტის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის; საქველმოქმედო საქმიანობაში შეტანილი წვლილისათვის; სახალხო დიპლომატიაში შეტანილი წვლილისათვის; საქართველოს უცხოელი მეგობარი. 

გამარჯვებულებს, სიმბოლურად, ექვთიმე თაყაიშვილის მიერ შეგროვებული და გადარჩენილი საგანძურის ერთ-ერთი ექსპონატის ასლი გადაეცათ. 

სამინისტროს პრესსამსახური

 

 

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 20
შეხვედრაზე მინისტრმა, პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან ერთად მიმდინარე სპორტული სეზონი და ქართველი პარასპორტსმენების მიერ მოპოვებული წარმატებები შეაჯამა.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 17
17 ნოემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში სპორტულ საზოგადოებასთან შეხვედრა გაიმართა. მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი  კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან ერთად სამინისტროს წარმომადგენლებს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებს შეხვდა.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 17
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სტუმრობდა ჩეხეთის რესპუბლიკის განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს დელეგაცია. 
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 10
10 ნოემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინიტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა სამინისტროში უმასპინძლა იაპონიის სრულუფლებიან ელჩს, მის აღმატებულებას ბატონ ტადაჰარუ უეჰარას.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 06
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ფხვენისში ფეხბურთის მოედნის კეთილმწოყობა იგეგმება.