სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
        01 02 03
04 05 06 07 08 09 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

მინისტრმა ჭაბუკ ძიუდოისტებს წარმატება ზედაზენის ოფისში მიულოცა

თარიღი: 2017 ივლისი 04



სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მოადგილეებთან - აკაკი ლოდიასთან, შალვა გოგოლაძესთან და რევაზ ჯაველიძესთან ერთად, 4 ივლისს, საგურამოში, ძიუდოს ფედერაციის გენერალური სპონსორის - კომპანია"ზედაზენის" ოფისში, საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრების წევრებსა და მწვრთნელებს, ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილს და ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა და ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული წარმატება მიულოცა.

"ზედაზენის" ოფისის ეზოში საგანგებოდ მოწყობილ სივრცეში, მინისტრს, ძიუდოს ფედერაციისა და სამინისტროს წარმომადგენლებს, სპორტსმენებსა და მწვრთნელებს "ქართული ლუდის კომპანიის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ცეზარ ჩოჩელმა უმასპინძლა.



"მსურს მივულოცო ჩვენს ჭაბუკ ძიუდოისტებს ეს დიდი წარმატება. ნამდვილად სასიხარულოა, რომ როგორც უფროს ასაკში, ასევე ჭაბუკების და ახალგაზრდების დონეზე საუკეთესოები ვართ ევროპაში. სპორტის სამინისტროსთან ერთად, ძიუდოს ფედერაცია და მწვრთნელთა გუნდი სწორი გზით მუშაობს და მახარებს ჩვენი სპორტის აღმავლობა და ახალი თაობის ასეთი დიდი გამარჯვებები.

ყველა აღიარებს, რომ საქართველოში უნიჭიერესი თაობა მოდის, დარწმუნებული ვარ, რომ ამ თაობაში ნამდვილად არიან მომავალი მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონები. ძიუდოს ყველა გულშემატკივარს ვულოცავ ამ დიდ წარმატებას, ნამდვილად გვეამაყება ჩვენი მომავალი თაობის ასეთი მაღალი შედეგები". - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ჭაბუკ ძიუდოისტებთან შეხვედრისას.

საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა 30 ივნისიდან - 2 ივლისის ჩათვლით ლიტვის ქალაქ კაუნასში გამართულ ჭაბუკ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე დიდ წარმატებას მიაღწიეს და სამივე სინჯის 6 მედალი მოიპოვეს. ინდივიდუალურ ჩათვლაში ევროპის ჩემპიონები გახდნენ - მიხეილ ბახბახაშვილი (-66კგ), ლაშა ბექაური (-73კგ) და სოფიო სომხიშვილი (+70კგ), ვერცხლის მედალი მოიპოვა მიხეილ ბექაურმა (-90კგ), ხოლო ბრინჯაო ლევან ჭელიძემ (+90კგ).

საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები გუნდური გათამაშების ჩემპიონიც გახდა  - ქართველმა ძიუდოისტებმა ფინალური დაპირისპირება უნგრეთის ნაკრებს 4:1 მოუგეს, ფინალში გასვლამდე კი საბერძნეთი, იტალია და რუსეთი დაამარცხეს. ამრიგად, საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა ევროპირველობაზე ჯამში 4 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა! აღსანიშნავია, რომ ჭაბუკთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონის ტიტულს ზედიზედ მესამედ დაეუფლა.

ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესსამსახური
                       

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 23
საქართველოს ნაკრებმა საღამოს ვარჯიში მაიკლ დიქსონთან ერთად ჩაატარა. ამერიკელი მწვრთნელებმა ბოლოდე დატვირთეს და ცხადია კომბინაციების დამუშავების დროსაც მას გამორჩეული ადგილი ეკავა - დიქსონი ხვალინდელ შეხვედრაში ეროვნული გუნდის უმთავრესი იმედია.საქართველოს ნაკრების "შხვეხატ არენაზე"მისვლის შედეგ მოედანი დატოვა ავსტრიის ნაკრებმა.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
23-25 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები ძიუდოში, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფის პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - დიუსელდორფის გრან სლემზე მიიღებენ მონაწილეობას. დიუსელდორფის გრან სლემზე, მედლებისთვის მსოფლიოს 71 ქვეყნის 500 ძიუდოისტი იბრძოლებს მამაკაცთა და ქალთა შორის. 23, 24 და 25 თებერვალს წინასწარი შეხვედრები 3 ტატამზე თბილისის დროით 13:00 საათიდან დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათიდან აიღებს სტარტს.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან მატჩისთვის მზადებას განაგძობს. ეროვნულმა გუნდმა "შვეხატ არენაზე" მეორე ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში ინტენსიურად არის ჩართული ზუროსის თანაშემწე - გიორგიოს ლიმნიატისი, რომელიც მოთამაშეებთან ინდივიდუალურად მუშაობს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ვენაში პირველი ვარჯიში გამართა. ილიას ზუროსის გუნდი "შვეხატ არენაზე" 1 საათის და 15 წუთის განმავლობაში დაიტვირთა. ბერძენმა სპეციალისტმა გუნდი კომბინაციებზე ავარჯიშა. დიდი ყურადღება დაეთმო დაცვაში თამაშს და სხვადასხვა ტაქტიკური მონახაზის დამუშავებას. ნაკრების 12-ივე კალათბურთელი თავს კარგად გრძნობს. ერთადერთი ვისაც ტრამვის პრობლემა ჰქონდა, ეს გამოცდილი გამთამაშებელი გიორგი ცინცაძეა, რომელმაც ნაკრების ექიმის თემურ ხვედელიძის განცხადებით რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით გაიარა და 23 თებერვლის მატჩისთვის მზად იქნება. ეროვნულმა გუნდმა ვენაში ერთ-ერთი ლიდერის მაიკლ დიქსონის გარეშე ივარჯიშა. დიქსონი გუნდს ხვალ შეუერთდება და საწვრთნელ პროცესში ჩაერთვება. ზუროსი გუნდს 22 თებერვალს ორჯერ ავარჯიშებს - დილას და საღამოს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 21
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ჩარტერული რეისით ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ჩაფრინდა და სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" დაბინავდა.