სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       
10
17
23 24
25 26 27 28 29 30  

ახალგაზრდა მოჭიდავეების 13 მედალი ევროპის ჩემპიონატიდან (ვიდეო)

თარიღი: 2017 ივლისი 05

5 ივლისს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებული მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრებების მიღება. ევროპირველობაზე წარმატებით გამოსულ მოჭიდავეებს და ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელობას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ უმასპინძლეს. მინისტრმა მოჭიდავეებს ევროპირველობაზე მოპოვებული წარმატება მიულოცა და სამინისტროს და ფედერაციის თანამშრომლობის გეგმები გააცნო.

27 ივნისიდან - 2 ივლისის ჩათვლით გერმანიის ქალაქმა დორტმუნდმა უმასპინძლა ახალგაზრდა მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატს, რომელზეც საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები წარმატებით გამოვიდნენ და ჯამში 13 მედალი მოიპოვეს. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ანგარიშზე, რომელსაც ბელდუხ გავაშელიშვილი წვრთნის - 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალია. ევროპის ჩემპიონი გივი მაჭარაშვილი (97 კგ) გახდა, ვერცხლის მედალს ნიკა კენჭაძე (74 კგ) დაეუფლა, ხოლო ბრინჯაოს მედლები - ედემი ბოლქვაძემ (60 კგ), თეიმურაზ ვანიშვილმა (55 კგ) და ზაურ ბერაძემ (84 კგ) მოიპოვეს. "თავისუფლებმა" ევროპირველობაზე მე-3 გუნდური ადგილი დაიკავეს.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა კი მედალი რვავე წონაში დაისაკუთრა და 1 გუნდური ადგილი დაისაკუთრა.  ევროპის ჩემპიონები გახდნენ რამაზ სილაგავა (50), ლერი აბულაძე (60) და ზვიად პატარიძე (+120 კგ), ვინც ევროპის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა. ვერცხლის მედალს გიორგი კურტანიძე (66) დაეუფლა, ბრინჯაოს მედლები კი ნუგზარ წურწუმიამ (55), თემურ ჭკუასელიძემ (84), ბექა მამუკაშვილმა (74) და გიორგი ბარბაქაძემ (96) მოიპოვეს. პატარა "ანტიკოსების" მთავარი მწვრთნელი სოსო ჯაბიძეა.

27 ივნისი - 2 ივლისი. დორტმუნდი. ჭიდაობა. ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები

გივი მაჭარაშვილი (97 კგ) - ოქრო
ნიკა კენჭაძე (74 კგ) - ვერცხლი
ედემი ბოლქვაძე (60 კგ) - ბრინჯაო
თეიმურაზ ვანიშვილი (55 კგ) - ბრინჯაო
ზაურ ბერაძე (84 კგ)  - ბრინჯაო
მთავარი მწვრთნელი: ბელდუხ გავაშელიშვილი

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები
რამაზ სილაგავა (50) - ოქრო
ლერი აბულაძე (60)  - ოქრო
ზვიად პატარიძე (+120 კგ) - ოქრო
გიორგი კურტანიძე (66)  - ვერცხლი
ნუგზარ წურწუმია (55) - ბრინჯაო
თემურ ჭკუასელიძემ (84) - ბრინჯაო
ბექა მამუკაშვილი (74) - ბრინჯაო
გიორგი ბარბაქაძე (96)  - ბრინჯაო

მთავარი მწვრთნელი: სოსო ჯაბიძე

ფოტო - თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 სექტემბერი 19
დიდ დიღომში, ოლიმპიური ქალაქის, "ახალი თბილისის" ტერიტორიაზე საფეხბურთო და სარაგბო მოედნების მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს და წლის ბოლომდე დასრულდება.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 სექტემბერი 18
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა კოლეგასთან, ქეთევან ციხელაშვილთან ერთად გორში გახსნილი სოციალური საწარმო მოინახულა. 
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 სექტემბერი 15
15 სექტემბერს, ერგნეთის საჯარო სკოლას, რომელიც შიდა ქართლში კონფლიქტის ზონის სოფელია და ცხინვალის მოსაზღვრედ მდებარეობს, ესტუმრნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში - ქეთევან ციხელაშვილი.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 სექტემბერი 12
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და სპორტის სფეროში ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციის - "Coaches Across Continents"-ის პარტნიორობის ფარგლებში, 100-მდე ადგილობრივი მწვრთნელისთვის ტრენინგები გაიმართა.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 სექტემბერი 12
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა მსოფლიო მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის ექსპერტს ალექსეი ეფიმოვს უმასპინძლა.